მდებარეობა. ტერიტორია და საზღვრები

იმერეთი საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი ისტორიული, ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო რეგიონია. მისი ფართობი 6.6 ათასი კვადრატული კმ-ია(საქართველოს ტერიტორიის 11%), მოსახლეობა - 700 ათასი კაცი (საქართველოს მოსახლეობის 16%).
  იმერეთი იყოფა ორ ნაწილად: ზემო და ქვემო იმერეთად. იმერეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებს, რომ ამ მხარეში ადამიანს ცხოვრება, ჯერ კიდევ, ქვედა პალეოლითის ხანაში დაუწყია. მათ შორისაა საკაჟიის და ჭახათის (მდ. წყალწითელას ნაპირზე), დევისხვრელის (მდ. ჩხერიმელას ნაპირზე) გამოქვაბულები, სათაფლიის მიდამოები და სხვა. საქალაქო ცხოვრების უძველესი პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები ნაპოვნია ქუთაისში, ვანში, ვარციხეში (როდოპოლისი), შორაპანში და სხვა. მხარის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ამ ქალაქებს ოდითგანვე დიდი სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.
    იმერეთს გეოგრაფიულად ცენტრალური ადგილი უკავია საქართველოში. იგი კარგად გამოხატული ბუნებრივი საზღვრებითააა შემოფარგლული. ჩრდილოეთიდან მას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე ესაზღვრება (გამოყოფილია რაჭის ქედით), აღმოსავლეთიდან - შიდა ქართლი (გამოყოფილია ლიხის ქედით), სამხრეთიდან - სამცხე-ჯავახეთი (გამოყოფილია აჭარა-იმერეთის ხედით) და დასავლეთიდან გურია და სამეგრელო-ზედა სვანეთი (გამოყოფილია მდ. სუფსისა და მდ. ცხენისწყლით). იმერეთის მხარეში 12 ადმინისტრაციული ერთეულია - ხონის, თერჯოლის, ზესტაფონის, ბაღდათის, საჩხერის, ვანის, ხარაგაულის, სამტრედიის, ტყიბუის. ჭიათურის, წყალტუბოს რაიონი და ქალაქი ქუთაისი.

კურორტი "წყალტუბო"

მდებარეობა - ქ. წყალტუბო



დახასიათება : უნიკალური თერმულ-რადიონული მინერალური წყლები,რომლითაც სხვადასხვა სახის 60 დაავადებას მკურნალობენ.



სამკურნალო ჩვენებები:

· საყრდენ მამოძრავებელი სისტემები

· პერიფერიული ნერვული სისტემები,

· გინეკოლოგიური დაავადებები


წყალტუბოს ოფიციალური ვებ-გვერდი

კურორტი "საწირე"

მდებარეობა: ზღვის დონიდან 730-740 მ.



დახასიათება: კურორტი ზღვისა და მთის შერწყმული ჰავით, ცნობილია, როგორც ბავშვთა გამაჯანსაღებელი კურორტი.



სამკურნალო ჩვენებები:
სასუნთქი ორგანოების დაავადებები: ბრონქიტი, ბრონხიალური ასთმა ფილტვების ანთება
გულსისხლძარღვთა და ალერგიული დაავადებები,
თანდაყოლილი გულის მანკი.

ცუცხვათის, წინაბერეთის მღვიმეები

მდებარეობა: ტყიბულის რაიონი

დახასიათება:

სტაბილური მიკროკლიმატი, ტემპერატურა მისაღები და სასრგებლოა სამკურნალო თვალსახრისით.



სამკურნალო ჩვენებები:
ბრონქიალური ასთმა
ჰიპერტონული და ჰიპოტონური დაავადებები.

ბალნეოლოგიური კურორტი „სამტრედია“

მდებარეობა - ქ. სამტრედია

დახასიათება - 650- t მინერალური წყალი, 3 მილიონი ლიტრი სადღეღამისო დებეტით,



სამკურნალო ჩვენებები:

· საყრდენ მამოძრავებელი სისტემების დაავადებები

· ძვლების, კუნთების სხვადასხვა წარმოშიობის დაავადებები ,

· პერიფერიული ნერვიული სისტემის ქრონიკული დაავადებები,

· კანის სნეულებები და ჰიპერტონული დაავადებები.

ბალნეოლოგიური კურორტი „ამაღლება

მდებარეობა - მდ. რიონის მარცხენა სანაპიროზე, ვანის რაიონული ცენტრის მახლობლად.



დახასიათება: 400 მინერალური თერმული წყლები, შეიცავს ნატრიუმს, ქლორს, ნახშირორჟანგს და კაჟმჟავას.



სამკურნალო ჩვნებები:
ქრონიკული ართრიტები: ინფექციური, რევმატიული, ტრავმული, ნივთიერებათა ცვლის მოშლის და ენდოკრინული წარმოშობის
მსუბუქი ფორმის სპინდილოზები და სპსპონდილოართროზები
მიოკარდიოდისტროფია კომპენსირებულ სტადიაში
კარდიოსკლეროზი: მიოკარდიული და ათეროსკლეროზული წარმოშობის კომპენსირებულ სტადიაში
ჰიპერტონული დაავადება პირველი სტადიის
ანგიონევროზები
ტრომბოფილობიტები პერიფერიული ნერვული სისტემის /ნევრიტები, ნევრალგიები, რადიკულიტები და სხვ./
ნერვული სისტემის ფუნქციონალური დაავადებები. ვეგეტოდისტონიური და ნევროლოგიური
საშვილოსნოსა და მისი დანამატების ქრონიკული ანთებადი პროცესები

კურორტი "ნუნისი"

მდებარეობა - ბორჯომ-ხარაგაულის ტყეპარკის ტერიტორია.

სამკურნალო ჩვენებები :

კანის დაავადებები: ფსორიოზი, ეგზემა და სხვა.

კურორტი „სულორი“

მდებარეობა- აჭარა-ახალციხის მთის კალთები რაიონის ცენტრიდან - 9 კმ.



დახასიათება:

„სულორის“ მინერალური წყლები წყალტუბოს მინერალური წყლების ტიპისაა. ქიმიურ შემადგენლობაში არ შედის ძლიერ მოქმედი ტოქსიკური ნივთიერებები. შემადგენლობაში ნაპოვნი ბრომის მარილები დამამშვიდებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. საუკეთესო თვისებებია ბუნებრივი რადიოაქტიობა და მისი ბუნებრივი ტემპერატურა, რომელიც ზამთარ-ზაფხულ 380.



სამკურნალო ჩვნებები:

· ქრ. ათრიტები

· გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები

· ტრომბოფლემიტები,

· ნერვიული სისტემის დაავადებები,

· გინეკოლოგიური დაავადებები.



კურორტი მუშაობს სეზონურად 6 თვე.

კურორტი სიმონეთი

მდებარეობა თერჯოლის რაიონული ცენტრის მახლობლად.

დახასიათება: ბანლეოლობიური კურორტი 420 მინერალური ცხელი წყლი.



სამკურნალო ჩვნებები:

· საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადება,

· მწვავე ქრონიკული ათრიტები,

· ნივთირებათა ცვლის მოშლის,

· გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები და სხვა.



ნავენახევის მღვიმე:

დახასიათება: სტაბილური მიკროკლიმატი, ტემპერატურა მისაღები და სასრგებლოა სამკურნალო თვალსახრისით.



სამკურნალო ჩვენებები:

· ბრონქიალური ასთმა

· ჰიპერტონული და ჰიპოტონური დაავადებები.

ბალნეოლოგიური კურორტი „ზეკარი“

მდებარეობა:

ზღვის დონიდან 650 მ.

რაიონული ცენტრიდან 25 კმ



სამკურნალო ჩვნებები:
ქრონიკული ართრიტები,
გინეკოლოგიური დაავადებები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ნეფრიტები,
ნერვული სისტემის ფუნქციონალური დაავადები

სათაფლიის, წყალტუბოს, ყუმისათავისა და თეთრას მღვიმეები

დახასიათება:

სტაბილური მიკროკლიმატი, ტემპერატურა მისაღები და სასრგებლოა სამკურნალო თვალსახრისით.



სამკურნალო ჩვენებები:

·ბრონქიალური ასთმა

·ჰიპერტონული და ჰიპოტონური დაავადებები.

კურორტი „საირმე“

მდებარეობa:

ზღვის დონიდან 915-950 მ.

ქ. ქუთაისიდან - 55 კმ.

მდ. წაბლარის წყლის ღრმა ხეობაში.



დახასიათება: კურორტი „საირმე“ გარშემორტყმულია დიდებული ფიჭვნარით, 19000 ჰა., რომელიც დიდ როლს ასრულებს მიკროკლიმატის შექმნაში. ტყიდან 7-8 კმ.-ის დაცილებით იწყება აჭარა-იმერეთის ალპიური მცირე კავკვსიონის ქედი.

მინერალური წყაროების რაიონი მდებარეობს მდ. წაბლარის წყლის დინების მიმართულებით და უკავია 4 ჰა. ფართობი. მინერალური წყაროები განლაგებულია მდინარის ორივე ნაპირზე.





სამკურნალო ჩვნებები:


თირკმლის და საშარდე გზების პათოლოგია.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები
ნაღვლის ბუშტის და ღვიძლის დაავადებები
ნივთიერებათა ცვლის დარღვევები

იმერეთის კურორტები და საკურორტო ზონები

cxrili

იმერეთის ტურისტული რესურსები

იმერეთის გეოგრაფიული მდებარეობა, ლანდშაფტი, ისტორიულ კულტურული და ბუნებრივი ძეგლები, მდიდარი ხალხური და განსაკუთრებით იმერული სტუმართმასპინძლობის ტრადიციები ქმნიან კარგ წინა პირობას რეგიონში ტურიზმის განვითარებისათვის.

