ძირითადი ქალაქი ზესტაფონი(25,000)
მთლიანი ფართობი 423 კვ.კმ.
მდებარეობა ზღვის დონიდან 03-587 მ.(საშ. 160 მ.)
ეკონომიკის ძირითადი დარგები მრეწველობა, ვაჭრობა
მრეწველობის მიმართულებანი და პროდუქციის სახეები:
- მეტალურგია (ფეროშენადნობები, ალუმინის კაბელები, სპილენძის მავთული)
- ელექტროსაგნები (ტრანსფორმატორები, აკუმულატორები, ნახევრად-გამტარები)
- ქიმიური მრეწველობა (სინთეტიკური კაუჩუკი)
- მსუბუქი მრეწველობა (მზა ტანსაცმელი)
- სამშენებლო მასალები და საყოფაცხოვრებო კერამიკა
ზესტაფონის რაიონი არის დასავლეთ საქართველოს კოლხეთის დაბლობის აღმოსავლეთი მხარე. რაიონის მთლიანი ფართობია 423, 7 კვ.კმ. მასში შედის 1 ქალაქი,1 დაბა და 58 სოფელი. რაიონული ცენტრია ქალაქი ზესტაფონი, მოსახლეობით 25,000.
ძირითადი მდინარეებია: ყვირილა, ძირულა, ჭოლაბური, ჩხერიმელა. ეს მდინარეებია ივსება წვიმით, თოვლით და მიწისქვეშა წყლებით.
მოკლე დახასიათება ნიადაგის ნოყიერების შესახებ: დაბლობში ნიადაგი ალუვიულია, შემაღლებულ ადგილებში – სუბტროპიკული. გორაკიანი ადგილები დაფარულია შავ-კარბონატული მიწით, რომლის ზედაპირი მეტად სქელია. რაიონის აღმოსავლეთ ნაწილში ტყის ნიადაგია.
დაბლობში კლიმატი საშუალოდ სუბტროპიკულია, ზამთარი შედარებით ცივია, ზაფხული– მშრალი.წლის საშუალო ტემპერატურაა 14 გრ. ცელსიუსით. იანვარის ტემპერატურაა 3,7 – 4,3 გრ. აგვისტოში კი 24 გრ. ნალექების რაოდენობა 1190 მმ. გორაკიან და მთიან ზონებში ტემპერატურა დაბალია. ხშირია დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქარები, ზოგჯერ ქარი ზღვიდანაც აღწევს.
ზესტაფონის რაიონი მდებარეობს 90-200 მეტრზე ზღვის დონიდან. სამხრეთსა და აღმოსავლეთ ნაწილებში არის ადგილები, სადაც სიმაღლე 1088 მეტრს აღწევს.
ძირითადი სამრწველო დარგებია: შავი მეტალურგია, ელექტროენერგია და კვების მრეწველობა. ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა მუშაობს ჭიათურის მანგანუმის ბაზაზე. ზესტაფონში არის შემდეგი ქარხნები: კაბელების ქარხქნა, ძირულას ცეცხლგამძლე ნაკეთობათა ქარხანა, რომელიც ცეცხლგამძლე თიხის განტიით მუშაობს. ჭითელი მარმარილო მოიპოვება შროშაში. არის აგრეთვე ორი ღვინის ქარხანა.
სოფლის მეურნეობის დარგებში მევენახეობა არის წამყვანი. ვენახებს 5,000 ჰა ფართობი უჭირავთ. მევენახეობა წარმოადგენს სოფლის მეურნეობის 80%-ს. ტერიტორიის 3,600 ჰა დაფარული აქვთ მრავალწლიან ნარგავებს, ტყეებს და ბუჩქებს ეკუთვნის-17,3 ჰა; საძოვრებს უჭირავთ – 8,8 ჰა. ძირითად მარცვლეულს სიმინდი წარმოადგენს. რაიონში 10.000 სულზე მეტი ძროხა და 5000-ზე მეტი ღორია.
რაიონის ტერიტორიაზე გადის თბილისი -სამტრედიის და გომი -საჩხერის მაგისტრალები. კავკასიის მთავარი მაგისტრალი თბილისი – სამტრედია გაივლის რაიონის ტერიტორიაზე. არის სარკინიგძო ხაზი ჭიათურა- საჩხერე.
გორაკიანი ზონა დაფარულია კოლხური ტყეებით, სადაც იზრდება ძვირფასი ჯიშის ხეები: მუხის, წიფელის, კოპიტის, კაკლის და სხვ. ტერიტორიის 127,8 კვ.კმ. ტყით არის დაფარული.
იცით თუ არა თქვენ, რომ:
- ზესტაფონის რაიონი ცნობილია თიხის მიწითა და მექოთნეობით;
- ზესტაფონში არის საქართველოში ელექტროენერგიის ყველაზე მძლავრი გამანაწილებელი ცენტრი