მდებარეობა. ტერიტორია და საზღვრები

იმერეთი საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი ისტორიული, ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო რეგიონია. მისი ფართობი 6.6 ათასი კვადრატული კმ-ია(საქართველოს ტერიტორიის 11%), მოსახლეობა - 700 ათასი კაცი (საქართველოს მოსახლეობის 16%).
  იმერეთი იყოფა ორ ნაწილად: ზემო და ქვემო იმერეთად. იმერეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებს, რომ ამ მხარეში ადამიანს ცხოვრება, ჯერ კიდევ, ქვედა პალეოლითის ხანაში დაუწყია. მათ შორისაა საკაჟიის და ჭახათის (მდ. წყალწითელას ნაპირზე), დევისხვრელის (მდ. ჩხერიმელას ნაპირზე) გამოქვაბულები, სათაფლიის მიდამოები და სხვა. საქალაქო ცხოვრების უძველესი პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები ნაპოვნია ქუთაისში, ვანში, ვარციხეში (როდოპოლისი), შორაპანში და სხვა. მხარის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ამ ქალაქებს ოდითგანვე დიდი სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.
    იმერეთს გეოგრაფიულად ცენტრალური ადგილი უკავია საქართველოში. იგი კარგად გამოხატული ბუნებრივი საზღვრებითააა შემოფარგლული. ჩრდილოეთიდან მას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე ესაზღვრება (გამოყოფილია რაჭის ქედით), აღმოსავლეთიდან - შიდა ქართლი (გამოყოფილია ლიხის ქედით), სამხრეთიდან - სამცხე-ჯავახეთი (გამოყოფილია აჭარა-იმერეთის ხედით) და დასავლეთიდან გურია და სამეგრელო-ზედა სვანეთი (გამოყოფილია მდ. სუფსისა და მდ. ცხენისწყლით). იმერეთის მხარეში 12 ადმინისტრაციული ერთეულია - ხონის, თერჯოლის, ზესტაფონის, ბაღდათის, საჩხერის, ვანის, ხარაგაულის, სამტრედიის, ტყიბუის. ჭიათურის, წყალტუბოს რაიონი და ქალაქი ქუთაისი.

ტყიბულის რაიონი

მოსახლეობა                                            31, 400


ძირითადი ქალაქი (მოსახლეობით)        ტყიბული ( 4, 200)


მთლიანი ფართობი                                 478,2 კვ.კმ.


მდებარეობა ზღვის დონიდან                   250-1.500 მ.(საშ. 750 მ.)


 


                            





                             


ეკონომიკის ძირითადი დარგები:                       მაღაროები, მრეწველობა, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა


 


 მრეწველობის მიმართულებანი და პროდუქციის სახეები:


 




  • მაღაროები და კარიერები (ქვანახშირი, გრანიტი)


  • ელექტროენერგია


  • კვების მრეწველობა (ჩაი, ხილი)

ტყიბულის რაიონი მდებარეობს იმერეთის ჩრდილოეთ ნაწილში და წარმოადგენს საზღვარს რაჭა-ლეჩხუმს და იმერეთს  შორის. მთლიანი ტერიტორია უდრის 478, 2 კვ.კმ. ბოლო აღრიცხვის მიხედვით მოსახლეობის რაოდანობაა–31 400. რაიონული ცენრტრია ქ. ტყიბული 14 200 მაცხოვრებლით. ტყიბულის რაიონს ეკუთვნის 54 სოფელი.


 


ტერიტორია ძირითადად დაფარულია გორაკებითა და მთებით (700-800 მეტრი). მათ შემადგენლობაშია 1570 მ. სიმაღლის ნაქერალას მთა. მთიან ადგილებს უჭირავთ 28 200 ჰა მიწისა, დაბლობს კი – 19780 ჰა. მთავარი მდინარეებია წყალწითელა და ტყიბულა.


 


რაიონში ნიადაგი ძირითადად არის კარბონატული, ალაო და ტორფიანი. უკიდურეს გადახრებსა და ქვიან ადგილებს თითქმის ვერ შეხვდებით. კლიმატი სუბტროპიკულია. საშუალო წლიური ტემპერატურა არის 12,2 გრ.C. იანვარში -   2, 6 გრ., ივლისში კი 21 გრ. ნალექების რაოდენობა 1900 – 2100 მმ. ხშირია ჩრდილოეთ - აღმოსავლეთის ქარები, გამოწვეული თოვლის ადრეული დნობით გაზაფხულზე და გვალვით ზაფხულში. ტყიბული განსხვავდება სხვა რაიონებისაგან წვიმიანი და თოვლიანი დღეების დიდი რაოდენობის.


 


კომუნიკაციები: რკინიგზა: ქუთაისი – ტყიბული(34კმ)


 


ტყიბულის მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, რომელთა შორის აღსანიშნავია: ქვანახშირი, გრანიტი, ბარიტი, კაოლინი, გიშერი, დოლომიტი, წისქვილის ქვა და სამშენებლო ქვა, თაბაშირი, კვარცის სილა, მარმარილო.


ტყით დაფარულია 28,000 ჰა მიწისა.


 


ტყიბულის ეკონომიკა ძირითადად კონცენტრირებული იყო ნახშირის მოპოვებაზე, მაგრამ 1990 წლის შემდეგ  მრეწველობის ეს დარგი სტაგნაციას განიცდის. წარმოების ძირითადი მიმართულებებია: პურის წარმოება, გრანიტის წარმოება, ნახშირის მოპოვება.


 


იცით თუ არა თქვენ, რომ:


 




  • ტყიბულის ნახშირი მარაგი 96 მლნ.ტონას აღწევს;


  • ტყიბულის გრანიტის მარაგი უდრის 1, 5 მლნ.კუბ.მეტრს.


  • გელათის  მონასტერი იყო საქართველოს პირველი ძეგლი, რომელიც  იუნესკოს მიერ შეტანილი იქნა მსოფლიო კულტურის საგანძურში.