იმერეთში 250-ზე მეტი ისტორიული ძეგლია, რომლებიც გვიან ანტიკური ხანიდან ვიდრე მე-20 საუკუნის დასაწყისამდე ნათელ წარმოდგენას უქმნიან სტუმარს ქართული თვითმყოფადი უმდიდრესი კულტურისა და ისტორიის შესახებ. მათი ადგილმდებარეობა იმერეთის უმშვენიერეს ლანდშაფტის პირობებში განუმეორებელ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე.

იმერეთში განვითარებულია აღმოჩენითი და სათავგადასავლო ტურიზმის სახეები, როგორიცაა სამთო ქვეითი, სამთო საცხენოსნო, სპელეო ტურიზმი. რაფტინგი მდინარე რიონზე. ეკო ტურიზმი, რომელსაც იმერეთში განვითარების განუსაზღვრელი შესაძლებლობები გააჩნია. იმერეთში ახალი შინაარსი შეიძინა აგროტურიზმმა, ამ ბიზნესით აქ 200-ზე მეტი სოფლის გლეხური მეურნეობა დაინტერესდა. ახალი პერსპექტივები გაუჩნდა სანადირო და სათევზაო ტურიზმს საჩხერის ახალი სამონადირეო მეურნეობის სახით. ცალკე აღნიშვნის ღირსია ქართული ტრადიციების, ღვინისა და სამზარეულოს ტურიზმი.

იმრეთის მთავარს ტურისტულ რესურსს მისი კურორტები და გამაჯასაღებელი ზონები წარმოადგენენ. რეგიონის ლამაზი ლანდშაფტი, სამკურნალო მინერალური წყლები ბალნეოლოგიურ კურორტებს მიმზიდველ ხდის დამსვენებელთათვის. დღეს იმერეთში 53 საკურორტო და დასასვენებელი ბაზაა, მათ შორის აღსანიშნავია წყალტუბო, საირმე, ნუნისი, სიმონეთი, სულორი, საწირე, ჭიათურის, ხრეითი, სამტრედია, ზვარე, ამაღლება.

იმერეთის მხარე მდიდარია ფლორითა და ფაუნით. მის ტერიტორიაზე ტყის მასივებს 250000 ჰა უჭირავთ. რომელიც ლამაზადაა შერწყმული მთა-გორიან ლანდშაფტს. მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2850 მეტრია. ფოთლოვან ტყეებთან ერთად აქ შეხვდებით წიწვოვან და შერეულ ტყეებს. კავკასიისათვის დამახასიათებლ ფაუნის წარმომადგენლებს. კავკასიურ დათვს, ტახს, ირემს, შველს, მელას, მგელს და ტურას, ფართოდაა წარმოდგენილი ფრინველთა სამყარო. ეკოლოგიური სისუფთავე და ველური ბუნება საინტერესოს ხდის მას მოგზაურისათვის. ასეთ ზონებს მიეკუთვნება სათაფლიის, აჯამეთის, მუხნარის, ვანის, ჭიათურიის, ბაღდათის და განსაკუთრებით ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, რომელსაც 24000 ჰა ტერიტორია უჭირავს და უმდიდრესია თავისი ფლორითა და ფაუნით. ტურიზმისა და დასვენების ზონებს მიეკუთვნებიან ტერიტორიები სადაც დღეს ტყიბულის, შაორის და რიონჰესის წყალსაცავებია. გარდა დიდი ტბებისა იმერეთში მრავლად გვხვდება ბუნებრივი ტბები 1000 და 1500 მეტრ სიმაღლეზე ზღვის დონიდან.

გამოჩენილი იმერლები

ლიტერატურა: აკაკი წერეთელი, გიორგი წერეთელი, გიორგი წერეთელი, გრიგოლ აბაშიძე, ირაკლი აბაშიძე, გრიგოლ რობაქიძე, ლადო ასათიანი, რევაზ გაბრიაძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, პაოლო იაშვილი, ოტია იოსელიანი, დავით კლდიაშვილი, ნიკო ლორთქიფანიძე, მუხრან მაჭავარიანი, ტიციან ტაბიძე, გალაკტიონ ტაბიძე,
სახელმწიფო/საზოგადო მოღვაწეები: დავით აღმაშენებელი, ნიკო ნიკოლაძე, დიმიტრი უზნაძე
სახვითი ხელოვნება: ლადო ალექსი-მესხიშვილი, კოტე მარჯანიშვილი, ზაქარია ფალიაშვილი, თენგიზ აბულაძე, სერგო ამაღლობელი, ვასილ ამაშუკელი, დოდო ანთაძე, ვერიკო ანჯაფარიძე, მელიტონ ბალანჩივაძე, კიტა ბუაჩიძე, დოდო ჭიჭინაძე, დავით კაკაბაძე, აკაკი კვანტალიანი, რევაზ ჩხეიძე
მედიცინა: გიორგი აბაშიძე, გიორგი ადამია, აკაკი კვანტალიანი, ალექსანდრე წულუკიძე
მეცნიერება: სიმონ ავალიანი, ვუკოლ ბერიძე, ანდრია ბიწაძე, კორნელი კეკელიძე, შალვა ნუცუბიძე, აკაკი შანიძე
სამხედრო მოღვაწეები: ნოე ადამია
სპორტი: მაია ჩიბურდანიძე, ზურაბ საკანდელიძე
ანარქისტები/რევოლუციონერები: ალექსანდრე წულუკიძე, სერგო ორჯონიკიძ

კლიმატი

იმერეთი ზღვის ნოტიო სუბტროპიკული კლიმატის ოლქში მდებარეობს და რელიეფის შესატყვისად ჰავის სიმაღლებრივი ზონალურობით ხასიათდება. იმერეთის ვაკე – დაბლობზე ჭარბად ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. იმერეთის დაბლობის დასავლეთ ნაწილში (სამტრედიის რ-ნი). ზამთარი მოკლეა, თბილი და წვიმიანი, ზაფხული ხანგრძლივი და საკმაოდ ცხელი, წლიური საშუალო ტემპერატურა 14-14,5 С. ეს მაჩვენებლები იმერეთის მხარეში მცირდება დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ და მთიან ზოლში სიმაღლის ზრდასთან ერთად. იანვრის საშუალო ტემპერატურა იმერეთის ვაკე – დაბლობის ნაწილში 5,2 – 5,5 С, ივლისის 23,2 – 23,6 С. ნალექების მაქსიმუმი იმერეთში ძირითადად შემოდგომასა და ზამთარშია. მთისწინეთისა და დაბალმთიან ზონაშიც ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. საშუალო და მაღალმთიან ზონაში დამახასიათებელია ნოტიო, ცივი, ხანგრძლივზამთარიანი და მოკლე, გრილზაფხულიანი კლიმატის ტიპი და ესეც დასავლეთ საქართველოს ზღვის სუბტროპიკული ნოტიო ჰავის ოლქში შედის.

რელიგია

იმერეთის სამეფოს უმაღლესი საეკლესიო ხელისუფალი დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იყო, რომელშიც ხშირად "ჩრდილოსა და აფხაზეთის" ან "აფხაზ-იმერთა" ან კიდევ "პონტო ჩრდილოით აფხაზ-იმერთა და ყოვლისა ქვემოისა ივერიისა კათალიკოსად" იწოდებოდა. მისი რეზიდენცია XVI საუკუნის II ნახევარში ბიჭვინთაში იყო, ხოლო შემდეგ - გელათში. აქ კათოლიკოსს ეჭირა წმ. გიორგის ეკლესია, რომელიც საკათალიკოსო ეკლესიად იყო ცნობილი. კათოლიკოსის ხელისუფლებას ემორჩილებოდნენ როგორც იმერეთის სამეფოს, ისე დასავლეთ საქართველოს სამთავროების საეკლესიო მსახურნი. მიუხედავად ქვეყნის პოლიტიკური დაქსაქსულობისა, საეკლესიო სფეროში ხელისუფლება მეტ-ნაკლებად ცენტრალიზებული იყო. იმერეთის სამეფოში 4 საეპისკოპოსო კათედრა არსებობდა: ქუთაისის, გელათის, ხონის და ნიკორწმინდის. აქვე იყო გელათის, ჯრუჭის, მღვიმევის მონასტრები და მრავალი სხვა ეკლესია-მონასტერი.

ეკონომიკა

სიმინდის ყანები საჩხერეს რაიონში

სოფლის მეურნეობა

სოფლის მეურნეობა მხარის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია. მემცენარეობის პროდუქციიდან ძირითადია სიმინდი, ყურძენი და ბოსტნეული. კერძოდ, მწვანილი — ცერეცო, ქინძი, ოხრახუში, მწვანე ხახვი და წიწმატი მთელი სეზონის განმავლობაში, ასევე სანელებლების დამზადება. ნედლეულის ბაზა — წყალტუბოს რაიონი, სადაც შესაძლებელია მოწეულ იქნeს 3 ათასი ტონა ცერეცო, 500ტ. ქინძი, 1500 ტ. ოხრახუში, 250 ტ. წიწაკა, ასევე ზაფრანი, კამა, და ქონდარი 20 ტონის ფარგლებში.[2] მიმდინარეობს მუშაობა სანელებლების დამამზადებელი მინისაწარმოს მშენებლობისათვის. ბაღჩეული — კიტრი, პომიდორი, სატაცური, ოსპი (წყალტუბოს, ვანის, ბაღდათის მუნიციპალიტეტები); ხილი — ვაშლი, მსხალი, ქლიავი, ტყემალი, ხურმა, შინდი (ვანის, თერჯოლის, სამტრედიის მუნიციპალიტეტები); თაფლი (ბაღდათი, ხარაგაული, წყალტუბო, თერჯოლა). მეჩაიეობის ძირითადი ზონებია: წყალტუბო, ტყიბული და ხონი.

იმერეთში 100-მდე მსხვილი ფერმერული მეურნეობაა, რომლებიც ძირითადად ეწევიან მეცხოველეობას, მევენახეობას, მეღორეობას, მეფრინველეობას, მეხილეობას, მეფუტკრეობას, მემწვანილეობას.

