მდებარეობა. ტერიტორია და საზღვრები

იმერეთი საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი ისტორიული, ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო რეგიონია. მისი ფართობი 6.6 ათასი კვადრატული კმ-ია(საქართველოს ტერიტორიის 11%), მოსახლეობა - 700 ათასი კაცი (საქართველოს მოსახლეობის 16%).
  იმერეთი იყოფა ორ ნაწილად: ზემო და ქვემო იმერეთად. იმერეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებს, რომ ამ მხარეში ადამიანს ცხოვრება, ჯერ კიდევ, ქვედა პალეოლითის ხანაში დაუწყია. მათ შორისაა საკაჟიის და ჭახათის (მდ. წყალწითელას ნაპირზე), დევისხვრელის (მდ. ჩხერიმელას ნაპირზე) გამოქვაბულები, სათაფლიის მიდამოები და სხვა. საქალაქო ცხოვრების უძველესი პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები ნაპოვნია ქუთაისში, ვანში, ვარციხეში (როდოპოლისი), შორაპანში და სხვა. მხარის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ამ ქალაქებს ოდითგანვე დიდი სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.
    იმერეთს გეოგრაფიულად ცენტრალური ადგილი უკავია საქართველოში. იგი კარგად გამოხატული ბუნებრივი საზღვრებითააა შემოფარგლული. ჩრდილოეთიდან მას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე ესაზღვრება (გამოყოფილია რაჭის ქედით), აღმოსავლეთიდან - შიდა ქართლი (გამოყოფილია ლიხის ქედით), სამხრეთიდან - სამცხე-ჯავახეთი (გამოყოფილია აჭარა-იმერეთის ხედით) და დასავლეთიდან გურია და სამეგრელო-ზედა სვანეთი (გამოყოფილია მდ. სუფსისა და მდ. ცხენისწყლით). იმერეთის მხარეში 12 ადმინისტრაციული ერთეულია - ხონის, თერჯოლის, ზესტაფონის, ბაღდათის, საჩხერის, ვანის, ხარაგაულის, სამტრედიის, ტყიბუის. ჭიათურის, წყალტუბოს რაიონი და ქალაქი ქუთაისი.

ზოგადი ცნობები ბაღდათის რაიონის შესახებ


მოსახლეობა 29, 473 

მთავარი ქალაქი (მოსახლეობით) ბაღდათი (4,471)

მთლიანი ფართობი 815 კვ.კმ.

მდებარეობა ზღვის დონიდან 100 – 3000 მ.

 

 

 

ძირითადი ეკონომიკური დარგები: სოფლის მეურნეობა, მომსახურება, ტურიზმი, მრეწველობა

 

წამყვანი სამრეწველო დარგები და პროდუქცია:
სოფლის მეურნეობა ( ხორბალი, ბოსტნეული, ხილი) 
კვების მრეწველობა (ღვინო, სპირტი, მინერალური წყალი, კონსერვები, ხორცის პროდუქტები) 
 ხე-ტყის დამზადება (სამშენებლო მასალებისათვის, ავეჯისათვის)

ქართულ ენაზე ბაღდათი ბაღის ადგილს ნიშნავს, რასაც ნათლად ცხადყოფს რაიონის ჩრდილოეთი ნაწილი. ბაღდათის რაიონი მდებარეობს მდინარე ხანისწყლის ხეობაში. ის ქუთაისის, ზესტაფონის, ვანისა და აბასთუმანისაკენ მიმავალი საავტომობილო გზების შუაგულშია განთავსებული. ქალაქი ზღვის დონიდან 232 კმ. სიმაღლეზე მდებარეობს. უახლოესი სარკინიგზო სადგურისაგან 19 კილომეტრით არის დაშორებული. 2002 წლის მოსახლეობის აღრიცხვის მიხედვით თავად ბარღდათში 4 471 მოსახლეა, ხოლო მთლიანად რაიონში კი 29 473 ადამიანი ცხოვრობს. კლიმატი ნესტიანი და სუბტროპიკულია. ზამთარი საშუალოდ ცივია, ხოლო ზაფხული საკმაოდ ცხელი. წლის საშუალო ტემპერატურა +14 გრადუსია ცელსიუსით, შესაბამისად იანვარში +4,4 გრადუსია, ივლისში კი +23 გრადუსი. აბსოლუტური მინიმუმი -8 გრადუსი; აბსოლუტური მაქსიმუმი +42 გრადუსი. წლიური ნალექიანობა ( წვიმა და თოვლი) – 1500 მგ.

