მდებარეობა. ტერიტორია და საზღვრები

იმერეთი საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი ისტორიული, ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო რეგიონია. მისი ფართობი 6.6 ათასი კვადრატული კმ-ია(საქართველოს ტერიტორიის 11%), მოსახლეობა - 700 ათასი კაცი (საქართველოს მოსახლეობის 16%).
  იმერეთი იყოფა ორ ნაწილად: ზემო და ქვემო იმერეთად. იმერეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებს, რომ ამ მხარეში ადამიანს ცხოვრება, ჯერ კიდევ, ქვედა პალეოლითის ხანაში დაუწყია. მათ შორისაა საკაჟიის და ჭახათის (მდ. წყალწითელას ნაპირზე), დევისხვრელის (მდ. ჩხერიმელას ნაპირზე) გამოქვაბულები, სათაფლიის მიდამოები და სხვა. საქალაქო ცხოვრების უძველესი პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები ნაპოვნია ქუთაისში, ვანში, ვარციხეში (როდოპოლისი), შორაპანში და სხვა. მხარის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ამ ქალაქებს ოდითგანვე დიდი სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.
    იმერეთს გეოგრაფიულად ცენტრალური ადგილი უკავია საქართველოში. იგი კარგად გამოხატული ბუნებრივი საზღვრებითააა შემოფარგლული. ჩრდილოეთიდან მას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე ესაზღვრება (გამოყოფილია რაჭის ქედით), აღმოსავლეთიდან - შიდა ქართლი (გამოყოფილია ლიხის ქედით), სამხრეთიდან - სამცხე-ჯავახეთი (გამოყოფილია აჭარა-იმერეთის ხედით) და დასავლეთიდან გურია და სამეგრელო-ზედა სვანეთი (გამოყოფილია მდ. სუფსისა და მდ. ცხენისწყლით). იმერეთის მხარეში 12 ადმინისტრაციული ერთეულია - ხონის, თერჯოლის, ზესტაფონის, ბაღდათის, საჩხერის, ვანის, ხარაგაულის, სამტრედიის, ტყიბუის. ჭიათურის, წყალტუბოს რაიონი და ქალაქი ქუთაისი.

ხონის რაიონი

მოსახლეობა                                             32, 198


მთავარი ქალაქი (მოსახლეობით)            ხონი (11.324)


მთლიანი ტერიტორია                              428, 5 კმ.


მდებარეობა ზღვის დონიდან                    60-200 მ.


 






ეკონომიკის ძირითადი დარგები                        ვაჭრობა, ინდუსტრია


 


წარმოების ძირითადი მიმართულებანი და პროდუქციის დასახელება:



  • ჩაი

  • ქიმიური წარმოება ( პოლიეთილენის პარკები, მილები )

  •  ხის დამუშავება (დამზადება, ავეჯის წარმოება, პარკეტი)

  • ·ტექსტილის წარმოება (აბრეშუმის ძაფი)

 


ხონის რაიონი მდებარეობს იმერეთის ჩრდილო-დასავლეთით და ესაზღვრება სამეგრელოს. ტერიტორია უტოლდება 428, 5 კვ.კმ. უკანასკნელი აღრიცხვის მიხედვით მოსახლეობა უდრის 32 198-ს. რაიონის ცენტრი არის ქალაქი ხონი. ხონის მოსახლეობა უდრის 11 324-ს. ხონის გარდა რაიონს ეკუთვნის 39 სოფელი. რაიონის ძირითადი ტერიტორია წარმოადგენს  დაბლობს .აბსოლუტური სიმაღლე ზღვის დონიდან არის 60-200 მ.


 


ძირითადი მდინარეებია: ცხენისწყალი, გუბისწყალი, საწისქვილო, გორდისწყალი, სუხჩისწყალი, ზემო კუხი, შუა კუხი და მცირე უსახელო მდინარეები. დაბლობის ძირითადი ნიადაგი ალუვიალურია;  მდინერეების მიდამოებში – სუბტროპიკული. მთიან ადგილებში ნიადაგი ყვითელი და წითელია.


 


კლიმატი საშუალოდ სუბტროპიკულია. წლის საშუალო ტემპერატურა დაბლობში – 14,3 გრ. ცელსიუსით, იანვარში – 5 გრ., აგვისტოში – 23,4/23,6 გრ. ნალექების წლიური რაოდენობა – 4160-7109. ზამთარი ცივია და გაზაფხული ხანგრძლივი და გრილია შუა მთიან ზონაში. იქ წლის საშულო ტემპერატურაა 11,7 – 12,4 გრ. მთიან ტერიტორიას უჭირავს 27 577 ჰა; დაბლობს კი 15 276 ჰა.


 


სოფლის მეურნეობის ძირითადი პროდუქტებია:მარცვლეული, სიმინდი, ლობიო ბოსტნეული, ხილი,  ხორცი, რძე   


რაიონის ტერიტორიაზე არ არის რკინიგზა. ასევე არ არის სახელმწიფო მნიშვნელობის საავტომობილე გზა. ადგილობრივი გზების სიგრძე არის 162 კმ.


რაიონის ბუნებრივ რესურსებს  წარმოადგენენ  ქვის კარიერები და ტყეები.


 


იცით თუ არა თქვენ, რომ



  • ხონს აქვს შესანიშნავი კლიმატური და ნიადაგის პირობები ჩაის წარმოებისათვის