ტრანსპორტი

მნიშვნელოვანი რესურსული პოტენციალის რანგშია იმერეთის რეგიონის გეოპოლიტიკური მდებარეობა, რაც ევროპისა და აზიის ქვეყნების დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის როლით გამოიხატება. რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრიდან — ქუთაისიდან მანძილი უახლოეს საზღვაო პორტამდე — ფოთამდე 102 კილომეტრია, დედაქალაქამდე — 236 კმ. ქუთაისში ფუნქციონირებს 2 აეროპორტი, რომლიდანაც ერთ-ერთში (კოპიტნარის) სრულდება საერთაშორისო რეისები. შესაბამისად, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა რეგიონის ეკონომიკის ერთ-ერთი მსხვილი დარგებია. ტრანსპორტის სახეობებიდან ძირითადად განვითარებულია საავტომობილო, სარკინიგზო და საჰაერო ტრანსპორტი. 2006 წელს სატრანსპორტო მომსახურების მოცულობამ 5,6 მლნ. ლარს მიაღწია, ხოლო დარგში დასაქმებულთა რიცხოვნობამ — 1827. ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში ფუნქციონირებდა 89 საწარმო. საავტომობილო გზების საერთო სიგრძეა 2754,8 კმ, ხოლო სარკინიგზო — 229,285 კმ.

ენერგეტიკა

იმერეთი ენერგორესურსებით მდიდარი რეგიონია, რამაც განაპირობა ხუთი ჰიდროელექტროსადგურის ფუნქციონირება (რიონჰესი, გუმათჰესი, ძევრულჰესი, შაორჰესი, ვარციხეჰესი). სულ მათი პოტენციური(დადგმული)სიმძლავრეა 997,4 მეგავატი. აქედან გამომდინარე, ელექტროენერგიის წარმოება რეგიონის სამრეწველო წარმოების უმნიშვნელოვანესი დარგია, რომელსაც მთელი წარმოების სტრუქტურაში 21-23%-იანი სეგმენტი უჭირავს.

ექსპორტი

ექსპორტის მხრივ განსაკუთრებული ადგილი მხარის მრეწველობაში ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას უჭირავს, რომლის ხვედრითი წილი საექსპორტო პროდუქციაში 88%-ის ფარგლებშია. ძირითადი ადგილი უჭირავს მეტალურგიასა და ლითონპროდუქტების ექსპორტს, ხოლო კვების პროდუქტებიდან: ღვინომასალები, ჩაი, მწვანილი, რომლებიც ევროპისა და რუსეთის ბაზრებზეა ორიენტირებული.

მინერალური რესურსები

ჭიათურის მანგანუმის საბადოს სადგური

რეგიონი მნიშვნელოვანწილად გამოირჩევა საქართველოს ტეროტორიაზე არსებული წიაღისეული სიმდიდრეების მრავალფეროვნებით. ამჟამად იმერეთში 100-ზე მეტი მინერალურ-სანედლეულო რესურსების საბადოა აღრიცხული, რომელთაგან ნახევარზე მეტი საექსპორტოა. ძირითადი წიაღისეული სიმდიდრეა ჭიათურის მანგანუმი, რომლის ბალანსური და ბალანსგარეშე მარაგი 215 მილიონ ტონას შეადგენს მადნის ყველა ტიპის (ჟანგეული, კარბინატული, დაჟანგული, შერეული, ქვიშაქვები) მიხედვით. მანგანუმის ჯერ კიდევ დაუმუშავებელი მარაგის არსებობა სავარაუდოა ყვირილისა და ზესტაფონის რაიონებში, ჩხარი-აჯამეთის, ქუთაისისა და თერჯოლის ტერიტორიებზე. მხარის მნიშვნელოვანი წიაღისეული რესურსია ტყიბულისა და გელათის ქვანახშირის, ბარიტის, ლიატონიტის, საშენ მასალათა, თიხის მარაგი. ქუთაისის მიდამოები მდიდარია ბეტონოტური თიხებით (გუმბრინი), მარმარილოს, ეკლარის კირქვის, კურსების ტეშენიტის, ბაზალეთის საბადოებით.

მრავალფეროვანია მხარის რაიონების ნიადაგი. მათი გეოლოგიური აგებულება, რელიეფი, კლიმატი და მცენარეული საფარი განაპირობებს ნიადაგის ხასიათს. უპირატესი გავრცელება აქვს: ალუვიურ, სუბტროპიკულ ეწერ ყვითელმიწა, წითელმიწა, ნეშომპალა-კარბონატულ და კომრალ ნიადაგებს. მაღალმთიან რაიონებში გვხვდება ღია გაეწრებული ტყის მურა ნიადაგებიც. ყვითელმიწა და თხელ ფენად წითელმიწა ნიადაგები. ორივე მათგანი გამოიყენება ჩაისა და სხვა სუბტროპიკული კულტურის გასაშენებლად.

რეკრეაციული რესურსები

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი

იმერეთს წამყვანი ადგილი უჭირავს რეკრეაციულ სისტემაში, უნიკალური ბუნებრივი და ჰიდრომინერალური რესურსების, მინერალური წყლების სახით. სამკურნალო წყლებიდან გამოიყოფა წყალტუბო, საირმე ბაღდათის რაიონში, ნუნისი ხარაგაულში, სულორი ვანში, აგრეთვე საჩხერის სხვადასხვა მინერალური წყაროები. დიდი რაოდენობითაა თერმული წყლების მარაგი.

მთისა და ტყის მასივებს 250000 ჰა ფართობი უჭირავს. რეკრეაციული რესურსებია სამთო ქვეითი, სამთო საცხენოსნო, სპელეო ტურიზმი, რაფტინგი მდინარე რიონზე. იმერეთის ტურისტული პროდუქციის ერთ-ერთ პრიორიტეტული მიმართულება კურორტები და გამაჯანსაღებელი ზონებია. რეგიონის ლანდშაფტი, სამკურნალო მინერალური წყლები ბალნეოლოგიურ კურორტებს მიმზიდველს ხდის დამსვენებლთათვის. დღეისათვის იმერეთში 53 საკურორტო და დასასვენებელი ბაზაა, მათ შორის აღსანიშნავია წყალტუბო, საირმე, ნუნისი, სიმონეთი, სულორი, საწირე, ჭითურის ხრეითი, სამტრედია, ზვარე, ამაღლება. განსაკუთრებით აღსანიშნავია სათაფლიის ნაკრძალი წყალტუბოს ტერიტორიაზე (345 ჰა), კარსტული გამოქვაბულითა და დინოზავრის ნაკვალე
მინერალური რესურსები
რეგიონი მნიშვნელოვანწილად გამოირჩევა საქართველოს ტეროტორიაზე არსებული წიაღისეული სიმდიდრეების მრავალფეროვნებით. ამჟამად იმერეთში 100-ზე მეტი მინერალურ-სანედლეულო რესურსების საბადოა აღრიცხული, რომელთაგან ნახევარზე მეტი საექსპორტოა. ძირითადი წიაღისეული სიმდიდრეა ჭიათურის მანგანუმი, რომლის ბალანსური და ბალანსგარეშე მარაგი 215 მილიონ ტონას შეადგენს მადნის ყველა ტიპის (ჟანგეული, კარბინატული, დაჟანგული, შერეული, ქვიშაქვები) მიხედვით. მანგანუმის ჯერ კიდევ დაუმუშავებელი მარაგის არსებობა სავარაუდოა ყვირილისა და ზესტაფონის რაიონებში, ჩხარი-აჯამეთის, ქუთაისისა და თერჯოლის ტერიტორიებზე. მხარის მნიშვნელოვანი წიაღისეული რესურსია ტყიბულისა და გელათის ქვანახშირის, ბარიტის, ლიატონიტის, საშენ მასალათა, თიხის მარაგი. ქუთაისის მიდამოები მდიდარია ბეტონოტური თიხებით (გუმბრინი), მარმარილოს, ეკლარის კირქვის, კურსების ტეშენიტის, ბაზალეთის საბადოებით.

მრავალფეროვანია მხარის რაიონების ნიადაგი. მათი გეოლოგიური აგებულება, რელიეფი, კლიმატი და მცენარეული საფარი განაპირობებს ნიადაგის ხასიათს. უპირატესი გავრცელება აქვს: ალუვიურ, სუბტროპიკულ ეწერ ყვითელმიწა, წითელმიწა, ნეშომპალა-კარბონატულ და კომრალ ნიადაგებს. მაღალმთიან რაიონებში გვხვდება ღია გაეწრებული ტყის მურა ნიადაგებიც. ყვითელმიწა და თხელ ფენად წითელმიწა ნიადაგები. ორივე მათგანი გამოიყენება ჩაისა და სხვა სუბტროპიკული კულტურის გასაშენებლად.

