მთავარი ქალაქი (მოსახლეობით) ჭიათურა (29,000)
მთლიანი ფართობი 542, 5 კვ.კმ.
მდებარეობა ზღვის დონიდან 200–900 მ.(საშუალოდ 300 მ.)
მრეწველობის ძირითადი დარგი მაღარო, ვაჭრობა, ტრანსპორტი
წარმოების ძირითადი მიმართულებები და პროდუქციის დასახელება:
- მაღარო (მანგანუმის მჟავა)
- კარიერები (წითელი მარმარილო, კვარცის ქვიშა, სამშენებლო მასალები)
- სოფლის მეურნეობა ( ჩაი, ღვინო, მეცხოველეობა)
ჭიათურის რაიონი მთავარი ქალაქი, ჭიათურა მდებარეობს პლატოზე, მდინარე ყვირილას ვიწრო ხეობაში. (ვიწრო, მაღლა მიმავალი ქვაფენილი ზესტაფონისკენ მიდის). ჭიათურა ზღვის დონიდან 340 – 500 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. იგი რკინიგზით თბილისიდან 220 კმ. დაშორებული. ჭიათურაზე გადის სარკინიგზო მაგისტრალი ჭიათურა-ზესტაფონი.
კლიმატი აქ საკმაოდ ტენიანია, სუბტროპიკული. ზამთარი შედარებით ცივი და მეტად მშრალია, ზაფხული – ცხელი. საშუალო წლიური ტემპერატურაა 13,1 გრ. ცელსიუსით; იანვარში 2,4 გრ, ივლისში 23,1 გრ; აბსოლუტური მინიმუმი -20 გრ.; აბსოლუტური მაქსიმუმი 23,1 გრ. წლიური ნალექიანობა – 1100 მმ.
ჭიათურა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინდუსტრიული ცენტრია საქართველოში. ეს განპირობებულია მდინარე ყვირილას ხეობაში მანგანუმის მაღაროების შექმნითა და განვითარებით. ქალაქი ჭიათურა დაარსდა 1879 წელს, როდესაც ქართველი პოეტისა და საზოგადო მორვაწის ა.წერეთელის ინიციატივით დაიწყო მანგანუმის მოპოვება. საბადოების ცენტრალური ადგილები მდებარეობს მდინარე ყვირილას ორივე მხარეს ზემოდან გარს შემორტყმული მაღალი ციცაბო კლდეებით. გექმნებათ შთაბეჭდილება, რომ ისინი მღვიმეში მდებარეობენ. სამრეწველო გარეუბნები 2-6 კმ. არის დაშორებული ქალაქიდან.
ზესტაფონი – ჭიათურას სარკინიგზო ხაზი დაკავშირებულია კავკასიონის ძირითად სარკინიგზო მაგისტრალთან. ზესტაფონი– ჭიათურა– ონი საავტომობილო მაგისტრალი დიდად მნიშვნელოვანია და უმოკლესია თბილისთან დასაკავშირებლად. ჭიათურა სატროლეიბუსო ხაზით უკავშირდება საჩხერეს. მოსახლეობა ქალაქებსა და სოფლებს შორის მოძრაობს ავტობუსებითა და საბაგირო ტრანსპორტით.
იცით თუ არა თქვენ, რომ:
- ჭიათურის მანგანუმის საბადო ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში;
- რაიონის კვარცის ქვიშას გააჩნია შესანიშნავი ღირებულებები მინის წარმოებისათვის;
- რაიონის მრავალი ხეობა იძლევა უნიკალურ საშუალებას უფასო მთასვლელობისათვის.