მდებარეობა. ტერიტორია და საზღვრები

იმერეთი საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი ისტორიული, ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო რეგიონია. მისი ფართობი 6.6 ათასი კვადრატული კმ-ია(საქართველოს ტერიტორიის 11%), მოსახლეობა - 700 ათასი კაცი (საქართველოს მოსახლეობის 16%).
  იმერეთი იყოფა ორ ნაწილად: ზემო და ქვემო იმერეთად. იმერეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებს, რომ ამ მხარეში ადამიანს ცხოვრება, ჯერ კიდევ, ქვედა პალეოლითის ხანაში დაუწყია. მათ შორისაა საკაჟიის და ჭახათის (მდ. წყალწითელას ნაპირზე), დევისხვრელის (მდ. ჩხერიმელას ნაპირზე) გამოქვაბულები, სათაფლიის მიდამოები და სხვა. საქალაქო ცხოვრების უძველესი პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები ნაპოვნია ქუთაისში, ვანში, ვარციხეში (როდოპოლისი), შორაპანში და სხვა. მხარის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ამ ქალაქებს ოდითგანვე დიდი სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.
    იმერეთს გეოგრაფიულად ცენტრალური ადგილი უკავია საქართველოში. იგი კარგად გამოხატული ბუნებრივი საზღვრებითააა შემოფარგლული. ჩრდილოეთიდან მას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე ესაზღვრება (გამოყოფილია რაჭის ქედით), აღმოსავლეთიდან - შიდა ქართლი (გამოყოფილია ლიხის ქედით), სამხრეთიდან - სამცხე-ჯავახეთი (გამოყოფილია აჭარა-იმერეთის ხედით) და დასავლეთიდან გურია და სამეგრელო-ზედა სვანეთი (გამოყოფილია მდ. სუფსისა და მდ. ცხენისწყლით). იმერეთის მხარეში 12 ადმინისტრაციული ერთეულია - ხონის, თერჯოლის, ზესტაფონის, ბაღდათის, საჩხერის, ვანის, ხარაგაულის, სამტრედიის, ტყიბუის. ჭიათურის, წყალტუბოს რაიონი და ქალაქი ქუთაისი.

გამოჩენილი იმერლები

ლიტერატურა: აკაკი წერეთელი, გიორგი წერეთელი, გიორგი წერეთელი, გრიგოლ აბაშიძე, ირაკლი აბაშიძე, გრიგოლ რობაქიძე, ლადო ასათიანი, რევაზ გაბრიაძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, პაოლო იაშვილი, ოტია იოსელიანი, დავით კლდიაშვილი, ნიკო ლორთქიფანიძე, მუხრან მაჭავარიანი, ტიციან ტაბიძე, გალაკტიონ ტაბიძე,
სახელმწიფო/საზოგადო მოღვაწეები: დავით აღმაშენებელი, ნიკო ნიკოლაძე, დიმიტრი უზნაძე
სახვითი ხელოვნება: ლადო ალექსი-მესხიშვილი, კოტე მარჯანიშვილი, ზაქარია ფალიაშვილი, თენგიზ აბულაძე, სერგო ამაღლობელი, ვასილ ამაშუკელი, დოდო ანთაძე, ვერიკო ანჯაფარიძე, მელიტონ ბალანჩივაძე, კიტა ბუაჩიძე, დოდო ჭიჭინაძე, დავით კაკაბაძე, აკაკი კვანტალიანი, რევაზ ჩხეიძე
მედიცინა: გიორგი აბაშიძე, გიორგი ადამია, აკაკი კვანტალიანი, ალექსანდრე წულუკიძე
მეცნიერება: სიმონ ავალიანი, ვუკოლ ბერიძე, ანდრია ბიწაძე, კორნელი კეკელიძე, შალვა ნუცუბიძე, აკაკი შანიძე
სამხედრო მოღვაწეები: ნოე ადამია
სპორტი: მაია ჩიბურდანიძე, ზურაბ საკანდელიძე
ანარქისტები/რევოლუციონერები: ალექსანდრე წულუკიძე, სერგო ორჯონიკიძ