მდებარეობა. ტერიტორია და საზღვრები

იმერეთი საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი ისტორიული, ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო რეგიონია. მისი ფართობი 6.6 ათასი კვადრატული კმ-ია(საქართველოს ტერიტორიის 11%), მოსახლეობა - 700 ათასი კაცი (საქართველოს მოსახლეობის 16%).
  იმერეთი იყოფა ორ ნაწილად: ზემო და ქვემო იმერეთად. იმერეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებს, რომ ამ მხარეში ადამიანს ცხოვრება, ჯერ კიდევ, ქვედა პალეოლითის ხანაში დაუწყია. მათ შორისაა საკაჟიის და ჭახათის (მდ. წყალწითელას ნაპირზე), დევისხვრელის (მდ. ჩხერიმელას ნაპირზე) გამოქვაბულები, სათაფლიის მიდამოები და სხვა. საქალაქო ცხოვრების უძველესი პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები ნაპოვნია ქუთაისში, ვანში, ვარციხეში (როდოპოლისი), შორაპანში და სხვა. მხარის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ამ ქალაქებს ოდითგანვე დიდი სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.
    იმერეთს გეოგრაფიულად ცენტრალური ადგილი უკავია საქართველოში. იგი კარგად გამოხატული ბუნებრივი საზღვრებითააა შემოფარგლული. ჩრდილოეთიდან მას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე ესაზღვრება (გამოყოფილია რაჭის ქედით), აღმოსავლეთიდან - შიდა ქართლი (გამოყოფილია ლიხის ქედით), სამხრეთიდან - სამცხე-ჯავახეთი (გამოყოფილია აჭარა-იმერეთის ხედით) და დასავლეთიდან გურია და სამეგრელო-ზედა სვანეთი (გამოყოფილია მდ. სუფსისა და მდ. ცხენისწყლით). იმერეთის მხარეში 12 ადმინისტრაციული ერთეულია - ხონის, თერჯოლის, ზესტაფონის, ბაღდათის, საჩხერის, ვანის, ხარაგაულის, სამტრედიის, ტყიბუის. ჭიათურის, წყალტუბოს რაიონი და ქალაქი ქუთაისი.

მოსახლეობა და დასაქმება

მოსახლეობის რიცხოვნობა 1/01-2006 წ. – 700,1 ათ. კაცი:
მათ შორის: ქალაქის – 327,1 ათ. კაცი; სოფლის – 373 ათ. კაცი;
მოსახლეობის სიმჭიდროვე 1/01-2006 წ. – 107 კაცი/კმ2
მოსახლეობის მთლიანი რაოდენობიდან:
სულ დასაქმებულია – 362,4 ათ. კაცი
მ.შ. დასაქმებულია ეკონომიკაში – 123,2 ათ. კაცი∗
უმუშევართა რიცხოვნობა – 41,8 ათ. კაცი
მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა:
ქართველი – 689924;
აფხაზი – 388;
ოსი – 639;
სომეხი – 1890;
რუსი – 4924;
აზერბაიჯანელი – 274;
ბერძენი – 242;
უკრაინელი – 636
იეზიდი – 56.
მოსახლეობის რიცხოვნობა მსხვილ დასახლებებში:
ქ. ქუთაისი – 190.1 ათ. კაცი;
ქ. სამტრედია – 29.9 ათ. კაცი;
ქ. ზესტაფონი – 24.3 ათ. კაცი;
ქ. წყალტუბო – 17.0 ათ. კაცი;
ქ. ტყიბული – 14.1 ათ. კაცი;
ქ. ჭიათურა – 13.5 ათ. კაცი;
ქ. ხონი – 11.1 ათ. კაცი;
ქ. საჩხერე – 6.5 ათ. კაცი;
ქ. თერჯოლა – 5.7 ათ. კაცი;
ქ. ბაღდათი – 4.7 ათ. კაცი;
ქ. ვანი – 4.5 ათ. კაცი;
დაბა ხარაგაული – 2.4 ათ. კაცი;
დაბა კულაში – 1.8 ათ. კაცი;
დაბა შორაპანი – 1.5 ათ. კაცი.