იმერეთი საქართველოს ერთ-ერთი მძლავრი რეგიონია. მისი მოსახლეობა ბოლო აღწერით 699,6 ათასი კაცია და საქართველოს მოსახლეობის თითქმის 1/6-ს შეადგენს. მხარე აერთიანებს 12 ტერიტორიულ ერთეულს. დასავლეთ საქართველოს ეს უნიკალური პირობებითა და რესურსებით მდიდარი მხარე და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული განვითარების მდიდარი ისტორიული ტრადიციებით ხასიათდება და სათანადო წანამძღვრები აქვს ეკონომიკური განვითარებისათვის.
1990 წლის მონაცემებით იმერეთის მხარის ქალაქებისა და რაიონების ხვედრითი წილი მთლიანად ეროვნულ პროდუქციასა და ეროვნულ შემოსავლებში 14-15%-ს შეადგენდა. აქ იწარმოებოდა საქართველოში წარმოებული სამრეწველო პროდუქციის 16%-მდე.
განსაკუთრებული სირთულეებით აღინიშნა იმერეთისათვის, ისე როგორც მთელი ქვეყნისათვის 90-იანი წლების პირველი ნახევარი, რაც კრიზისული მდგომარეობის პიკი აღმოჩნდა.
იმერეთი ყოველთვის გამოირჩეოდა ყოფილი საკავშირო დაქვემდებარების სამრეწველო საწარმოებით, რომელთათვისაც ურთულესი აღმოჩნდა ზემოთ აღნიშნული პერიოდი. ამ უკანასკნელმა საწარმოთა პარალიზება გამოიწვია და რეგიონში ურთულესი სოციალური მდგომარეობა შექმნა.
რეგიონი გარკვეულწილად გამოირჩევა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წიაღისეული სიმდიდრეების მრავალფეროვნებით. ამჟამად იმერეთში 100-ზე მეტი მინერალურ-სანედლეულო რესურსების საბადოა აღრიცხული, რომელთა გარკვეული ნაწილი საექსპორტოა. ამან განაპირობა რეგიონში მოპოვებული და გადამამუშავებელი საწარმოების განვითარება (სააქციო საზოგადოებები “ფერო”, “ჭიათურმანგანუმი”, “ტყიბულნახშირი”, ქიმიური და საშენ მასალათა საწარმოები).
90-იანი წლების დასაწყისში რეგიონში 1000-ზე მეტი დასახელების სამრეწველო პროდუქცია იწარმოებოდა, რომლის საკმაოდ დიდი ნაწილი 30-ზე მეტ ქვეყანაში იგზავნებოდა.
ბოლო წლებში მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. ამჟამად, იმერეთში განთავსებულია სამრეწველო საწარმოთა 18%, დარგში დასაქმებულია საქართველოს მრეწველობაში დასაქმებულთა 21% და გამოშვებული პროდუქცია ქვეყნის 12%-ს შეადგენს.
დარგის ერთგვარი გამოცოცხლების მიუხედავად, საწარმო სიმძლავრეების უდიდესი ნაწილი დაუტვირთავია. გარკვეული ცვლილებები განიცადა მრეწველობის დარგობრივმა სტრუქტურამაც. კერძოდ, ზესტაფონის “ფეროს” სტაბილური ფუნქციონირებით 15%-ით გაიზარდა მეტალურგიული წარმოების ხვედრითი წილი და მან 2003 წელს 42,6% შეადგინა. ელენერგიის წარმოებამ – 14,5%, კვების პროდუქტებმა 13,3%, მასალების შახტებში მოპოვებამ (ჭიათურა, ტყიბული) 12%, სწორედ ეს დარგები განსაზღვრავენ რეგიონის მრეწველობის დარგობრივ პროფილს.
იმერეთი მდიდარია ენერგეტიკული რესურსებით, რის გამოც მის ტერიტორიაზე 5 ჰეს-ია განთავსებული. წარმოების მოცულობაში მათი ხვედრითი წილი 13-18%-ის ფარგლებშია, ხოლო გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ 2003 წელს 137,8 მლნ კვტ. საათი შეადგინა, რაც 44% ით აღემატება 2002 წლის მაჩვენებელს.
იმერეთი შეიძლება ექსპორტზე ორიენტირებულ რეგიონად ჩაითვალოს. 2003 წელს ექსპორტზე 69,8 მლნ. ლარის, ხოლო 2004 წელს 94,4 მლნ ლარის პროდუქცია გადაიტვირტა, რაც მთლიანი გადატვირთული პროდუქციის 54%-ია. ძირითადი ექსპორტიორი საწარმოებია: სააქციო საზოგადოებები ზესტაფონის “ფერო”, “ჭიათურმანგანუმი”, ქუთაისის “საავტომობილო ქარხანა” და სხვები.
მდებარეობა. ტერიტორია და საზღვრები
იმერეთი საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი ისტორიული, ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო რეგიონია. მისი ფართობი 6.6 ათასი კვადრატული კმ-ია(საქართველოს ტერიტორიის 11%), მოსახლეობა - 700 ათასი კაცი (საქართველოს მოსახლეობის 16%).
იმერეთი იყოფა ორ ნაწილად: ზემო და ქვემო იმერეთად. იმერეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებს, რომ ამ მხარეში ადამიანს ცხოვრება, ჯერ კიდევ, ქვედა პალეოლითის ხანაში დაუწყია. მათ შორისაა საკაჟიის და ჭახათის (მდ. წყალწითელას ნაპირზე), დევისხვრელის (მდ. ჩხერიმელას ნაპირზე) გამოქვაბულები, სათაფლიის მიდამოები და სხვა. საქალაქო ცხოვრების უძველესი პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები ნაპოვნია ქუთაისში, ვანში, ვარციხეში (როდოპოლისი), შორაპანში და სხვა. მხარის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ამ ქალაქებს ოდითგანვე დიდი სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.
იმერეთს გეოგრაფიულად ცენტრალური ადგილი უკავია საქართველოში. იგი კარგად გამოხატული ბუნებრივი საზღვრებითააა შემოფარგლული. ჩრდილოეთიდან მას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე ესაზღვრება (გამოყოფილია რაჭის ქედით), აღმოსავლეთიდან - შიდა ქართლი (გამოყოფილია ლიხის ქედით), სამხრეთიდან - სამცხე-ჯავახეთი (გამოყოფილია აჭარა-იმერეთის ხედით) და დასავლეთიდან გურია და სამეგრელო-ზედა სვანეთი (გამოყოფილია მდ. სუფსისა და მდ. ცხენისწყლით). იმერეთის მხარეში 12 ადმინისტრაციული ერთეულია - ხონის, თერჯოლის, ზესტაფონის, ბაღდათის, საჩხერის, ვანის, ხარაგაულის, სამტრედიის, ტყიბუის. ჭიათურის, წყალტუბოს რაიონი და ქალაქი ქუთაისი.