მოსახლეობა 32, 198
მთავარი ქალაქი (მოსახლეობით) ხონი (11.324)
მთლიანი ტერიტორია 428, 5 კმ.
მდებარეობა ზღვის დონიდან 60-200 მ.
ეკონომიკის ძირითადი დარგები ვაჭრობა, ინდუსტრია
წარმოების ძირითადი მიმართულებანი და პროდუქციის დასახელება:
- ჩაი
- ქიმიური წარმოება ( პოლიეთილენის პარკები, მილები )
- ხის დამუშავება (დამზადება, ავეჯის წარმოება, პარკეტი)
- ·ტექსტილის წარმოება (აბრეშუმის ძაფი)
ხონის რაიონი მდებარეობს იმერეთის ჩრდილო-დასავლეთით და ესაზღვრება სამეგრელოს. ტერიტორია უტოლდება 428, 5 კვ.კმ. უკანასკნელი აღრიცხვის მიხედვით მოსახლეობა უდრის 32 198-ს. რაიონის ცენტრი არის ქალაქი ხონი. ხონის მოსახლეობა უდრის 11 324-ს. ხონის გარდა რაიონს ეკუთვნის 39 სოფელი. რაიონის ძირითადი ტერიტორია წარმოადგენს დაბლობს .აბსოლუტური სიმაღლე ზღვის დონიდან არის 60-200 მ.
ძირითადი მდინარეებია: ცხენისწყალი, გუბისწყალი, საწისქვილო, გორდისწყალი, სუხჩისწყალი, ზემო კუხი, შუა კუხი და მცირე უსახელო მდინარეები. დაბლობის ძირითადი ნიადაგი ალუვიალურია; მდინერეების მიდამოებში – სუბტროპიკული. მთიან ადგილებში ნიადაგი ყვითელი და წითელია.
კლიმატი საშუალოდ სუბტროპიკულია. წლის საშუალო ტემპერატურა დაბლობში – 14,3 გრ. ცელსიუსით, იანვარში – 5 გრ., აგვისტოში – 23,4/23,6 გრ. ნალექების წლიური რაოდენობა – 4160-7109. ზამთარი ცივია და გაზაფხული ხანგრძლივი და გრილია შუა მთიან ზონაში. იქ წლის საშულო ტემპერატურაა 11,7 – 12,4 გრ. მთიან ტერიტორიას უჭირავს 27 577 ჰა; დაბლობს კი 15 276 ჰა.
სოფლის მეურნეობის ძირითადი პროდუქტებია:მარცვლეული, სიმინდი, ლობიო ბოსტნეული, ხილი, ხორცი, რძე
რაიონის ტერიტორიაზე არ არის რკინიგზა. ასევე არ არის სახელმწიფო მნიშვნელობის საავტომობილე გზა. ადგილობრივი გზების სიგრძე არის 162 კმ.
რაიონის ბუნებრივ რესურსებს წარმოადგენენ ქვის კარიერები და ტყეები.
იცით თუ არა თქვენ, რომ
- ხონს აქვს შესანიშნავი კლიმატური და ნიადაგის პირობები ჩაის წარმოებისათვის