 

ხელსაყრელი კლიმატური პირობები და მცირე კავკასიის მთების მისადგომების ნოყიერი მიწა საშუალებას იძლევა ყურძნისა და სხვა სახის ხილ-ბოსტნეული კულტურების კულტივაციისათვის. რამდენიმე ფერმა სპეციალიზირებულია ყვავილების გაშენებასა და დაზადებაზე, როგორც ადგილობრივი, ასევე დსთ-ს ქვეყნების ბაზრებისათვის. 

 

ყოფილ საბჭოთა კავშირის პერიოდში მეტად ცნობილი გახლდათ ვარციხის კონიაკი და საირმის მინერალური წყალი. რაიონის მრეწველობამ დიდი ზარალი განიცადა თავისი ტრადიციული საექსპორტო ბაზრის დაკარგვით, მაგრამ ამჟამად ინტენსიურად მიმდინარეობს აღდგენითი პროცესები. რუსეთ-გერმანიის ერთობლივი ინვესტიციაზე დაყრდნობით 1998 წლის აგვისტოში შესაძლებელი გახდა საირმის მინერალური წყლის საბადოებისა და მინის ტარის ქარხნის აღდგენა. 

 

რაიონის სამხრეთ არეალის ორი მესამედი უჭირავს მცირე კავკასიის მთების რიგს. მჭიდრო ტყეებით დაფარული მთები ქვემოდან ზემოთ, თითქმის 3000 მ. სიმაღლისაკენ მიემართებიან და ქმნიან უნიკალურ ალპიურ პანორამას. ძვირფასი ხის ჯიშები, როგორც მუხა, კაკალი, კოპიტი, თხმელა და სხვა ფართოდ გამოიყენება მრეწველობის სხვადასხვა დარგებისათვის. ნაწარმი იგზავნება როგორც დსთ-ს ისე ევროპის კავშირის ქვეყნებში, თურქეთსა და რუსეთში. ხის რესურსების სიუხვე იძლევა საშუალებას ტყის დაღარიბების რისკის გარეშე გაფართოვდეს ამ პროდუქციის წარმოება.

 

მცირე კავკასიის მდიდარი კარიერები იძლევა შესაძლებლობას დამუშავდეს ისეთი ძვირფასი ქვის ჯიშები, როგორც ტუფი, გრანიტი, მარმარილო. აღნიშნული წარმოებებიც ელიან ინვესტიციებს საჭიროებენ საკმაოდ ფართო ინვესტიციებს.

 

მცირე კავკასიის გულში მდებარეობს მინერალური წყლების კურორტი საირმე, რომელსაც საშუალება აქვს ყოველწლიურად მიიღოს 150,000 დამსვენებელი. 1998 წლის აგვისტოში, პირველად 1991 წლის შემდეგ კურორტი კვლავ ბოლომდე შეივსო დამსვენებლებით. საირმესთან ახლომდებარე, შედარებით მცირე საკურორტო ადგილებიც ასევე განიცდიან ინვესტიციების დეფიციტს. 

 

საირმე ითვლება იდეალურ ბაზად მცირე კავკასიონის უმაღლესი წერტილებზე მდებარე ალპიური ზონების მოსანახულებლად, რომლებიც სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უკავშირდებიან ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ ტყე-პარკს. რაიონის ბუნებრივი სილამაზე და მრავალი ეკლესია-მონასტრები ქმნიან იდეალურ კერას ტურიზმის განვითარებისათვის.

 

იცით თუ არა თქვენ, რომ :
ბაღდათის ტერიტორიის 67, 5% ტყით არის დაფარული;
ყოფილ საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვარციხის კონიაკის ქარხანა ბაღდათის რაიონს ეკუთვნის;
ცნობილ საირმის აგარაკზე ყოველწლიურად 150,000 ტურისტი ისვენებს;
საირმის მინარალური წყლის 80% ექპორტისათვის არის განკუთვნილი