მდებარეობა. ტერიტორია და საზღვრები

იმერეთი საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი ისტორიული, ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო რეგიონია. მისი ფართობი 6.6 ათასი კვადრატული კმ-ია(საქართველოს ტერიტორიის 11%), მოსახლეობა - 700 ათასი კაცი (საქართველოს მოსახლეობის 16%).
  იმერეთი იყოფა ორ ნაწილად: ზემო და ქვემო იმერეთად. იმერეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებს, რომ ამ მხარეში ადამიანს ცხოვრება, ჯერ კიდევ, ქვედა პალეოლითის ხანაში დაუწყია. მათ შორისაა საკაჟიის და ჭახათის (მდ. წყალწითელას ნაპირზე), დევისხვრელის (მდ. ჩხერიმელას ნაპირზე) გამოქვაბულები, სათაფლიის მიდამოები და სხვა. საქალაქო ცხოვრების უძველესი პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები ნაპოვნია ქუთაისში, ვანში, ვარციხეში (როდოპოლისი), შორაპანში და სხვა. მხარის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ამ ქალაქებს ოდითგანვე დიდი სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.
    იმერეთს გეოგრაფიულად ცენტრალური ადგილი უკავია საქართველოში. იგი კარგად გამოხატული ბუნებრივი საზღვრებითააა შემოფარგლული. ჩრდილოეთიდან მას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე ესაზღვრება (გამოყოფილია რაჭის ქედით), აღმოსავლეთიდან - შიდა ქართლი (გამოყოფილია ლიხის ქედით), სამხრეთიდან - სამცხე-ჯავახეთი (გამოყოფილია აჭარა-იმერეთის ხედით) და დასავლეთიდან გურია და სამეგრელო-ზედა სვანეთი (გამოყოფილია მდ. სუფსისა და მდ. ცხენისწყლით). იმერეთის მხარეში 12 ადმინისტრაციული ერთეულია - ხონის, თერჯოლის, ზესტაფონის, ბაღდათის, საჩხერის, ვანის, ხარაგაულის, სამტრედიის, ტყიბუის. ჭიათურის, წყალტუბოს რაიონი და ქალაქი ქუთაისი.

ზესტაფონის რაიონი

- მდ.ყვირილას კალაპოტში ქვიშა-ხრეშის გამოვლინება.

- სოფ.ზედა საქარას გრანიტების გამოვლინება.

- შროშა-საზანოს პეგმატიტების გამოვლინება.

- მდინარე ყვირილას ხეობის ინერტული მასალის გამოვლინება.

- სვირის მარმარილოსებური კირქვის დეკორატ.ღორღი საბადო-მარაგი-534 ათასი მ3.

- საქასრიას მარმარილოსებური კირქვის მოსაპირკეთებლად და ღორღად საბადო -3ბ2 მილ.მ3

- «საკაპრიას» და წიფლავაკის მარმარილოსებური კირქვის გამოვლინებები.

- არგვეთის სააგურე თიხის საბადო მარაგი - 160 ათასი მ3.

- ბოსლევის სააგურე თიხის საბადო მარაგი - 870 ათასი მ3.

- აჯამეთის სპონგოლითის საბადო მარაგი - 16ბ0 მილ.მ3

- შროშის ცეცხლგამძლე თიხების დიდი მოცულობის გამოვლინება - მარაგი პროგნოზით 1 მილ.ტ.

- «ნიჩაბას» გრანიტების გამოვლინება.