მდებარეობა. ტერიტორია და საზღვრები

იმერეთი საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი ისტორიული, ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო რეგიონია. მისი ფართობი 6.6 ათასი კვადრატული კმ-ია(საქართველოს ტერიტორიის 11%), მოსახლეობა - 700 ათასი კაცი (საქართველოს მოსახლეობის 16%).
  იმერეთი იყოფა ორ ნაწილად: ზემო და ქვემო იმერეთად. იმერეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებს, რომ ამ მხარეში ადამიანს ცხოვრება, ჯერ კიდევ, ქვედა პალეოლითის ხანაში დაუწყია. მათ შორისაა საკაჟიის და ჭახათის (მდ. წყალწითელას ნაპირზე), დევისხვრელის (მდ. ჩხერიმელას ნაპირზე) გამოქვაბულები, სათაფლიის მიდამოები და სხვა. საქალაქო ცხოვრების უძველესი პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები ნაპოვნია ქუთაისში, ვანში, ვარციხეში (როდოპოლისი), შორაპანში და სხვა. მხარის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ამ ქალაქებს ოდითგანვე დიდი სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.
    იმერეთს გეოგრაფიულად ცენტრალური ადგილი უკავია საქართველოში. იგი კარგად გამოხატული ბუნებრივი საზღვრებითააა შემოფარგლული. ჩრდილოეთიდან მას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე ესაზღვრება (გამოყოფილია რაჭის ქედით), აღმოსავლეთიდან - შიდა ქართლი (გამოყოფილია ლიხის ქედით), სამხრეთიდან - სამცხე-ჯავახეთი (გამოყოფილია აჭარა-იმერეთის ხედით) და დასავლეთიდან გურია და სამეგრელო-ზედა სვანეთი (გამოყოფილია მდ. სუფსისა და მდ. ცხენისწყლით). იმერეთის მხარეში 12 ადმინისტრაციული ერთეულია - ხონის, თერჯოლის, ზესტაფონის, ბაღდათის, საჩხერის, ვანის, ხარაგაულის, სამტრედიის, ტყიბუის. ჭიათურის, წყალტუბოს რაიონი და ქალაქი ქუთაისი.

ხარაგაულის რაიონი

მოსახლეობა                                                28, 490

ძირითადი ქალაქი (მოსახლეობით)            ხარაგაული (2,300)


მთლიანი ფართობი                                     914 კვ.კმ.


მდებარეობა ზღვის დონიდან                      285 – 2,642 (საშ.420 მ)


 






ძირითადი დარგები:                                  სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ვაჭრობა


 


მრეწველობის მიმართულებანი და პროდუქციის სახეები:


 



  • ხის წარმოება (სამშენებლოდ მასალები, ავეჯი)

  • კარიერები (მარმარილო, გრანიტი )

  • კვების მრეწველობა (ღვინო)

 


 


ხარაგულის რაიონი საქართველოს და კერძოდ იმერეთის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზი ადგილია. მთის ფერდობებზე გადაფენილი, მრავალი პატარა თუ დიდი მთის მდინარეებით უხვი ხარაგაულის რაიონი თვალწარმტაცი ხედებით იშლება მრავალი მოგზაურისა თუ ტურისტის თვალწინ.


 


ხარაგულს ეკუთვნის ასევე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული ტყე-პარკის მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც თავისი უნიკალური ფლორითა და ფაუნით მდიდარ ლანდშაფტს ქმნის. ხარაგაული მდიდარია ასევე მდინარეებით და შესაბამისად ჰიდრო რესურსებით, ყველაზე გრძელი მდინარე ძირულაა, რომელსაც უერთდება მარჯვენა მხრიდან: ხელმოსმულა, დუმალა, ვაშლეურა და მეჩხეთურა; ხოლო მარცხენა შენაკადებს კი წარმოადგენენ: ბორიმელა, რიკოთულა, გედსამანისწყალი, საკასრია და ღორეშისხევი. მთავარი მდინარე, რომელიც, აგრეთვე უერთდება ძირულას არის ჩხერიმელა.


