მდებარეობა. ტერიტორია და საზღვრები

იმერეთი საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი ისტორიული, ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო რეგიონია. მისი ფართობი 6.6 ათასი კვადრატული კმ-ია(საქართველოს ტერიტორიის 11%), მოსახლეობა - 700 ათასი კაცი (საქართველოს მოსახლეობის 16%).
  იმერეთი იყოფა ორ ნაწილად: ზემო და ქვემო იმერეთად. იმერეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებს, რომ ამ მხარეში ადამიანს ცხოვრება, ჯერ კიდევ, ქვედა პალეოლითის ხანაში დაუწყია. მათ შორისაა საკაჟიის და ჭახათის (მდ. წყალწითელას ნაპირზე), დევისხვრელის (მდ. ჩხერიმელას ნაპირზე) გამოქვაბულები, სათაფლიის მიდამოები და სხვა. საქალაქო ცხოვრების უძველესი პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები ნაპოვნია ქუთაისში, ვანში, ვარციხეში (როდოპოლისი), შორაპანში და სხვა. მხარის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ამ ქალაქებს ოდითგანვე დიდი სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.
    იმერეთს გეოგრაფიულად ცენტრალური ადგილი უკავია საქართველოში. იგი კარგად გამოხატული ბუნებრივი საზღვრებითააა შემოფარგლული. ჩრდილოეთიდან მას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე ესაზღვრება (გამოყოფილია რაჭის ქედით), აღმოსავლეთიდან - შიდა ქართლი (გამოყოფილია ლიხის ქედით), სამხრეთიდან - სამცხე-ჯავახეთი (გამოყოფილია აჭარა-იმერეთის ხედით) და დასავლეთიდან გურია და სამეგრელო-ზედა სვანეთი (გამოყოფილია მდ. სუფსისა და მდ. ცხენისწყლით). იმერეთის მხარეში 12 ადმინისტრაციული ერთეულია - ხონის, თერჯოლის, ზესტაფონის, ბაღდათის, საჩხერის, ვანის, ხარაგაულის, სამტრედიის, ტყიბუის. ჭიათურის, წყალტუბოს რაიონი და ქალაქი ქუთაისი.

ზოგადი ცნობები სამტრედიის რაიონის შესახებ


მოსახლეობა 60 089

მთავარი ქალაქი სამტრედია (29 694)

მთლიანი ტერიტორია 360 კვ.კმ.

მდებარეობა ზღვის დონიდან 20-750მ (საშ.110მ)

 

 

 

 

ეკონომიკის ძირითადი მიმართულებანი: სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა, მრეწველობა. 

 

ეკონომიკის მთავარი დარგები და გამოშვებული პროდუქცია:

 
სოფლის მეურნეობა (ბოსტნეული, ხილი, ჩაი, მარცვლეული, მესაქონლეობა)
კვების მრეწველობა (ჩაი, ორცეული, პური, რძე, უალკოჰოლო სასმელები)
ხე-ტყის წარმოება 

  

  სამტრედიის რაიონი მდებარეობს იმერეთის რეგიონის დასვლეთ ნაწილში ესაზღვრება სამეგრელოს და გურიის მხარეებს. სამტრედიის რაიონის მიერ დაკავებული ტერიტორიაა 364,1 კმ2 უკანასკნელი მონაცემების მიხედვით რაიონის მოსახლეობა შეადგენს 60,089 ადამიანს. სამტრედია არის რაიონული ცენტრი, რომლის მოსახლეობა 29694 ადამიანი.

მთლიანად რაიონი შეიცავს 1 დაბას (კულაში) და 48 სოფელს.

 

  ჩრდილოეთ და შუა რიონის ნაწილები (20-27მ) არის უმაღლესი წერტილი ზღვის ზონიდან. არის მთები: ზანდო 577მ და ბუმათი (498მ), მთებს უკავია რიონის 63 კმ2 , ბარს 301 კმ2; 

 

  კლიმატი ნესტიანი, ზამთარი მოკლეა, თბილი და წვიმიანი, ზაფხული ხანგრძლივია, ნესტიანი და საკმაოდ ცხელი; საშუალო ტემპერატურა 14 გრადუსი ცელისიუსით; ზამთრის მაქსიმალური ტემპერატურაა 4.5; აგვისტოში 25.5; ნალექი 1550-1600 მგ/წ; 

 

  რაიონი მდიდარია ჰიდრო რესურსებით, მთავარი მდინარე არის რიონი, სხვა მდინარეებიდან აღსანიშნავია: ცხენისწყალი, გუბისწყალი, ჭოგნარა, ხევის წყალი და სხვა; რიონს ახასიათებს ნესტიანობა, მთავარი გზებია სახელმწიფო მნიშვნელობის 35 კმ-იანი მონაკვეთი; ადგილობრივი გზების სიგრძეა 168 კმ. 

 

  სამტრედია არსი სარკინიგზო მაგისტრალების გადაკვეთის წერტილი, აქ გადის 42 კმ-იანი სარკინიგზო მაგისტრალი, რომელიც ერთთმანეთთან საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებს აკავშირებს

 

იცით თუ არა რომ:

 
სამტრედიაში მდებარეობს ერთერთი უმნიშვნელოვანესი სარკინიგზო კვანძი და სატრანზიტო წერტილი მთელ კავკასიაში 
სამტრედია 10 კმ-ით არის დაშორებული კოპიტნარის საერთაშორისო აეროპორტიდან