მდებარეობა. ტერიტორია და საზღვრები

იმერეთი საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი ისტორიული, ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო რეგიონია. მისი ფართობი 6.6 ათასი კვადრატული კმ-ია(საქართველოს ტერიტორიის 11%), მოსახლეობა - 700 ათასი კაცი (საქართველოს მოსახლეობის 16%).
  იმერეთი იყოფა ორ ნაწილად: ზემო და ქვემო იმერეთად. იმერეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებს, რომ ამ მხარეში ადამიანს ცხოვრება, ჯერ კიდევ, ქვედა პალეოლითის ხანაში დაუწყია. მათ შორისაა საკაჟიის და ჭახათის (მდ. წყალწითელას ნაპირზე), დევისხვრელის (მდ. ჩხერიმელას ნაპირზე) გამოქვაბულები, სათაფლიის მიდამოები და სხვა. საქალაქო ცხოვრების უძველესი პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები ნაპოვნია ქუთაისში, ვანში, ვარციხეში (როდოპოლისი), შორაპანში და სხვა. მხარის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ამ ქალაქებს ოდითგანვე დიდი სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.
    იმერეთს გეოგრაფიულად ცენტრალური ადგილი უკავია საქართველოში. იგი კარგად გამოხატული ბუნებრივი საზღვრებითააა შემოფარგლული. ჩრდილოეთიდან მას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე ესაზღვრება (გამოყოფილია რაჭის ქედით), აღმოსავლეთიდან - შიდა ქართლი (გამოყოფილია ლიხის ქედით), სამხრეთიდან - სამცხე-ჯავახეთი (გამოყოფილია აჭარა-იმერეთის ხედით) და დასავლეთიდან გურია და სამეგრელო-ზედა სვანეთი (გამოყოფილია მდ. სუფსისა და მდ. ცხენისწყლით). იმერეთის მხარეში 12 ადმინისტრაციული ერთეულია - ხონის, თერჯოლის, ზესტაფონის, ბაღდათის, საჩხერის, ვანის, ხარაგაულის, სამტრედიის, ტყიბუის. ჭიათურის, წყალტუბოს რაიონი და ქალაქი ქუთაისი.

სამტრედიის რაიონი

- მდ.ცხენისწყლის სოფ.ნაჩხეტაური ქვიშის გამოვლინება.

- მდ.ცხენისწყლის სოფ.ხუჯულაური ინერტული მასალის გამოვლინება.

- მდ.ცხენისწყლის სოფ.ჩხენიში ქვიშა-ხრეშის მასალის გამოვლინება.

- საჯავახო - ქვიშანჭალის ქვიშის საბადო მარაგი - 2ბ1 მილ.მ3.

- ეწერის ქვიშისა და ხრეშის საბადო მარაგი - 508 ათასი მ3

- ილორის ქვიშისა და ხრეშის საბადო მარაგი - 1ბ1 მილ.მ3 

- იანეთის მდ.გუბისწყლის ქვიშა-ხრეშის საბადო მარაგი -1ბ5 მილ.მ3

- ბარძგნარის თიხის III საბადო სააგურე მარაგი - 420 ათასი მ3 

- ბუკნარის თიხის II საბადო სააგურე მარაგი - 1ბ9 მილ.მ3.

- დაბლა გომის კირის ნედლეული საბადო მარაგი - 4ბ8 მილ.მ3.

- სამტრედიის თერმული წყლების გამოვლინება.