იმერეთი ცხრილებში (ციფრებში)

null


* - შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) მკაცრი კრიტერიუმით** - შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) შერბილებული კრიტერიუმით* უმუშევარი მკაცრი კრიტერიუმით – 15 და მეტი წლის პირი, რომელიც გამოსაკვლევი კვირის განმავლობაში არ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, მზად არის დაიწყოს მუშაობა და ეძებს სამუშაოს** უმუშევარი შერბილებული კრიტერიუმით – 15 და მეტი წლის პირი, რომელიც გამოსაკვლევი კვირის განმავლობაში არ ეწვა ეკონომიკურ საქმიანობას, არ ეძებს სამუშაოს, რადგან გადაეწურა შოვნის იმედი, მაგრამ შოვნის შემთხვევაში მზად არის შეუდგეს მუშაობას.


null

იმერეთის ისტორია

იმერეთი დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეს ეწოდება. ფართო მნიშვნელობით იგი დასავლეთ საქართველოს ისტორიული სახელწოდებაა, ისევე როგორც ძველი კოლხეთი, ეგრისი, აფხაზეთი. საკუთრივ იმერეთი შემოსაზღვრულია აღმოსავლეთით ლიხის ქედით, დასავლეთით ცხენისწყლით, ჩრდილოეთით კავკასიონის ქედით და სამხრეთით ფერსათის, ანუ მესხეთის მთებით. სახელწოდება დაკავშირებულია ამ მხარის მდებარეობასთან, იმერეთი, ანუ ლიხსიქითა მხარე. იმერეთი იყოფა ორ ნაწილად: ზემო და ქვემო იმერეთი. იმერეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებენ, რომ ამ მხარეში ადამიანს ცხოვრება, ჯერ კიდევ, ქვედა პალეოლითის ხანაში დაუწყია. საკაჟიის და ჭახათის (მდ. წყალწითელას ნაპირზე), დევისხვრელის (მდ. ჩხერიმელას ნაპირზე) გამოქვაბულები, სათაფლიის მიდამოები და სხვა. საქალაქო ცხოვრების უძველესი პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები ნაპოვნია ქუთაისში, ვანში, ვარციხეში (როდოპოლისი), შორაპანში და სხვა. მხარის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ამ ქალაქებს დიდი სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ქონდათ. ანტიკურ ხანაში ამ ტერიტორიაზე გადიოდა მნიშვნელოვანი საერთაშორისო სავაჭრო გზა, ამიერკავკასიის ძველი სავაჭრო_სატრანზიტო გზა, ე.წ. აბრეშუმის დიდი გზა, რომლითაც დასავლეთის სამყარო უკავშირდებოდა აღმოსავლეთის ქვეყნებს. ძველი კოლხეთის დაცემის შემდეგ, ეგრისის სამეფოს (III -VII სს.) ტერიტორია ბერძენ-სპარსთა დაპირისპირების ობიექტი ხდება. VIII ს. პირველ ნახევარში არაბმა სარდალმა მურვან-ყრუმ დაანგრია ეგრისის დედაქალაქი ციხე-გოჯი (ნოქალაქევი) და ქუთაისიც კი აიკლო. არაბებთან ბრძოლაში დაიღუპნენ არგვეთის მთავრები დავით და კონსტანტინე მხეიძეები. VIII ს. მეორე ნახევარში აფხაზთა ერისთავი, ლეონ II, აუჯანყდა ბიზანტიის იმპერატორს და თავი მეფედ გამოაცხადა. ამან გააერთიანა აფხაზეთი და ეგრისი. ახალმა სამეფომ, რომელიც მთელ დასავლეთ საქართველოს მოიცავდა, აფხაზთა სამეფოს სახელწოდება მიიღო. ლეონ II სამეფოს დედაქალაქად ქუთაისი გამოაცხადა.

978 წელს ქუთაისში მეფედ აკურთხეს გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III (975-1014წწ.), ხოლო 1089 წელს აქ მეფედ ეკურთხა საქართველოს უძლიერესი მეფე დავით აღმაშენებელი (1089-1125წწ.). 1122 წლამდე საქართველოს სამეფოს რეზიდენცია ქუთაისში იმყოფებოდა.



საქართველოს ფეოდალური მონარქიის პოლიტიკური დაშლის შედეგად XIII ს. მეორე ნახევარში წარმოიქმნა იმერეთის სამეფო. თავდაპირველად იგი დასავლეთ საქართველოს მთელ ტერიტორიას მოიცავდა; მაგრამ შემდეგ საგარეო და საშინაო პოლიტიკური მდგომარეობის გამო XVI ს. მას ოდიშისა და გურიის სამთავროები ჩამოსცილდა, XVII ს. კი-აფხაზეთისა და სვანეთის სამთავროები. ამის შემდეგ იმერეთის სამეფოს ტერიტორია საკუთრივ იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმით შემოიფარგლებოდა. იმერეთის სამეფოს აღმოსავლეთით ქართლის სამეფოსაგან ლიხის ქედი ყოფდა, ხოლო დასავლეთით მისი საზღვარი მდ. ცხენისწყალზე გადიოდა, ჩრდილოეთით მას კავკასიონის ქედი ესაზღვრება, ხოლო სამხრეთით მესხეთის მთები. იმერეთის სამეფოს სატახტო ქალაქი ქუთაისია. თურქ დამპყრობთა გამუდმებულმა თარეშმა, კიდევ უფრო, მჭიდროდ დააკავშირა იმერეთის დედაქალაქი მთელი სამეფოს ცალკეულ მხარეებს, რომლებიც მასში უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ ბრძოლაში გამაერთიანებელ ძალას ხედავდნენ. აქვე იმყოფებოდა მეფის მთავარი რეზიდენცია. XV-XIX სს. იმერეთის სამეფოში, ისე როგორც საერთოდ საქართველოში ფეოდალურ-ბატონყმური ურთიერთობა იყო. სამეფოში არსებობდა მრავალი სათავადო (მხეიძეთა, ჩხეიძეთა, მიქელაძეთა, რაჭის ერისთავთა, იაშვილთა, ლორთქიფანიძეთა, აბაშიძეთა, აგიაშვილთა, წერეთელთა, წულუკიძეთა, და სხვა), რომლებიც ტერიტორიულად და პოლიტიკურად განცალკევებულ ფეოდალურ ერთეულებს წარმოადგენდნენ. იმერეთის სამეფოს სათავეში მეფე იდგა. ის იყო ქვებნის უზენაესი მმართველი. იმერეთის მეთეები წარმოშობით ბაგრატიონთა დინასტიის დასავლურ შტოს (დავით ნარინის შტო) ეკუთვნოდა. მეფე ფორმალურად შეუზღუდველი იყო, მაგრამ ფაქტიურად მისი ძალაუფლება დიდად იყო დამოკიდებული მსხვილი თავადების ნება სურვილზე. იმერეთის სამეფოს კარზე არსებობდა ,,დარბაზი” ანუ სახელმწიფო საბჭო, რომელშიც მაღალი ხელისუფლებით აღჭურვილი საერო და სასულიერო ფეოდალები შედიოდნენ, სამეფო იყოფოდა ოთხ სამეფო ტერიტორიულ ერთეულად-სადროშოებად ანუ სასარდლოდ: ქვემო იმერეთის, ზემო იმერეთის, რაჭის და ოკრიბა-ლეჩხუმის. იმერეთში სარდლის, ანუ სადროშოს სახელო ეკავათ მემკვიდრეობით გარკვეულ თავადურ საგვარეულოებს. მაღალი საერო თანამდებობის პირთა შორის იმერეთის სამეფოში მეფის შემდეგ პირველი ადგილი სახლთუხუცესს ეკავა. უმაღლესი საეკლესიო ხელისუფალი დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იყო. მისი რეზიდენცია XVI ს. ბიჭვინთაში იყო, ხოლო XVI ს. შემდეგ გელათში. იმერეთის სამეფოში ოთხი საეპისკოპოსო კათედრა არსებობდა: ქუთაისის, გელათის, ხონის და ნიკორწმინდის, აქვე იყო გელათის, ჯრუჭის, მღვიმევის და სხვა ეკლესია-მონასტრები.

1555 წელს ირან-ოსმალეთს წორის დადებული ამასიის ზავით საქართველოს მდგომარეობა ძალზეთ გართულდა: აღმოსავლეთ საქართველო-ირანის, ხოლო დასავლეთ საქართველო ოსმალეთის აგრესიის ობიექტი ხდება.



იმერეთის მეფეს, ამავე დროს, როგორც აღვნიშნეთ, ავიწროებდნენ ოდიშისა და გურიის მთავრები, ეურჩებოდნენ საკუთარი მსხვილი თავადებიც. XVII ს. 60-იანი წლებიდან 1770 წლამდე იმერეთის ციხე-სიმაგრეებში (ქუთაისში, შორაპანში, ცუცხვათში, ბაღდათში) ოსმალეთის გარნიზონები იდგგნენ. მიუხედავად რთული საშინაო და საგარეო პირობებისა იმერეთის მეფეები ენერგიულად იბრძოდნენ გარეშე და შინაური მტრების წინააღმდეგ, დამოუკიდებლობის განმტკიცებისა და ეკონომიკური და კულტურული წინსვლისათვის. ამ მისიას იმერეთის მეფეებიდან განსაკუთრებული თავგამოდებით ემსახურებოდნენ: ბაგრატ III (1510-1565წწ.), გიორგი II (11565-1585წწ.), გიორგი III (1605-1639წწ.), ალექსანდრე III (1639-1660წწ.), ალექსანდრე V (1720-1751წწ.), სოლომონ I (1751-1784წწ.), სოლომონ II (1789-1810წწ.).



