მდებარეობა. ტერიტორია და საზღვრები

იმერეთი საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი ისტორიული, ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო რეგიონია. მისი ფართობი 6.6 ათასი კვადრატული კმ-ია(საქართველოს ტერიტორიის 11%), მოსახლეობა - 700 ათასი კაცი (საქართველოს მოსახლეობის 16%).
  იმერეთი იყოფა ორ ნაწილად: ზემო და ქვემო იმერეთად. იმერეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებს, რომ ამ მხარეში ადამიანს ცხოვრება, ჯერ კიდევ, ქვედა პალეოლითის ხანაში დაუწყია. მათ შორისაა საკაჟიის და ჭახათის (მდ. წყალწითელას ნაპირზე), დევისხვრელის (მდ. ჩხერიმელას ნაპირზე) გამოქვაბულები, სათაფლიის მიდამოები და სხვა. საქალაქო ცხოვრების უძველესი პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები ნაპოვნია ქუთაისში, ვანში, ვარციხეში (როდოპოლისი), შორაპანში და სხვა. მხარის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ამ ქალაქებს ოდითგანვე დიდი სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.
    იმერეთს გეოგრაფიულად ცენტრალური ადგილი უკავია საქართველოში. იგი კარგად გამოხატული ბუნებრივი საზღვრებითააა შემოფარგლული. ჩრდილოეთიდან მას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე ესაზღვრება (გამოყოფილია რაჭის ქედით), აღმოსავლეთიდან - შიდა ქართლი (გამოყოფილია ლიხის ქედით), სამხრეთიდან - სამცხე-ჯავახეთი (გამოყოფილია აჭარა-იმერეთის ხედით) და დასავლეთიდან გურია და სამეგრელო-ზედა სვანეთი (გამოყოფილია მდ. სუფსისა და მდ. ცხენისწყლით). იმერეთის მხარეში 12 ადმინისტრაციული ერთეულია - ხონის, თერჯოლის, ზესტაფონის, ბაღდათის, საჩხერის, ვანის, ხარაგაულის, სამტრედიის, ტყიბუის. ჭიათურის, წყალტუბოს რაიონი და ქალაქი ქუთაისი.

ვანის რაიონი

მოსახლეობა                                     35,824


ძირითადი ქალაქი (მოსახლეობით)      ვანი  (5400)


მთლიანი ფართობი                              558 კვ.კმ.



ეკონომიკის ძირითადი დარგები:           სოფლის მეურნეობა, საყოფაცხოვრებო მომსახურეობა


 


მრეწველობის მიმართულებანი და პროდუქციის სახეები:




  • სოფლის მეურნეობის ( ბოსტნეული, ხილი, მარცვლეული )


  • კვების მრეწველობის ( პური, ხორცი, ღვინო, კონსერვები, ჩაი)


  • ტურიზმი

 


ვანის რაიონი საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდაბარეობს. ის ესაზღვრება წყალტუბოს, ბაღდათს, და გურიის მხარეს. მანძილი ქუთაისამდე – 41 კმ.; ყველაზე ახლო რკინიგზის სადგური – სამტრედია; აეროპორტი – კოპიტნარი.


 


რაიონის ტერიტორია შეადგენს 577, 4 კვ.კმ. მოსახლეობის რაოდენობა – 35 824. რაიონის ცენტრი – ქალაქი ვანი 5400 მოსახლეობით. არის აგრეთვე მრავლად დასახლებული სოფლები, სადაც 1-3 ათასი ადამიანი ცხოვრეობს (ბზვანი, ამაღლება, სულორი, გორაზეინდარი)


 


მთავარი მდინარეებია – რიონი, სულორი, ყუმირი, ფერეთა.


 


ნიადაგი არ მიეკუთვნება ნოყიერთა რიცხვს და ამდენად ნაკლებად პროდუქტულია. კლიმატი საშუალოდ სუბტროპიკულია, რაც ხშირად ცივში გადაიზრდება, ხოლო ზოგიერთ ადგილში კონტინენტალური – ალპიურში. ტერიტორიის 78% მთიანია, დანარჩენი კი დაბლობი.


 


სოფლის მეურნეობის პროდუქტებს შორის ძირითადია: სიმინდი, ბოსტნეული, ყურძენი, ხილი, ხორცი, რძე. ყოველწლიური კულტურები და ბოსტნეული იზრდება დაბლობზე, ხოლო ყურძენი, ხილი, დაფნა და ჩაი – მთიან ადგილებში.


 


ძირითადი საავტომობილო მაგისტრალები ბაღდათი-სამტრედია და ვანი-ქუთაისი საჭიროებენ კაპიტალურ შეკეთებას.


 ტერიტორიის 5% ტყეებს უჭირავთ (29,3 ათასი ჰა). რაიონი მდიდარია თერმული წყლებით. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკურორტო ზონები ამაღლება და სულორი. აქ ერთდროულად შესაძლებელია დაისვენოს 100-150 ადამიანმა. კურორტები ითხოვენ რეაბილიტაციას;

სოფელი საპრესია განთქმულია მინერელური წყლებით, უხითი კი – ქვის საბადოებით. ეს ქვები წარმოებაში არ გამოიყენებიან.

 რაიონის ცნობილი ადგილია ნაქალაქევი. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი იქნა ანტიკური ხანის ქალაქის ნივთები და საფლავები. ისინი ინახება სახელმწიფო მუზეუმში. ნიშანდობლივია ის, რომ ნაქალაქევი დაკავშირებულია მსოფლიოში ცნობილ არგონავტების მითთან.

 


იცით თუ არა თქვენ, რომ:



  • ვანის ძველი ქალაქი დაარსდა ბერძნულ ცივილიზაციამდე;

  • ვანი გახლავთ იაზონისა და არგონავტების შესახებ ბერძნული მითის  ისტორიული საფუძვლის ნაწილი.