მდებარეობა. ტერიტორია და საზღვრები

იმერეთი საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი ისტორიული, ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო რეგიონია. მისი ფართობი 6.6 ათასი კვადრატული კმ-ია(საქართველოს ტერიტორიის 11%), მოსახლეობა - 700 ათასი კაცი (საქართველოს მოსახლეობის 16%).
  იმერეთი იყოფა ორ ნაწილად: ზემო და ქვემო იმერეთად. იმერეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებს, რომ ამ მხარეში ადამიანს ცხოვრება, ჯერ კიდევ, ქვედა პალეოლითის ხანაში დაუწყია. მათ შორისაა საკაჟიის და ჭახათის (მდ. წყალწითელას ნაპირზე), დევისხვრელის (მდ. ჩხერიმელას ნაპირზე) გამოქვაბულები, სათაფლიის მიდამოები და სხვა. საქალაქო ცხოვრების უძველესი პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები ნაპოვნია ქუთაისში, ვანში, ვარციხეში (როდოპოლისი), შორაპანში და სხვა. მხარის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ამ ქალაქებს ოდითგანვე დიდი სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.
    იმერეთს გეოგრაფიულად ცენტრალური ადგილი უკავია საქართველოში. იგი კარგად გამოხატული ბუნებრივი საზღვრებითააა შემოფარგლული. ჩრდილოეთიდან მას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე ესაზღვრება (გამოყოფილია რაჭის ქედით), აღმოსავლეთიდან - შიდა ქართლი (გამოყოფილია ლიხის ქედით), სამხრეთიდან - სამცხე-ჯავახეთი (გამოყოფილია აჭარა-იმერეთის ხედით) და დასავლეთიდან გურია და სამეგრელო-ზედა სვანეთი (გამოყოფილია მდ. სუფსისა და მდ. ცხენისწყლით). იმერეთის მხარეში 12 ადმინისტრაციული ერთეულია - ხონის, თერჯოლის, ზესტაფონის, ბაღდათის, საჩხერის, ვანის, ხარაგაულის, სამტრედიის, ტყიბუის. ჭიათურის, წყალტუბოს რაიონი და ქალაქი ქუთაისი.

ტყიბულის რაიონი

- ტყიბული-შაორის ქვანახშირის საბადო, მთლიანი მარაგი 300 მილ.ტ.

- ნაბეღლავის ტეშენიტის გამოვლინება.

- წინწკილას კირქვის ღორღის საბადო.

- «ლოლაშენის» ტეშენიტის საბადო.

- «ოხომირას» ტეშენიტის გამოვლინება.

- «მოწამეთა II « კირქვის საბადო.

- «ოჩეთის» გიშერის გამოვლინება.

- ჯვარისის კაოლინური თიხის საბადო, მარაგი 1ბ3მილ.ტ.

- კურსების ტეშენიტის საბადო - 3ბ1მილ.მ3 .

- ნაბეღლავი - ძუყნურის ტეშენიტის გამოვლინება.

- წინწყალის კირქვის ღორღის საბადო მარაგი - 3ბ6 მილ.მ3 .

- ძიროვანის გიშერის გამოვლინება.

- ორპირია ალუნიტის გამოვლინება »შაბი».

- ძმუისის ოზოკერიტის მთის სანთელის გამოვლინება.

- ძმუისის ბარიტის გამოვლინება.

- მუხურის საწისქვილე ქვიშაქვების გამოვლინება.

- ტყიბულის ცეცხლგამძლე თიხების 17000С-ით დიდი მოცულობის გამოვლინება.

- ლეღვას მინერალური წყლის გამოვლინება.