იმერეთის სამეფოს საშინაო და საგარეო მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა სოლომონ I მეფობის დროს. იგი ენერგიულად ებრძოდა ოსმალეთის აგრესიას და ქვეყნის შიგნით ფეოდალურ რეაქციას. მან გააუქმა რაჭის საერისთაო და აცკვეთა ტყვეებით ვაჭრობა, რომელიც ქვეყანას გალაშენებას უქადდა. სოლომონ I_მა XVIII ს. 60_იანი წლების ბოლოს დაამარცხა თურქი ინტერვენტები და გაანთავისუფლა იმერეთის ციხე-სიმაგრეები (ქუთაისი, ცუცხვათი, შორაპანი, ბაღდათის). ამაში სოლომონს დაეხმარა რუსეთ-ოსმალეთის 1768-74 წლების ომი და იმერეთის სამეფოში რუსეთის რუსეთის სამხედრო კორპუსის შემოსვლა. 1774 წელს სოლომონ პირველმა დახმარებისათვის რუსეთს მიმართა და მფარველობაში მიღება სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო,რადგან რუსეთს არ სურდა ქუჩუკ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულების დარღვევა და ოსმალეთთან ურთიერთობის გართულება. 1783 წელს რუსეთსა და ქართლ-კახეთის სამეფოთა შორის გეორგიევსკის ტრაქტატის დადების შემდეგ, სოლომონ პირველმა სცადა მსგავსი ხელშეკრულება დაედო რუსეთთან, მაგრამ მას შედეგი არ მოჰყოლია. სოლომონ პირველის გარდაცვალების შემდეგ (1784წ.) ცენტრალური ხელისუფლების ძლიერება ისევე შეირყა დაიწყო იმერეთის ტახტის პრედენდენტთა შორის პრძოლა. 1789 წელს ტახტს დაეუფლა სოლომონ II, რომელმაც შესძლო XVIII ს. ბოლოს სამეფოს შემომტკიცება. 1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ რუსეთის სამხედრო მოხელეებმა დაიწყეს ნიადაგის მომზადება იმერეთის სამეფოს გასაუქმებლად. ასეთ ვითარებაში ხელისუფლება რომ შეენარჩუნებინა, სოლომონ II-მ, 1804 წელს რუსეთის ქვეშევრდომობა აღიარა, მაგრამ იგი თხოულობდა საშინაო დამოუკიდებლობის შენარჩუნებას. რუსეთის ცარიზმის მოხელეები ამაზე არ თანხმდებოდნენ და ამიტომ მათ შორის ურთიერთობა თანდათან მწვავდებოდა. სოლომონ II დამოუკიდებლობის დაკარგვას ვერ ურიგდებოდა და იგი ბრძოლას განაგრძობდა. ეს ბრძოლა ცნობილია საქართველოს ისტორიაში იმერეთის აჯანყების (1810წ.) სახელწოდებით. 1810 წელს რუსეთის თვითმპყრობელობამ გააუქმა იმერეთის სამეფო. სოლომონ II თავი ახალციხეს შეაფარა, საიდანაც ის თურქეთში გადავიდა. ემიგრაციაში სოლომონ II უცხო ძალის გამოყენებით შეეცადა იმერეთში მეფობის აღდგენას, მაგრამ მას შედეგი არ მოჰყოლია. იმერეთის მოსახლეობა, მისი წამყვანი ძალები დამოუკიდებლობის დაკარგვას არასოდეს შერიგებია. ამაზე მითითებებს ის მრავალრიცოვანი მასობრივი აჯანყებები, რომლებიც შემდეგში ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაში გადაიზარდა...



იმერეთის თავადაზნაურობა საოკუპაციო რეჟიმს ვერ ურიგდებოდა, ეს უკმაყოფილება კიდევ გამწვავდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების გამო (1814წ.), 1819 წელს ხელისუფლებამ დაიწყო საკლესიო მამულების აღწერა, რასაც შედეგად მოჰყვა მთელს იმერეთში მოსახლეობის აჯანყება 1810_20 წლებში. დიდი მასშტაბის აჯანყება მოხდა 1841 Oელს გურიაში, რომელიც ასხავდა იმ ცვლილებებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა დასავლეთ საქართველოში რუსული მმართველობის დამყარების შედეგად. აჯანყების მარცხის მიუხედავად საქართველოს მოსახლეობა, განსაკუთრებით მისი პროგრესული ძლები, თავადაზნაურობა აქტიურად ებმებოდნენ ამ ეროვნულ მოძრაობაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 1832 წლის თავადაზნაურთა შეთქმულება, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული სახელმწიფოებ­რიობის აღდგენას. მან ბიძგი მისცა მომდევნო თაობის ეროვნულ_გამათავისუფლებელი მოძრაობის გაღვივებას.



XIX ს. პირველ ნახევარში იმერეთის მხარის სოციალ-ეკონომიკური მდგომა-რეობა, ისე როგორც მთელი საქართველოსა ძლზე მძიმე იყო, მაგრამ 30-40 წლებიდან იწყება ერთგვარი ძვრები სამეურნეო ცხოვრებაში, რასაც თან ახლდა ქალაქების ზრდა-განვითარება: წინაურდება იმერეთის მთავარი ქალაქი ქუთაისი და მიერეთის საბაზრო ქალაქები, ვითარდება ქალაქებში ხელოსნური წარმოებანი და კაპიტალისტური ხასიათის მანუფაქტურები: აბრეშუმის, ტყავის, აგურის წარმოებანი და სხვა. 30-იანი წლებიდან როგორც ითქვა აღმავლობის გზას დაადგა საზოგადოებრივი მოძრაობა, საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ ქართველი ხალხის სულიერი ცხოვრება მიმდინარეობდა ეროვნული სუვერენიტეტის აღდგენის ბრძოლის ნიშნით. ამ მიზანს ემსახურებოდა ქართული კულტურა აღნიშნულ პერიოდში, XIX ს. პირველ ნახევარში, ქუთაისში ჯერ სამაზრო სკოლა, შემდეგ გიმნაზია გაიხსნა. ქართული კულტურის განვითარების საქმეში დიდ წარმატებებს მიაღწია მწერლობამ, მეცნიერებამ, გამოცოცხლებას იწყებს თეატრალური ცხოვრება.



იმერეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ შეიქმნა იმერეთის ოლქი, რომელიც 1840 წლამდე არსებობდა. ოლქის მთავარი ქალაქი იყო ქუთაისი, სადაც მოქმედებდა ოლქის დროებითი მთავრობა. იმერეთის ოლქი დაყოფილ იქნა ოთხ ოკრუგად: ქუთაისის, ვანის, შორაპნის და რაჭის ოკრუგებად. როგორც ოლქის, ასევე ოკრუგების სათავეში იდგნენ რუსი სამხედრო მოხელეები. 1840 წელს ამიერკავკასიაში გატარდა ადმინისტრრაციული რეფორმა, რის შედეგად შეიქმნა საქართველოს მასშტაბით ერთი გუბერნია-საქართველო-იმერეთის გუბერნია. გუბერნიის შემადგენლობაში შევიდა ქუთაისის მაზრა, რომელიც იმერეთის ყოფილი სამეფოს ტერიტორიას მოიცავდა. 1846 წელს საქართველოში შეიქმნა ორი გებერნია-თბილისისა და ქუთაისის გუბერნიები. ქუთაისი-გამოცხადდა ქუთაისის გუბერნიის მთავარ ქალაქად. ქუთაისის გუბერნიაში შედიოდა ქუთაისის, გურიისა და ახალციხის მაზრები.



1855 წელს რუსეთ-თურქეთის ომის დროს თურქეთის ჯარებმა შეძლეს აფხაზეთის დაკავება. მაგრამ ისისნი სასტიკად დაამარცხეს რუსეთის ჯარმა და ქართულმა ლაშქარმა სამეგრელოში. ამით ჩაიშალა თურქეთის სარდლობის გეგმა, რომელიც ქუთაისის ხელში ჩაგდებას ისახავდა მიზნად. ყირიმის ომში რუსეთი დამარცხდა, მაგრამ ამ ომით ცარიზმმა თავისი პოზიციები განამტკიცა კავკასიაში, რასაც ის შედეგი მოყვა, რომ სამეგრელოში, აფხაზეთსა და სვანეთში დამყარდა რუსული მმართველობა.



1857 წელს შეიქმნა ქუთაისის საგენერალ-გუბერნატორო, რომელსაც ადმინისტრაციულად ექვემდებარებოდა ქუთაისის გუბერნატორის გარდა, სამეგრელოს, აფხაზეთის და სვანეთის სამფლობელოებიც, რომლებშიც რუსული მმართველობა იყო დამყარებული. 1883 წლიდან მას შეუერთდა ბათუმის ოლქიც.



ყირიმის ომში რუსეთის მარცხმა ცხადყო ამ ქვეყნის ჩამორჩენილობა, რაც გამოწვეული იყო დრომოჭმული ფეოდალური წყობილებით. პირველ ხანებში მეფის მთავრობა არ იყო მომხრე საგლეხო რეფორმის გატარებით, მაგრამ სოციალ-ეკონომიკური ურთიერთობის გამწვავებამ აიéლა იგი დათანხმებულიყო, 1864 წელს გამოიცა დებულება თბილისის გუბერნიაში გლეხთა მიწათმოწყობის შესახებ, 1865 წელს ეს დებულება გატარდა ქუთაისის გუბერნიაში, სამეგრელოში-1867 წელს, აფხაზეთში-1870 წელს, სვანეთში-1871 წელს.



საგლეხო რეფორმების გატარებამ გზა გაუხსნა ბურჟუაზიული ურთიერთობის შემდგომ განვითარებას. ქალაქებს მოაწყდა თავისუფალი მუშა ხელი, გასაქანი მიეცა მრეწველობის განვითარებას, ვაჭრობა-აღებ-მიცემობას.



ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრების წინსვლას დიდად შეუწყო ხელი საქართველოში სარკინიგზო მშენებლობამ, 1871 წელს გაყვანილ იქნა ფოთი-ყვირილის რკინიგზა, 1872 წელს - ფოთი-თბილისის რკინიგზა, 1883 წელს გაყვანილ იქნა თბილისი-ბაქოს რკინიგზა. 1877 წელს ამიერკავკასიის რკინიგზას შეუერთდა ქ.ქუთაისი. 1883 წელს ფოთი-თბილისის გზას შეუერთდა ქ.ბათუმის ხაზი. 1886 წელს გაყვანილ იქნა ქუთაისი-ტყიბულის რკინიგზის ხაზი.



