მთლიანი ფართობი 65 კვ.კმ.
მდებარეობა ზღვის დონიდან 80-120 მ.
- კვების მრეწველობა (ხორცი, რძის ნაწარმი, მინერალური, უალკჰოლო და ალკოჰოლიანი სასმელები)
- ხის წარმოება (სამშენებლო მასალები, ავეჯი)
- მსუბუქი მრეწველობა (ბუნებრივი აბრეშუმი, ხალიჩები, ტრიკოტაჟის ნაწარმი)
- მადნეულის წარმოება (ცარცი, ცემენტი, საღებავები)
- მანქანათმშენებლობა (საოფლი მეურნეობის მანქანები, ნავთობის ტუმბოები,
ტრაქტორები, სატვირთო მანქანები, მსუბუქი მანქანების ნაწილები, ამწეები)
ქუთაისი მეორე დიდი ქალაქია საქართველოში თბილისის შემდეგ. ის მდებარეობს იმერეთის ცენტრში მდინარე რიონის ორივე ნაპირზე. ეს არის ადგილი, სადაც რიონი მოედინება კოლხეთის დაბლობზე. ქალაქი სააბტომობილე მაგისტრალების ცენტრში მდებარეობს (აქედან შესაძლებელია დაკავშირება სოხუმთან, ფოთთან, ბათუმთან და ჩრდილო კავკასიის გზით – სამაჩაბლოსთან) რკინიგზით კი ( ბროწეულა – წყალტუბო და რიონი – ტყიბულის ხაზებით) ქალაქი უკავშირდება კავკასიის ძირითად სარკინიგზო მაგისტრალებს. ქუთაისიდან თბილისამდე მანძილლი უდრის 220 კმ. მოსახლეობის ბოლო აღწერის მიხედვით ქუთაისში ცხოვრობს 186.600 ათასი ადამიანი. ქალაქის არეალი 7000 ჰექტარია, რომლის 2/3 დასახლებულია. ქუთაისი დაყოფილია 12 მუნიციპალურ ტერიტორიად.
ჩრდილოეთ–აღმოსავლეთით ქალაქს ესაზღვრება ოკრიბის დაბლობი, ჩრდილოეთ – სამგურალის მთები, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან კოლხეთის დაბლობი. ქალაქის მოსახლეობა ძირითადად დაბლობში ცხოვრობს. ჩრდილოეთ ნაწილები განლაგებულია მდინარე რიონის ამაღლებულ ნაპირებზე. სამხრეთი ნაწილი საფიჩხიის მაღლობზე, რიონის ერთ-ერთ ტერასაზე მდებარეობს. კლიმატი შედარებით ტენიანი და სუბტროპიკულია. ზამთარი უმეტესად თბილი და მშრალია, ზაფხული კი ცხელი. საშუალო წლიური ტემპერატურა არის 14,5 გრ., რაც 5 გრ. განსხვავდება იმერეთის სხვა რაიონებისაგან. ნალექების რაოდენობა წელიწადში – 1730 მმ. ქალაქის საავტომობილე გზების სიგრძე არის 312 კმ.
იცით თუ არა თქვენ, რომ:
ქუთაისი დაარსდა 3, 500 წელზე მეტი ხნის წინად;- ბერძნული მითოლოგიის მიხედვით ქუთაისი იყო ის ქალაქი, საიდანაც იაზონმა მოიტაცა
- ოქროს საწმისი;
- ქუთაისი სიდიდით არის საქართველოს მეორე ქალაქი თბილისის შემდეგ;
- ქუთაისზე გადიან გზები დასავლეთ და ჩრდილოეთ საქართველოსაკენ;
- ქუთაისი მდებარეობს აღმოსავლეთ – დასავლეთის დამაკავშირებელ მთავარ
- მაგისტრალზე, საიდანაც შეგიძლიათ დაუკავშირდეთ რუსეთსა და მთელ მსოფლიოს.