მდებარეობა. ტერიტორია და საზღვრები

იმერეთი საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი ისტორიული, ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო რეგიონია. მისი ფართობი 6.6 ათასი კვადრატული კმ-ია(საქართველოს ტერიტორიის 11%), მოსახლეობა - 700 ათასი კაცი (საქართველოს მოსახლეობის 16%).
  იმერეთი იყოფა ორ ნაწილად: ზემო და ქვემო იმერეთად. იმერეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებს, რომ ამ მხარეში ადამიანს ცხოვრება, ჯერ კიდევ, ქვედა პალეოლითის ხანაში დაუწყია. მათ შორისაა საკაჟიის და ჭახათის (მდ. წყალწითელას ნაპირზე), დევისხვრელის (მდ. ჩხერიმელას ნაპირზე) გამოქვაბულები, სათაფლიის მიდამოები და სხვა. საქალაქო ცხოვრების უძველესი პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები ნაპოვნია ქუთაისში, ვანში, ვარციხეში (როდოპოლისი), შორაპანში და სხვა. მხარის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ამ ქალაქებს ოდითგანვე დიდი სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.
    იმერეთს გეოგრაფიულად ცენტრალური ადგილი უკავია საქართველოში. იგი კარგად გამოხატული ბუნებრივი საზღვრებითააა შემოფარგლული. ჩრდილოეთიდან მას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე ესაზღვრება (გამოყოფილია რაჭის ქედით), აღმოსავლეთიდან - შიდა ქართლი (გამოყოფილია ლიხის ქედით), სამხრეთიდან - სამცხე-ჯავახეთი (გამოყოფილია აჭარა-იმერეთის ხედით) და დასავლეთიდან გურია და სამეგრელო-ზედა სვანეთი (გამოყოფილია მდ. სუფსისა და მდ. ცხენისწყლით). იმერეთის მხარეში 12 ადმინისტრაციული ერთეულია - ხონის, თერჯოლის, ზესტაფონის, ბაღდათის, საჩხერის, ვანის, ხარაგაულის, სამტრედიის, ტყიბუის. ჭიათურის, წყალტუბოს რაიონი და ქალაქი ქუთაისი.

ჭიათურის რაიონი

მოსახლეობა                                                             56.430

მთავარი ქალაქი (მოსახლეობით)                            ჭიათურა (29,000)


მთლიანი ფართობი                                                   542, 5 კვ.კმ.


მდებარეობა ზღვის დონიდან                                    200–900 მ.(საშუალოდ 300 მ.)


 







მრეწველობის ძირითადი დარგი                              მაღარო, ვაჭრობა, ტრანსპორტი


 


წარმოების  ძირითადი მიმართულებები და პროდუქციის დასახელება:



  • მაღარო (მანგანუმის მჟავა)

  • კარიერები (წითელი მარმარილო, კვარცის ქვიშა, სამშენებლო მასალები)

  • სოფლის მეურნეობა ( ჩაი, ღვინო, მეცხოველეობა)

 


ჭიათურის რაიონი მთავარი ქალაქი, ჭიათურა მდებარეობს პლატოზე, მდინარე ყვირილას ვიწრო ხეობაში. (ვიწრო, მაღლა მიმავალი ქვაფენილი ზესტაფონისკენ მიდის). ჭიათურა ზღვის დონიდან 340 – 500 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. იგი რკინიგზით თბილისიდან 220 კმ. დაშორებული. ჭიათურაზე გადის სარკინიგზო მაგისტრალი ჭიათურა-ზესტაფონი.


 


კლიმატი აქ საკმაოდ ტენიანია, სუბტროპიკული. ზამთარი შედარებით ცივი და მეტად მშრალია, ზაფხული – ცხელი. საშუალო წლიური ტემპერატურაა 13,1 გრ. ცელსიუსით; იანვარში 2,4 გრ, ივლისში 23,1 გრ; აბსოლუტური მინიმუმი -20 გრ.; აბსოლუტური მაქსიმუმი 23,1 გრ. წლიური ნალექიანობა – 1100 მმ.


 


ჭიათურა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინდუსტრიული ცენტრია საქართველოში. ეს განპირობებულია მდინარე ყვირილას ხეობაში მანგანუმის მაღაროების შექმნითა და განვითარებით. ქალაქი ჭიათურა დაარსდა 1879 წელს, როდესაც ქართველი პოეტისა და საზოგადო მორვაწის ა.წერეთელის ინიციატივით დაიწყო მანგანუმის მოპოვება. საბადოების ცენტრალური ადგილები მდებარეობს მდინარე ყვირილას ორივე მხარეს ზემოდან გარს შემორტყმული მაღალი ციცაბო კლდეებით. გექმნებათ შთაბეჭდილება, რომ ისინი მღვიმეში მდებარეობენ. სამრეწველო გარეუბნები 2-6 კმ. არის დაშორებული ქალაქიდან.


 


ზესტაფონი – ჭიათურას სარკინიგზო ხაზი დაკავშირებულია კავკასიონის ძირითად სარკინიგზო მაგისტრალთან. ზესტაფონი– ჭიათურა– ონი საავტომობილო მაგისტრალი დიდად მნიშვნელოვანია და უმოკლესია თბილისთან დასაკავშირებლად. ჭიათურა სატროლეიბუსო ხაზით უკავშირდება საჩხერეს. მოსახლეობა ქალაქებსა და სოფლებს შორის მოძრაობს ავტობუსებითა და საბაგირო ტრანსპორტით.


 


იცით თუ არა თქვენ, რომ:




  • ჭიათურის  მანგანუმის საბადო ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში;


  • რაიონის კვარცის ქვიშას გააჩნია შესანიშნავი ღირებულებები მინის წარმოებისათვის;


  • რაიონის მრავალი ხეობა იძლევა უნიკალურ საშუალებას უფასო მთასვლელობისათვის.