საქართველოში რკინიგზებისა და სარკინიგზო სადგურების მშენებლობამ ხელსაყრელი პირობები შექმნა საქონელწარმოებისა და საქონელმიმოქცევის გაფართოებისა და ქალაქების, წინაქალაქებისა და სავაჭრო-სამრეწველო დაბების წარმოქმნისათვის. ფოთი-თბილისის რკინიგზის ხაზზედასავლეთ საქართველოში წარმოიქმნენ ქალაქები: სამტრედია, ყვირილა, ახალი სენაკი, ტყიბული და სხვ. იწყება მეტოქეობა ამ ახლად წარმოქმნილ ქალაქებსა და ძველ ქალაქებს შორის. ამ პერიოდიდან ქუთაისის გუბერნიაში არ დარჩენილა არც ერთი ცოტად, თუ ბევრად მნიშვნელოვანი ქალაქი და დაბა, რომელსაც საქალაქო თვითმმართველობა არ მოეთხოვოს. ქუთაისმა საქალაქო თვითმმართველობა მოიპოვა 1875 წელს, ფოთმა-1882 წელს, ბათუმმა-1888 წელს, ოზურგეთმა-1895 წელს, სოხუმმა-1899 წელს. ამ ქალაქებთან ერთად ქუთაისის მაზრის სხვა ქალაქებიც და დაბებიც, მაგალითად, სამტრედია, ყვირილა, ხონი, ჭიათურა და სხვები მოითხოვდნენ გამარტივებული საქალაქო მმართველობის მიღებას, მაგრამ მათ ეს სტატუსი - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მიიღეს. XIX ს. 70-იანი წლების დამლევიდან ქუთაისისა და იმერეთის სხვა ქალაქების ეკონომიკური ცხოვრე კაპიტალისტური წარმოების სფეროში ექცევა, იცვლება მანამდე გაბატონებული საწარმოო ურთიერთობა და იწყება მათი გარდაქმნა ბურჟუაზიულ ყაიდაზე.



XIX ს. 60-70-იანი წლები ბრწყინვალე ფურცელია საქართველოს ისტორიაში. ამ დროიდან საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობას სათავეში ჩაუდგა ბრწყინვალე თაობა–თერგდალეულები, რომელთაც მესვეურობდნენ ილია ჭავჭავაძე, აკაკიწერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, გიორგი წერეთელი, სერგო მესხი, იაკიბ გოგებაშვილი. საზოგადოებრივ მოძრაობას სათავეწში ედგა საქართველოს დიდი საზოგადო მოღვაწე ილია ჭავჭავაძე.



ამ ეროვნულ საქმეში განსაკუთრებით გამორჩეულია ქალაქ ქუთაისის როლი. ამ დროიდან ქუთაისი საქართველოს ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობისა და კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობის თვალსაჩინო ცენტრი ხდება. საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში XIX ს. მეორე ნახევრიდან XX ს. 30-იან წლებამდე, ადგილი არ ქონია ცოტად თუ ბევრად მნიშვნელოვან მოვლენას, რომლის წამომწყები და ტონის მიმცემი არ ყოფილიყო ქუთაისის შემოქმედებითი ინტელიგენცია. იგი ყოველთვის თავს უყრიდა მთელი მხარის ინტელექტუალურ ძალებს, რადგან ისტორიულად მჭიდროდ იყო დაკავშირებული თავის მხარესთან. ქუთაისმა ღაზარდა სახელოვანი თაობა, რომელმაც XIX ს. 60-იან წლებში “თერგდალეულთა” ძირითადი ბანაკი შეადგინა.

ქუთაისში გაატარა თავისი ცხოვრების მეტი ნაწილი ქართველი ხალხის დიდებულმა მგოსანმა და მოჭირნახულემ აკაი წერეთელმა. ეს ქალაქი გახდა მისი პოეტური სამშობლო, რომელსაც იგი სავარდო და სამაისო ქალაქს ეწოდებოდა. ქუთაისში დაიბადა და ჭაბუკობის წლები გაატარა დიდი ილიასა და საზოგადო მოღვაწემ ნიკო ნიკოლაძემ. ქუთაისსა და იმერეთს შეეხება მისი სამეურნეო-ეკონომიკური პროექტები და მოწინავე რეფორმისტული იდეები, რომლებიც აქტუალურია დღესაც. ქუთაისის კულტურის ისტორიას ამშვენებენ ლადო მესხიშვილის, კოტე მარჯანიშვილის, ზაქარია ფალიაშვილის და სხვა დიდ შემოქმედთა სახელები. ქუთაისში გამოჩნდა სამწერლო სარბიელზე XX ს. პოეტური აზროვნების უბადლო ოსტატი გალაქტიონ ტაბიძე. ქუთაისში აიდგა ფეხი დიდმა მოაზროვნეებმა გრიგოლ რობაქიძემ და მიხაკო წერეთელმა. ამ ქალაქთანაა დაკავშირებული სახელოვანი “ცისფერყანწელებისა” და სხვა სახელოვან მამულიშვილთა მოღვაწეობა.



წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენენ ქალაქისა და მთელი მხარის ისტორიული ძეგლები: ქუთაისის ციხე-ქალაქი, ბაგრატის ტაძარი, გელათის სამონასტრო ანსამბლი, გეგუთის ციხე-დარბაზი, მოწამეთის სიძველეები, ანტიკური პერიოდის შორაპნის ციხე-სიმაგრე და ვანის ნაქალაქარი. ეს სიძველეები იზიდავდა უცხოელ სტუმრებს და მოგზაურებს, რომლებმაც მსოფლიოში სახელი გაუთქვეს საქართველოს და მის კულტურას.

დღევანდელი ქუთაისი იმერეთის მხარის ცენტრალური ქალაქია. აქ არის მსხვალი სამრეწველო საწარმოები, სამეცნიერო-კვლევითი და კულტურის დაწესებულებები: უნივერსიტეტები, მუზეუმები, თეატრები, ბიბლიოთეკები, იბეჭდება წიგნები, გამოდის ჟურნალ-გაზეთები, მუშაობს ტელევიზიის რამოდენიმე არხი და სხვ.

საქართველოს ზემოხსენებული ადმინისტრაციული დაყოფა 1921 წლამდე არსებობდა. 1921 წელს აღდგენილ იქნა ქუთაისის მაზრა, რომელიც 1929 წლამდე არსებობდა. 1929 წლის აგვისტოში მაზრის გაფართოების საფუძველზე შეიქმნა ქუთაისის ოლქი. მაგრამ ეს ოლქიც გაუქმდა და ქალაქის ადმინისტრაციული ფუნქცია განისაზღვრა საკუთრივ ქუთაისით და მისი რაიონით.



1951 წელს კვლავ შეიქმნა ქუთაისის ოლქი, მაგრამ 1953 წელს ისიც გაუქმებული იქნა. 1959 წელს გააუქმეს ქუთაისის რაიონი და ქუთაისის პოლიტიკურ-ადმინისტრაციული სტატუსი შემოიფარგლა საკუთრივ ქალაქით, მაგრამ საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქვეყნის ისტორიულ ცხოვრებაში ახალი ხანა დაიწყო: 1995 წელს აღდგენილ იქნა ქუთაისისათვის იტორიულად კუთვნილი პოლიტიკურ_ადმინისტრაციული სტატუსი, რომელსაც საქართველოში ახალი სამხარეო დაყოფის საფუძველზე ისტორიულ იმერეთს მხარის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მხარის სტატუსი მიენიჭა. 1998 წელს იმერეთის მხარე ევროპის რეგიონთა ასამბლეის წევრი გახდა.



ამჟამად, იმერეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი ქუთაისია. მხარეში შედის თერთმეტი რაიონი_ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, ხარაგაულის, ხონის, წყალტუბოსა და ჭიათურის რაიონები.

ხონის რაიონი

მოსახლეობა                                             32, 198


მთავარი ქალაქი (მოსახლეობით)            ხონი (11.324)


მთლიანი ტერიტორია                              428, 5 კმ.


მდებარეობა ზღვის დონიდან                    60-200 მ.


 






ეკონომიკის ძირითადი დარგები                        ვაჭრობა, ინდუსტრია


 


წარმოების ძირითადი მიმართულებანი და პროდუქციის დასახელება:



  • ჩაი

  • ქიმიური წარმოება ( პოლიეთილენის პარკები, მილები )

  •  ხის დამუშავება (დამზადება, ავეჯის წარმოება, პარკეტი)

  • ·ტექსტილის წარმოება (აბრეშუმის ძაფი)

 


ხონის რაიონი მდებარეობს იმერეთის ჩრდილო-დასავლეთით და ესაზღვრება სამეგრელოს. ტერიტორია უტოლდება 428, 5 კვ.კმ. უკანასკნელი აღრიცხვის მიხედვით მოსახლეობა უდრის 32 198-ს. რაიონის ცენტრი არის ქალაქი ხონი. ხონის მოსახლეობა უდრის 11 324-ს. ხონის გარდა რაიონს ეკუთვნის 39 სოფელი. რაიონის ძირითადი ტერიტორია წარმოადგენს  დაბლობს .აბსოლუტური სიმაღლე ზღვის დონიდან არის 60-200 მ.


 


ძირითადი მდინარეებია: ცხენისწყალი, გუბისწყალი, საწისქვილო, გორდისწყალი, სუხჩისწყალი, ზემო კუხი, შუა კუხი და მცირე უსახელო მდინარეები. დაბლობის ძირითადი ნიადაგი ალუვიალურია;  მდინერეების მიდამოებში – სუბტროპიკული. მთიან ადგილებში ნიადაგი ყვითელი და წითელია.


 


კლიმატი საშუალოდ სუბტროპიკულია. წლის საშუალო ტემპერატურა დაბლობში – 14,3 გრ. ცელსიუსით, იანვარში – 5 გრ., აგვისტოში – 23,4/23,6 გრ. ნალექების წლიური რაოდენობა – 4160-7109. ზამთარი ცივია და გაზაფხული ხანგრძლივი და გრილია შუა მთიან ზონაში. იქ წლის საშულო ტემპერატურაა 11,7 – 12,4 გრ. მთიან ტერიტორიას უჭირავს 27 577 ჰა; დაბლობს კი 15 276 ჰა.


 


სოფლის მეურნეობის ძირითადი პროდუქტებია:მარცვლეული, სიმინდი, ლობიო ბოსტნეული, ხილი,  ხორცი, რძე   


რაიონის ტერიტორიაზე არ არის რკინიგზა. ასევე არ არის სახელმწიფო მნიშვნელობის საავტომობილე გზა. ადგილობრივი გზების სიგრძე არის 162 კმ.


რაიონის ბუნებრივ რესურსებს  წარმოადგენენ  ქვის კარიერები და ტყეები.


