ძირითადი ქალაქი (მოსახლეობით) ვანი (5400)
მთლიანი ფართობი 558 კვ.კმ.
ეკონომიკის ძირითადი დარგები: სოფლის მეურნეობა, საყოფაცხოვრებო მომსახურეობა
მრეწველობის მიმართულებანი და პროდუქციის სახეები:
- სოფლის მეურნეობის ( ბოსტნეული, ხილი, მარცვლეული )
- კვების მრეწველობის ( პური, ხორცი, ღვინო, კონსერვები, ჩაი)
- ტურიზმი
ვანის რაიონი საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდაბარეობს. ის ესაზღვრება წყალტუბოს, ბაღდათს, და გურიის მხარეს. მანძილი ქუთაისამდე – 41 კმ.; ყველაზე ახლო რკინიგზის სადგური – სამტრედია; აეროპორტი – კოპიტნარი.
რაიონის ტერიტორია შეადგენს 577, 4 კვ.კმ. მოსახლეობის რაოდენობა – 35 824. რაიონის ცენტრი – ქალაქი ვანი 5400 მოსახლეობით. არის აგრეთვე მრავლად დასახლებული სოფლები, სადაც 1-3 ათასი ადამიანი ცხოვრეობს (ბზვანი, ამაღლება, სულორი, გორაზეინდარი)
მთავარი მდინარეებია – რიონი, სულორი, ყუმირი, ფერეთა.
ნიადაგი არ მიეკუთვნება ნოყიერთა რიცხვს და ამდენად ნაკლებად პროდუქტულია. კლიმატი საშუალოდ სუბტროპიკულია, რაც ხშირად ცივში გადაიზრდება, ხოლო ზოგიერთ ადგილში კონტინენტალური – ალპიურში. ტერიტორიის 78% მთიანია, დანარჩენი კი დაბლობი.
სოფლის მეურნეობის პროდუქტებს შორის ძირითადია: სიმინდი, ბოსტნეული, ყურძენი, ხილი, ხორცი, რძე. ყოველწლიური კულტურები და ბოსტნეული იზრდება დაბლობზე, ხოლო ყურძენი, ხილი, დაფნა და ჩაი – მთიან ადგილებში.
ძირითადი საავტომობილო მაგისტრალები ბაღდათი-სამტრედია და ვანი-ქუთაისი საჭიროებენ კაპიტალურ შეკეთებას.
ტერიტორიის 5% ტყეებს უჭირავთ (29,3 ათასი ჰა). რაიონი მდიდარია თერმული წყლებით. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკურორტო ზონები ამაღლება და სულორი. აქ ერთდროულად შესაძლებელია დაისვენოს 100-150 ადამიანმა. კურორტები ითხოვენ რეაბილიტაციას;
სოფელი საპრესია განთქმულია მინერელური წყლებით, უხითი კი – ქვის საბადოებით. ეს ქვები წარმოებაში არ გამოიყენებიან.
რაიონის ცნობილი ადგილია ნაქალაქევი. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი იქნა ანტიკური ხანის ქალაქის ნივთები და საფლავები. ისინი ინახება სახელმწიფო მუზეუმში. ნიშანდობლივია ის, რომ ნაქალაქევი დაკავშირებულია მსოფლიოში ცნობილ არგონავტების მითთან.
იცით თუ არა თქვენ, რომ:
- ვანის ძველი ქალაქი დაარსდა ბერძნულ ცივილიზაციამდე;
- ვანი გახლავთ იაზონისა და არგონავტების შესახებ ბერძნული მითის ისტორიული საფუძვლის ნაწილი.