მდებარეობა. ტერიტორია და საზღვრები

იმერეთი საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი ისტორიული, ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო რეგიონია. მისი ფართობი 6.6 ათასი კვადრატული კმ-ია(საქართველოს ტერიტორიის 11%), მოსახლეობა - 700 ათასი კაცი (საქართველოს მოსახლეობის 16%).
  იმერეთი იყოფა ორ ნაწილად: ზემო და ქვემო იმერეთად. იმერეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებს, რომ ამ მხარეში ადამიანს ცხოვრება, ჯერ კიდევ, ქვედა პალეოლითის ხანაში დაუწყია. მათ შორისაა საკაჟიის და ჭახათის (მდ. წყალწითელას ნაპირზე), დევისხვრელის (მდ. ჩხერიმელას ნაპირზე) გამოქვაბულები, სათაფლიის მიდამოები და სხვა. საქალაქო ცხოვრების უძველესი პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები ნაპოვნია ქუთაისში, ვანში, ვარციხეში (როდოპოლისი), შორაპანში და სხვა. მხარის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ამ ქალაქებს ოდითგანვე დიდი სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.
    იმერეთს გეოგრაფიულად ცენტრალური ადგილი უკავია საქართველოში. იგი კარგად გამოხატული ბუნებრივი საზღვრებითააა შემოფარგლული. ჩრდილოეთიდან მას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე ესაზღვრება (გამოყოფილია რაჭის ქედით), აღმოსავლეთიდან - შიდა ქართლი (გამოყოფილია ლიხის ქედით), სამხრეთიდან - სამცხე-ჯავახეთი (გამოყოფილია აჭარა-იმერეთის ხედით) და დასავლეთიდან გურია და სამეგრელო-ზედა სვანეთი (გამოყოფილია მდ. სუფსისა და მდ. ცხენისწყლით). იმერეთის მხარეში 12 ადმინისტრაციული ერთეულია - ხონის, თერჯოლის, ზესტაფონის, ბაღდათის, საჩხერის, ვანის, ხარაგაულის, სამტრედიის, ტყიბუის. ჭიათურის, წყალტუბოს რაიონი და ქალაქი ქუთაისი.

საჩხერის რაიონი

მოსახლეობა                                           47, 030


     ძირითადი ქალაქი (მოსახლეობით)       საჩხერე (8,000)


     მთლიანი ფართობი                                788, 5 კვ. კმ


     მდებარეობა ზღვის დონიდან                 450 – 2200 მ.( საშ.1325 მ.)


 


 






ძირითადი დარგები:   სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა


 


მრეწველობის ძირითადი დარგები და პროდუქცია:



  • სოფლის მეურნეობა და კვების მრეწველობა ( ღვინო, მარცვლეული, მესაქონლეობა)

  •  ხის დამზადება

 


საჩხერის რაიონი მდებარეობს მდებარეობს მდინარე ძირულას ხეობაში, ადმინისტრაციული ცენტრი ქ. საჩხერე. ჩრდილოეთით ესაზღვრება ონისა და ამბროლაურის რაიონებს, აღმოსავლეთით – ხაშურს, სამხრეთით – ხარაგაულს, ხოლო დასავლეთით – ჭიათურას. მთლიანი არეალი – 768, 5 კვ.კმ. 2002 წლის აღრიცხვის მიხედვით მოსახლეობის რაოდენობა საჩხერეში არის 8000, მთლიანად რაიონში კი 475 88.


 


ზღვის დონიდან რაიონი მდებარეობს 340–500 მ.სიმაღლეზე და თბილისიდან დაცილებულია 240 კმ. (რკინიგზით).


 


კლიმატი ტენიანი და სუბტროპიკულია. ზამთარი შედარებით ცივია და ზაფხული – მშრალი და ცხელი. საშუალო ტემპერატურა ცელსიუსით უდრის 13,5 გრ.; იანვარში – 2, 5გრ; ივლისში 23, 5 გრ; აბსოლუტური მინიმუმი  -9გრ; მაქსიმუმი +42 გრ. ნალექების წლიური მაჩვენებელი – 1200 მგ.


 


 


იცით თუ არა თქვენ, რომ:


 



  •  საჩხერის რაიონის  კვარცის ქვიშა ცნობილია თავისი საუკეთესო მახასიათებლებით მინის წარმოებისათვის