 


იცით თუ არა თქვენ, რომ



  • ხონს აქვს შესანიშნავი კლიმატური და ნიადაგის პირობები ჩაის წარმოებისათვის

 



ხარაგაულის რაიონი

მოსახლეობა                                                28, 490

ძირითადი ქალაქი (მოსახლეობით)            ხარაგაული (2,300)


მთლიანი ფართობი                                     914 კვ.კმ.


მდებარეობა ზღვის დონიდან                      285 – 2,642 (საშ.420 მ)


 






ძირითადი დარგები:                                  სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ვაჭრობა


 


მრეწველობის მიმართულებანი და პროდუქციის სახეები:


 



  • ხის წარმოება (სამშენებლოდ მასალები, ავეჯი)

  • კარიერები (მარმარილო, გრანიტი )

  • კვების მრეწველობა (ღვინო)

 


 


ხარაგულის რაიონი საქართველოს და კერძოდ იმერეთის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზი ადგილია. მთის ფერდობებზე გადაფენილი, მრავალი პატარა თუ დიდი მთის მდინარეებით უხვი ხარაგაულის რაიონი თვალწარმტაცი ხედებით იშლება მრავალი მოგზაურისა თუ ტურისტის თვალწინ.


 


ხარაგულს ეკუთვნის ასევე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული ტყე-პარკის მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც თავისი უნიკალური ფლორითა და ფაუნით მდიდარ ლანდშაფტს ქმნის. ხარაგაული მდიდარია ასევე მდინარეებით და შესაბამისად ჰიდრო რესურსებით, ყველაზე გრძელი მდინარე ძირულაა, რომელსაც უერთდება მარჯვენა მხრიდან: ხელმოსმულა, დუმალა, ვაშლეურა და მეჩხეთურა; ხოლო მარცხენა შენაკადებს კი წარმოადგენენ: ბორიმელა, რიკოთულა, გედსამანისწყალი, საკასრია და ღორეშისხევი. მთავარი მდინარე, რომელიც, აგრეთვე უერთდება ძირულას არის ჩხერიმელა.


 


კლიმატი ხარაგაულში სუბტროპიკულია. იქ, სადაც ზღვის დონიდან სიმაღლე 600 მეტრია, ზამთარი ზომიერად ცივია, ზაფხული შედარებით ცხელი და მშრალი. ზღვის დონესთან დამოკიდებულებაში საშუალო ტემპერატურა ზამთარში ვარირებს 3,2 დან 3,9 გრ.C, ზაფხულში   22,6 დან 15,6 მდე. წლიური ნალექიანობა – 1200-1800 მმ.


 


მთლიანი ტერიტორიის 180 კვ.კმ უჭირავს დაბლობს, ხოლო 733, 9 კვ.კმ. – მთიან ადგილებს.


 


რაიონის მთლიანი ტერიტორიის 1,5% სოფლის მეურნეობას ეკითვნის. 70, 9% უჭირავს საძოვრებს, ხვნა-თესვისათვის განკუთვნილია 29,1 % (წლიურ ნათესებს უჭირავთ 22,5% , მუდმივ ნარგავებს – 22,5%) სოფლის მეურნეობის დარგებს შორის განსაკუთრებით განვითარებულია მეცხოველეობა და მეფუტკრეობა, რისთვისაც შექმნილია ხელსაყრელი ბუნებრივი პირობები. მეფუტკრეობის მხრივ ხარაგაული წამყვანი რაიონია საქართველოში.


 


რაიონი დაკავშირებულია საქართველოს საავტომობილო და სარკინიგზო  მთავარი მაგისტრალებთან. ის აკავშირებს საქართველოს დასავლეთ და აღმოსავლეთ მხარეებს წიფის გვირაბით (3910 მ.) და ხანდების გვირაბით (740 მ.).


 


ბუნებრივი რესურსების კარიერებზე  მოიპოვება მარმარილო (მოლითი, მარგლისი), მოსაპირკეთებელი მასალა (წიფა), სამშენებლო ქვები (ხანდები, ამაშუკეთი), კვარცის მიწა (კროლი), თერმიული წყლები (ნუნისი) და მინერალური წყლები (ზვარე)


 


რაიონის უპირველეს სიმდიდრეს ტყე წარმოადგენს. მას ტერიტორიის 2/3 (68,2%-ზე მეტი) უჭირავს -  დაახლოვებით 650 კვ.კმ.


 


აღსანიშნავია ხარაგაული-ბორჯომის ეროვნული ტყე-პარკი. მისი ფართობი 230კვ.კმ. პარკი მდებარეობს საქართველოს ცენტრალურ ნაწილში. ტურისტებს აქვთ შესაძლებლობა  დაისვენონ და ისიამოვნონ  ველური ბუნების საოცრებებით. ამისათვის მათ შესთავაზებენ 3 მარშრუტს. კვებისა და ხის წარმოებები წამყვანი იყვნენ 1990 წლიდან. მათი უმრავლესობა თავმოყრილი იყო ქ.ხარაგაულში. აქ იყო აგრეთვე ღვინის, რძის და ხის გადამუშავების კომბინატები. აქვე ფუნქციონირებდა ავეჯის კომბინატიც. რაიონში ვითარდებოდა სამთო წარმოება. მაგრამ 2002 წლისათვის ამ საწარმოთა პოტენციალი შემცირდა. დღეს 40 საწარმოდან მხოლოდ 4 ფუნქციონირებს


 


იცით თუ არა თქვენ, რომ:


 




  • ხარაგაულში ნაპოვნი ბრინჯაოს ხანის ხელოვნების ნიმუშები ინახება სანკტ-პეტერბურგის ცნობილ მუზეუმში “ერმიტაჟი” ;


  • საქართველოში ხარაგაული ითვლება  ყველაზე დიდ და მდიდარ რაიონად ხის რესურსების მხრივ;

  • ბორჯომ – ხარაგაულის  ტყეპარკი მთელ მცირე კავკასიაში იცავს  და ინარჩუნებს ფლორისა და ფაუნის უნიკალურ ნიმუშებს.

ჭიათურის რაიონი

მოსახლეობა                                                             56.430

მთავარი ქალაქი (მოსახლეობით)                            ჭიათურა (29,000)


მთლიანი ფართობი                                                   542, 5 კვ.კმ.


მდებარეობა ზღვის დონიდან                                    200–900 მ.(საშუალოდ 300 მ.)


 







მრეწველობის ძირითადი დარგი                              მაღარო, ვაჭრობა, ტრანსპორტი


 


წარმოების  ძირითადი მიმართულებები და პროდუქციის დასახელება:



  • მაღარო (მანგანუმის მჟავა)

  • კარიერები (წითელი მარმარილო, კვარცის ქვიშა, სამშენებლო მასალები)

  • სოფლის მეურნეობა ( ჩაი, ღვინო, მეცხოველეობა)

 


ჭიათურის რაიონი მთავარი ქალაქი, ჭიათურა მდებარეობს პლატოზე, მდინარე ყვირილას ვიწრო ხეობაში. (ვიწრო, მაღლა მიმავალი ქვაფენილი ზესტაფონისკენ მიდის). ჭიათურა ზღვის დონიდან 340 – 500 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. იგი რკინიგზით თბილისიდან 220 კმ. დაშორებული. ჭიათურაზე გადის სარკინიგზო მაგისტრალი ჭიათურა-ზესტაფონი.


 


კლიმატი აქ საკმაოდ ტენიანია, სუბტროპიკული. ზამთარი შედარებით ცივი და მეტად მშრალია, ზაფხული – ცხელი. საშუალო წლიური ტემპერატურაა 13,1 გრ. ცელსიუსით; იანვარში 2,4 გრ, ივლისში 23,1 გრ; აბსოლუტური მინიმუმი -20 გრ.; აბსოლუტური მაქსიმუმი 23,1 გრ. წლიური ნალექიანობა – 1100 მმ.


 


ჭიათურა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინდუსტრიული ცენტრია საქართველოში. ეს განპირობებულია მდინარე ყვირილას ხეობაში მანგანუმის მაღაროების შექმნითა და განვითარებით. ქალაქი ჭიათურა დაარსდა 1879 წელს, როდესაც ქართველი პოეტისა და საზოგადო მორვაწის ა.წერეთელის ინიციატივით დაიწყო მანგანუმის მოპოვება. საბადოების ცენტრალური ადგილები მდებარეობს მდინარე ყვირილას ორივე მხარეს ზემოდან გარს შემორტყმული მაღალი ციცაბო კლდეებით. გექმნებათ შთაბეჭდილება, რომ ისინი მღვიმეში მდებარეობენ. სამრეწველო გარეუბნები 2-6 კმ. არის დაშორებული ქალაქიდან.


 


ზესტაფონი – ჭიათურას სარკინიგზო ხაზი დაკავშირებულია კავკასიონის ძირითად სარკინიგზო მაგისტრალთან. ზესტაფონი– ჭიათურა– ონი საავტომობილო მაგისტრალი დიდად მნიშვნელოვანია და უმოკლესია თბილისთან დასაკავშირებლად. ჭიათურა სატროლეიბუსო ხაზით უკავშირდება საჩხერეს. მოსახლეობა ქალაქებსა და სოფლებს შორის მოძრაობს ავტობუსებითა და საბაგირო ტრანსპორტით.


 


იცით თუ არა თქვენ, რომ:




  • ჭიათურის  მანგანუმის საბადო ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში;


  • რაიონის კვარცის ქვიშას გააჩნია შესანიშნავი ღირებულებები მინის წარმოებისათვის;


  • რაიონის მრავალი ხეობა იძლევა უნიკალურ საშუალებას უფასო მთასვლელობისათვის.

წყალტუბოს რაიონი

მოსახლეობა                                              73 260


ძირითადი ქალაქი ( მოსახლეობით)         წყალტუბო (16 935)


მთლიანი ფართობი                                   700.1 კვ.კმ.