 


კლიმატი ხარაგაულში სუბტროპიკულია. იქ, სადაც ზღვის დონიდან სიმაღლე 600 მეტრია, ზამთარი ზომიერად ცივია, ზაფხული შედარებით ცხელი და მშრალი. ზღვის დონესთან დამოკიდებულებაში საშუალო ტემპერატურა ზამთარში ვარირებს 3,2 დან 3,9 გრ.C, ზაფხულში   22,6 დან 15,6 მდე. წლიური ნალექიანობა – 1200-1800 მმ.


 


მთლიანი ტერიტორიის 180 კვ.კმ უჭირავს დაბლობს, ხოლო 733, 9 კვ.კმ. – მთიან ადგილებს.


 


რაიონის მთლიანი ტერიტორიის 1,5% სოფლის მეურნეობას ეკითვნის. 70, 9% უჭირავს საძოვრებს, ხვნა-თესვისათვის განკუთვნილია 29,1 % (წლიურ ნათესებს უჭირავთ 22,5% , მუდმივ ნარგავებს – 22,5%) სოფლის მეურნეობის დარგებს შორის განსაკუთრებით განვითარებულია მეცხოველეობა და მეფუტკრეობა, რისთვისაც შექმნილია ხელსაყრელი ბუნებრივი პირობები. მეფუტკრეობის მხრივ ხარაგაული წამყვანი რაიონია საქართველოში.


 


რაიონი დაკავშირებულია საქართველოს საავტომობილო და სარკინიგზო  მთავარი მაგისტრალებთან. ის აკავშირებს საქართველოს დასავლეთ და აღმოსავლეთ მხარეებს წიფის გვირაბით (3910 მ.) და ხანდების გვირაბით (740 მ.).


 


ბუნებრივი რესურსების კარიერებზე  მოიპოვება მარმარილო (მოლითი, მარგლისი), მოსაპირკეთებელი მასალა (წიფა), სამშენებლო ქვები (ხანდები, ამაშუკეთი), კვარცის მიწა (კროლი), თერმიული წყლები (ნუნისი) და მინერალური წყლები (ზვარე)


 


რაიონის უპირველეს სიმდიდრეს ტყე წარმოადგენს. მას ტერიტორიის 2/3 (68,2%-ზე მეტი) უჭირავს -  დაახლოვებით 650 კვ.კმ.


 


აღსანიშნავია ხარაგაული-ბორჯომის ეროვნული ტყე-პარკი. მისი ფართობი 230კვ.კმ. პარკი მდებარეობს საქართველოს ცენტრალურ ნაწილში. ტურისტებს აქვთ შესაძლებლობა  დაისვენონ და ისიამოვნონ  ველური ბუნების საოცრებებით. ამისათვის მათ შესთავაზებენ 3 მარშრუტს. კვებისა და ხის წარმოებები წამყვანი იყვნენ 1990 წლიდან. მათი უმრავლესობა თავმოყრილი იყო ქ.ხარაგაულში. აქ იყო აგრეთვე ღვინის, რძის და ხის გადამუშავების კომბინატები. აქვე ფუნქციონირებდა ავეჯის კომბინატიც. რაიონში ვითარდებოდა სამთო წარმოება. მაგრამ 2002 წლისათვის ამ საწარმოთა პოტენციალი შემცირდა. დღეს 40 საწარმოდან მხოლოდ 4 ფუნქციონირებს


 


იცით თუ არა თქვენ, რომ:


 




  • ხარაგაულში ნაპოვნი ბრინჯაოს ხანის ხელოვნების ნიმუშები ინახება სანკტ-პეტერბურგის ცნობილ მუზეუმში “ერმიტაჟი” ;


  • საქართველოში ხარაგაული ითვლება  ყველაზე დიდ და მდიდარ რაიონად ხის რესურსების მხრივ;

  • ბორჯომ – ხარაგაულის  ტყეპარკი მთელ მცირე კავკასიაში იცავს  და ინარჩუნებს ფლორისა და ფაუნის უნიკალურ ნიმუშებს.