მდებარეობა. ტერიტორია და საზღვრები

იმერეთი საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი ისტორიული, ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო რეგიონია. მისი ფართობი 6.6 ათასი კვადრატული კმ-ია(საქართველოს ტერიტორიის 11%), მოსახლეობა - 700 ათასი კაცი (საქართველოს მოსახლეობის 16%).
  იმერეთი იყოფა ორ ნაწილად: ზემო და ქვემო იმერეთად. იმერეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებს, რომ ამ მხარეში ადამიანს ცხოვრება, ჯერ კიდევ, ქვედა პალეოლითის ხანაში დაუწყია. მათ შორისაა საკაჟიის და ჭახათის (მდ. წყალწითელას ნაპირზე), დევისხვრელის (მდ. ჩხერიმელას ნაპირზე) გამოქვაბულები, სათაფლიის მიდამოები და სხვა. საქალაქო ცხოვრების უძველესი პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები ნაპოვნია ქუთაისში, ვანში, ვარციხეში (როდოპოლისი), შორაპანში და სხვა. მხარის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ამ ქალაქებს ოდითგანვე დიდი სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.
    იმერეთს გეოგრაფიულად ცენტრალური ადგილი უკავია საქართველოში. იგი კარგად გამოხატული ბუნებრივი საზღვრებითააა შემოფარგლული. ჩრდილოეთიდან მას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე ესაზღვრება (გამოყოფილია რაჭის ქედით), აღმოსავლეთიდან - შიდა ქართლი (გამოყოფილია ლიხის ქედით), სამხრეთიდან - სამცხე-ჯავახეთი (გამოყოფილია აჭარა-იმერეთის ხედით) და დასავლეთიდან გურია და სამეგრელო-ზედა სვანეთი (გამოყოფილია მდ. სუფსისა და მდ. ცხენისწყლით). იმერეთის მხარეში 12 ადმინისტრაციული ერთეულია - ხონის, თერჯოლის, ზესტაფონის, ბაღდათის, საჩხერის, ვანის, ხარაგაულის, სამტრედიის, ტყიბუის. ჭიათურის, წყალტუბოს რაიონი და ქალაქი ქუთაისი.

თერჯოლის რაიონი

მოსახლეობა 45, 680
მთავარი ქალაქი (მოსახლეობით) თერჯოლა, (5600)
მთლიანი ფართობი 357, 4 კვ.კმ.
მდებარეობა ზღვის დონიდან 90-180 მ. (საშ. 140 მ.)


ძირითადი დარგები სოფლის მეურნეობა, საყოფაცხოვრებო მომსახურეობა, მრეწველობა
მრეწველობის მიმართულებანი და პროდუქციის სახეები:


  • კვების მრეწველობის (სუფრის ღვინოები, ცქრიალა ღვინოები, კონსერვები, ჩაი)
  • კირისა და ქვის დამუშავება (მარმარილო, კირი, და ა.შ.)
  • მსუბუქი მრეწველობა (ბამბეულის ქსოვილები, სამკერვალო)






თერჯოლის რაიონი იმერეთის მხარის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ის ესაზღვრება ქუთაისის, ტყიბულის, ზესტაფონის, ჭიათურისა და წყლტუბოს რაიონებს. რაიონის ტერიტორია უდრის 357 კვ.კმ. და ბოლო აღრიცხვით მოსახლეობის რაოდენობა განისაზღვრება 45 680 მაცხოვრებლით. რაიონის ცენტრია ქალაქი თერჯოლა 5600 მაცხოვრებლით. დანარჩენი წარმოადგენს სოფლის დასახლებულ პუნქტებს. თერჯოლიდან ქუთაისამდე მანძილია – 31 კმ, ყველაზე ახლო სარკინიგზო სადგურია - ზესტაფონი (8კმ.) ხოლო აეროპორტი - კოპიტნარი” – 61 კმ.



რაიონის მთავარი მდინარეებია: ყვირილა, ძევრულა, ჯუშა, ბუჯა, ჭილაბური და წყალწითელა. შავი კარბონატული ნიადაგი ხელსაყრელ პირობებს ქმნის მებაღეობა–მებოსტნეობის განვითარებისათვის. კლიმატიც შესაბამისია ნიადაგის გათვალისწინებით. ზამთარი ნორმალურად ცივია, ხოლო ზაფხული – ცხელი და მშრალი.



მარცვლეულის ყანები და ვენახები, ძირითადად გაშენებულია დაბლობ ტერიტორიებზე, ხილის ბაღები და ბოსტნეულის ბაღჩები – მთიან ადგილებში. მეცხოველეობა განვითარებულია რაიონის მთელ ტერიტორიაზე.



ბუნებრივ რესურსებს შორის რაიონში აღსანიშნავია თერმიული წყლები და სამშენებლო მასალები. რაიონი მდიდარია სააგურე მიწით, კლდოვანი ქვით და ქვიშის კარიერებით. მოიპოვება აგრეთვე ფლინტი, რაც მნიშვნელივანია ფეროშენადნობთა წარმოებაში. რაიონში არის აგრეთვე მანგანუმის საბადო. ტერიტორიის 21% უჭირავს ტყეებს (3800 ჰა.)



1990 წლიდან საგრძნობლად გაიზარდა მაჩვენებლები სოფლის მეურნეობის ისეთი მიმართულებებით, როგორც მეცხოველეობა, მებოსტნეობა და მევენახეობა.



რაიონს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, ამაზე მეტყველებენ საავტომობილე გზები სართაშორისო – 25 კმ., ქვეყნის შიგნით - 30 კმ., ადგილობრივი – 174 კმ. სარკინიგზო გზას 20 კმ. უჭირავს.



ტურისტულ-დასასვენებელ ადგილებს შორის გამოირჩევა ნავენახევის მღვიმე, რომლის რეაბილიტაცია დაფინანსებას მოითხოვს.



იცით თუ არა თქვენ, რომ:


  • თერჯოლა ღვინის წარმოების ერთ-ერთი უდიდესი რაიონია საქართველოში;
  • ყოფილ საბჭოთა კავშირში ნავენახევის გამოქვაბული სიდიდით მეორე ადგილზეა