მდებარეობა. ტერიტორია და საზღვრები

იმერეთი საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი ისტორიული, ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო რეგიონია. მისი ფართობი 6.6 ათასი კვადრატული კმ-ია(საქართველოს ტერიტორიის 11%), მოსახლეობა - 700 ათასი კაცი (საქართველოს მოსახლეობის 16%).
  იმერეთი იყოფა ორ ნაწილად: ზემო და ქვემო იმერეთად. იმერეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებს, რომ ამ მხარეში ადამიანს ცხოვრება, ჯერ კიდევ, ქვედა პალეოლითის ხანაში დაუწყია. მათ შორისაა საკაჟიის და ჭახათის (მდ. წყალწითელას ნაპირზე), დევისხვრელის (მდ. ჩხერიმელას ნაპირზე) გამოქვაბულები, სათაფლიის მიდამოები და სხვა. საქალაქო ცხოვრების უძველესი პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები ნაპოვნია ქუთაისში, ვანში, ვარციხეში (როდოპოლისი), შორაპანში და სხვა. მხარის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ამ ქალაქებს ოდითგანვე დიდი სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.
    იმერეთს გეოგრაფიულად ცენტრალური ადგილი უკავია საქართველოში. იგი კარგად გამოხატული ბუნებრივი საზღვრებითააა შემოფარგლული. ჩრდილოეთიდან მას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე ესაზღვრება (გამოყოფილია რაჭის ქედით), აღმოსავლეთიდან - შიდა ქართლი (გამოყოფილია ლიხის ქედით), სამხრეთიდან - სამცხე-ჯავახეთი (გამოყოფილია აჭარა-იმერეთის ხედით) და დასავლეთიდან გურია და სამეგრელო-ზედა სვანეთი (გამოყოფილია მდ. სუფსისა და მდ. ცხენისწყლით). იმერეთის მხარეში 12 ადმინისტრაციული ერთეულია - ხონის, თერჯოლის, ზესტაფონის, ბაღდათის, საჩხერის, ვანის, ხარაგაულის, სამტრედიის, ტყიბუის. ჭიათურის, წყალტუბოს რაიონი და ქალაქი ქუთაისი.

წყალტუბოს რაიონი

მოსახლეობა                                              73 260


ძირითადი ქალაქი ( მოსახლეობით)         წყალტუბო (16 935)


მთლიანი ფართობი                                   700.1 კვ.კმ.


მდებარეობა ზღვის დონიდან                    97 – 600 მ. (საშუალოდ 350 მ)






ეკონომიკის ძირითადი დარგები:   სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა, მრეწველობა


 


მრეწველობის ძირითადი დარგები და პროდუქციის სახეები:


 



  • სოფლი მეურნეობა (ხორბალი, რძე, მესაქონლეობა, ხილი, ბოსტნეული, კვერცხი)

  • კვების მრეწველობა ( ჩაი, ღვინო, ხორცი, პური)

  • ენერგეტიკა

  • ტურიზმი (სამკურნალო წყლები)

 


წყალტუბო  ერთ – ერთი დიდი რაიონია იმერეთში, ის რეგიონის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. მთლიანი ფარტობი 700.1 კვ.კმ.უდრის, მოსახლეობის რაოდენობაა – 73 260  (ლტოლვილთა ჩათვლით).


 


ძირითადი მდინარეებია რიონი და გუბისწალი. ნიადაგის 60% საშუალო, ხოლო 40% დაბალ ხარისხს მიეკუთვნება. კლიმატი სხვა რაიონებთან შედარებით მეტად ნესტიანია, თუმცა ნაწილობრივ სუბტროპიკულიც. მთლიანი არეალის 30 კმ მთიანია, ხოლო 40 კმ დაბლობი. წყალტუბო ცნობილია სამკურნალო წყლებით. საბჭოთა კავშირის პერიოდში წყალტუბოში ყოველწლიურად ისვენებდნენ და მკურნალობდნენ სხვა და სხვა სახის დაავადებებისაგან (განსაკუთრებით რევმატიზმისაგან) ათასობით დამსვენებელი.


 


რაიონი მდიდარია ბუნებრივი რესურსებით – ფართობის 26 ჰექტარი უჭირავს ტყეს, აქვე არის გუმბრინის მაღარო, გრანიტის კარიერი და სამკურნალო აბანოები.


 


ჩაის, ღვინის, ხორცის, ძეხვეულის, ბროლისა და ქიმიური საღებავების წარმოება შეცერებულ იქნა და ეხლაც არ მოქმედებს სათანადოთ. პურის, უალკოჰოლო სასმელების, ხის დამზადების, და მიკრო კალციტის წარმოებები  ზემოთაღნიშნულთან შეადარებით უფრო განვითარებულ არიან.


 


სანახაობებიდან აღსანიშნავია რაიონის საკურორტო ზონის ტყე-პარკი და სათაფლიის ნაკრძალი, რომლის ფართობია  0, 15 კვ.კმ.


 


 


იცით თუ არა თქვენ, რომ:




  • წყალტუბოს რაიონში არის უნიკალური როდონის აბაზანები და მონერალური წყლები, რისთვისაც  ყოველწლირად აქ ისვენებდა  200,000 - მდე ადამიანი;


  • წყალტუბოში თქვენ გაქვთ უნიკალური შანსი იმკურნალოთ  სტალინის პირად სააბაზანოში


  • წყალტუბოს ჩაი ითვლება ერთ-ერთ საუკეთესოდ საქართველოში