მდებარეობა. ტერიტორია და საზღვრები

იმერეთი საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი ისტორიული, ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო რეგიონია. მისი ფართობი 6.6 ათასი კვადრატული კმ-ია(საქართველოს ტერიტორიის 11%), მოსახლეობა - 700 ათასი კაცი (საქართველოს მოსახლეობის 16%).
  იმერეთი იყოფა ორ ნაწილად: ზემო და ქვემო იმერეთად. იმერეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებს, რომ ამ მხარეში ადამიანს ცხოვრება, ჯერ კიდევ, ქვედა პალეოლითის ხანაში დაუწყია. მათ შორისაა საკაჟიის და ჭახათის (მდ. წყალწითელას ნაპირზე), დევისხვრელის (მდ. ჩხერიმელას ნაპირზე) გამოქვაბულები, სათაფლიის მიდამოები და სხვა. საქალაქო ცხოვრების უძველესი პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები ნაპოვნია ქუთაისში, ვანში, ვარციხეში (როდოპოლისი), შორაპანში და სხვა. მხარის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ამ ქალაქებს ოდითგანვე დიდი სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.
    იმერეთს გეოგრაფიულად ცენტრალური ადგილი უკავია საქართველოში. იგი კარგად გამოხატული ბუნებრივი საზღვრებითააა შემოფარგლული. ჩრდილოეთიდან მას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე ესაზღვრება (გამოყოფილია რაჭის ქედით), აღმოსავლეთიდან - შიდა ქართლი (გამოყოფილია ლიხის ქედით), სამხრეთიდან - სამცხე-ჯავახეთი (გამოყოფილია აჭარა-იმერეთის ხედით) და დასავლეთიდან გურია და სამეგრელო-ზედა სვანეთი (გამოყოფილია მდ. სუფსისა და მდ. ცხენისწყლით). იმერეთის მხარეში 12 ადმინისტრაციული ერთეულია - ხონის, თერჯოლის, ზესტაფონის, ბაღდათის, საჩხერის, ვანის, ხარაგაულის, სამტრედიის, ტყიბუის. ჭიათურის, წყალტუბოს რაიონი და ქალაქი ქუთაისი.

კურორტი „საირმე“

მდებარეობa:

ზღვის დონიდან 915-950 მ.

ქ. ქუთაისიდან - 55 კმ.

მდ. წაბლარის წყლის ღრმა ხეობაში.



დახასიათება: კურორტი „საირმე“ გარშემორტყმულია დიდებული ფიჭვნარით, 19000 ჰა., რომელიც დიდ როლს ასრულებს მიკროკლიმატის შექმნაში. ტყიდან 7-8 კმ.-ის დაცილებით იწყება აჭარა-იმერეთის ალპიური მცირე კავკვსიონის ქედი.

მინერალური წყაროების რაიონი მდებარეობს მდ. წაბლარის წყლის დინების მიმართულებით და უკავია 4 ჰა. ფართობი. მინერალური წყაროები განლაგებულია მდინარის ორივე ნაპირზე.





სამკურნალო ჩვნებები:


თირკმლის და საშარდე გზების პათოლოგია.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები
ნაღვლის ბუშტის და ღვიძლის დაავადებები
ნივთიერებათა ცვლის დარღვევები