მდებარეობა ზღვის დონიდან                    97 – 600 მ. (საშუალოდ 350 მ)






ეკონომიკის ძირითადი დარგები:   სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა, მრეწველობა


 


მრეწველობის ძირითადი დარგები და პროდუქციის სახეები:


 



  • სოფლი მეურნეობა (ხორბალი, რძე, მესაქონლეობა, ხილი, ბოსტნეული, კვერცხი)

  • კვების მრეწველობა ( ჩაი, ღვინო, ხორცი, პური)

  • ენერგეტიკა

  • ტურიზმი (სამკურნალო წყლები)

 


წყალტუბო  ერთ – ერთი დიდი რაიონია იმერეთში, ის რეგიონის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. მთლიანი ფარტობი 700.1 კვ.კმ.უდრის, მოსახლეობის რაოდენობაა – 73 260  (ლტოლვილთა ჩათვლით).


 


ძირითადი მდინარეებია რიონი და გუბისწალი. ნიადაგის 60% საშუალო, ხოლო 40% დაბალ ხარისხს მიეკუთვნება. კლიმატი სხვა რაიონებთან შედარებით მეტად ნესტიანია, თუმცა ნაწილობრივ სუბტროპიკულიც. მთლიანი არეალის 30 კმ მთიანია, ხოლო 40 კმ დაბლობი. წყალტუბო ცნობილია სამკურნალო წყლებით. საბჭოთა კავშირის პერიოდში წყალტუბოში ყოველწლიურად ისვენებდნენ და მკურნალობდნენ სხვა და სხვა სახის დაავადებებისაგან (განსაკუთრებით რევმატიზმისაგან) ათასობით დამსვენებელი.


 


რაიონი მდიდარია ბუნებრივი რესურსებით – ფართობის 26 ჰექტარი უჭირავს ტყეს, აქვე არის გუმბრინის მაღარო, გრანიტის კარიერი და სამკურნალო აბანოები.


 


ჩაის, ღვინის, ხორცის, ძეხვეულის, ბროლისა და ქიმიური საღებავების წარმოება შეცერებულ იქნა და ეხლაც არ მოქმედებს სათანადოთ. პურის, უალკოჰოლო სასმელების, ხის დამზადების, და მიკრო კალციტის წარმოებები  ზემოთაღნიშნულთან შეადარებით უფრო განვითარებულ არიან.


 


სანახაობებიდან აღსანიშნავია რაიონის საკურორტო ზონის ტყე-პარკი და სათაფლიის ნაკრძალი, რომლის ფართობია  0, 15 კვ.კმ.


 


 


იცით თუ არა თქვენ, რომ:




  • წყალტუბოს რაიონში არის უნიკალური როდონის აბაზანები და მონერალური წყლები, რისთვისაც  ყოველწლირად აქ ისვენებდა  200,000 - მდე ადამიანი;


  • წყალტუბოში თქვენ გაქვთ უნიკალური შანსი იმკურნალოთ  სტალინის პირად სააბაზანოში


  • წყალტუბოს ჩაი ითვლება ერთ-ერთ საუკეთესოდ საქართველოში

ტყიბულის რაიონი

მოსახლეობა                                            31, 400


ძირითადი ქალაქი (მოსახლეობით)        ტყიბული ( 4, 200)


მთლიანი ფართობი                                 478,2 კვ.კმ.


მდებარეობა ზღვის დონიდან                   250-1.500 მ.(საშ. 750 მ.)


 


                            





                             


ეკონომიკის ძირითადი დარგები:                       მაღაროები, მრეწველობა, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა


 


 მრეწველობის მიმართულებანი და პროდუქციის სახეები:


 




  • მაღაროები და კარიერები (ქვანახშირი, გრანიტი)


  • ელექტროენერგია


  • კვების მრეწველობა (ჩაი, ხილი)

ტყიბულის რაიონი მდებარეობს იმერეთის ჩრდილოეთ ნაწილში და წარმოადგენს საზღვარს რაჭა-ლეჩხუმს და იმერეთს  შორის. მთლიანი ტერიტორია უდრის 478, 2 კვ.კმ. ბოლო აღრიცხვის მიხედვით მოსახლეობის რაოდანობაა–31 400. რაიონული ცენრტრია ქ. ტყიბული 14 200 მაცხოვრებლით. ტყიბულის რაიონს ეკუთვნის 54 სოფელი.


 


ტერიტორია ძირითადად დაფარულია გორაკებითა და მთებით (700-800 მეტრი). მათ შემადგენლობაშია 1570 მ. სიმაღლის ნაქერალას მთა. მთიან ადგილებს უჭირავთ 28 200 ჰა მიწისა, დაბლობს კი – 19780 ჰა. მთავარი მდინარეებია წყალწითელა და ტყიბულა.


 


რაიონში ნიადაგი ძირითადად არის კარბონატული, ალაო და ტორფიანი. უკიდურეს გადახრებსა და ქვიან ადგილებს თითქმის ვერ შეხვდებით. კლიმატი სუბტროპიკულია. საშუალო წლიური ტემპერატურა არის 12,2 გრ.C. იანვარში -   2, 6 გრ., ივლისში კი 21 გრ. ნალექების რაოდენობა 1900 – 2100 მმ. ხშირია ჩრდილოეთ - აღმოსავლეთის ქარები, გამოწვეული თოვლის ადრეული დნობით გაზაფხულზე და გვალვით ზაფხულში. ტყიბული განსხვავდება სხვა რაიონებისაგან წვიმიანი და თოვლიანი დღეების დიდი რაოდენობის.


 


კომუნიკაციები: რკინიგზა: ქუთაისი – ტყიბული(34კმ)


 


ტყიბულის მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, რომელთა შორის აღსანიშნავია: ქვანახშირი, გრანიტი, ბარიტი, კაოლინი, გიშერი, დოლომიტი, წისქვილის ქვა და სამშენებლო ქვა, თაბაშირი, კვარცის სილა, მარმარილო.


ტყით დაფარულია 28,000 ჰა მიწისა.


 


ტყიბულის ეკონომიკა ძირითადად კონცენტრირებული იყო ნახშირის მოპოვებაზე, მაგრამ 1990 წლის შემდეგ  მრეწველობის ეს დარგი სტაგნაციას განიცდის. წარმოების ძირითადი მიმართულებებია: პურის წარმოება, გრანიტის წარმოება, ნახშირის მოპოვება.


 


იცით თუ არა თქვენ, რომ:


 




  • ტყიბულის ნახშირი მარაგი 96 მლნ.ტონას აღწევს;


  • ტყიბულის გრანიტის მარაგი უდრის 1, 5 მლნ.კუბ.მეტრს.


  • გელათის  მონასტერი იყო საქართველოს პირველი ძეგლი, რომელიც  იუნესკოს მიერ შეტანილი იქნა მსოფლიო კულტურის საგანძურში.

საჩხერის რაიონი

მოსახლეობა                                           47, 030


     ძირითადი ქალაქი (მოსახლეობით)       საჩხერე (8,000)


     მთლიანი ფართობი                                788, 5 კვ. კმ


     მდებარეობა ზღვის დონიდან                 450 – 2200 მ.( საშ.1325 მ.)


 


 






ძირითადი დარგები:   სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა


 


მრეწველობის ძირითადი დარგები და პროდუქცია:



  • სოფლის მეურნეობა და კვების მრეწველობა ( ღვინო, მარცვლეული, მესაქონლეობა)

  •  ხის დამზადება

 


საჩხერის რაიონი მდებარეობს მდებარეობს მდინარე ძირულას ხეობაში, ადმინისტრაციული ცენტრი ქ. საჩხერე. ჩრდილოეთით ესაზღვრება ონისა და ამბროლაურის რაიონებს, აღმოსავლეთით – ხაშურს, სამხრეთით – ხარაგაულს, ხოლო დასავლეთით – ჭიათურას. მთლიანი არეალი – 768, 5 კვ.კმ. 2002 წლის აღრიცხვის მიხედვით მოსახლეობის რაოდენობა საჩხერეში არის 8000, მთლიანად რაიონში კი 475 88.


 


ზღვის დონიდან რაიონი მდებარეობს 340–500 მ.სიმაღლეზე და თბილისიდან დაცილებულია 240 კმ. (რკინიგზით).


 


კლიმატი ტენიანი და სუბტროპიკულია. ზამთარი შედარებით ცივია და ზაფხული – მშრალი და ცხელი. საშუალო ტემპერატურა ცელსიუსით უდრის 13,5 გრ.; იანვარში – 2, 5გრ; ივლისში 23, 5 გრ; აბსოლუტური მინიმუმი  -9გრ; მაქსიმუმი +42 გრ. ნალექების წლიური მაჩვენებელი – 1200 მგ.


 


 


იცით თუ არა თქვენ, რომ:


 



  •  საჩხერის რაიონის  კვარცის ქვიშა ცნობილია თავისი საუკეთესო მახასიათებლებით მინის წარმოებისათვის

ზესტაფონის რაიონი

მოსახლეობა                              77, 193


                      ძირითადი ქალაქი                   ზესტაფონი(25,000)


                     მთლიანი ფართობი                    423 კვ.კმ.


                     მდებარეობა ზღვის დონიდან    03-587 მ.(საშ. 160 მ.)


 


 


 


 


 






ეკონომიკის ძირითადი დარგები                        მრეწველობა, ვაჭრობა


 


მრეწველობის მიმართულებანი და პროდუქციის სახეები:



  • მეტალურგია (ფეროშენადნობები, ალუმინის კაბელები, სპილენძის მავთული)

  • ელექტროსაგნები (ტრანსფორმატორები, აკუმულატორები, ნახევრად-გამტარები)

  • ქიმიური მრეწველობა (სინთეტიკური კაუჩუკი)

  • მსუბუქი მრეწველობა (მზა ტანსაცმელი)

  • სამშენებლო მასალები და საყოფაცხოვრებო კერამიკა

 


ზესტაფონის რაიონი არის დასავლეთ საქართველოს კოლხეთის დაბლობის აღმოსავლეთი მხარე. რაიონის მთლიანი ფართობია 423, 7 კვ.კმ. მასში შედის 1 ქალაქი,1 დაბა და 58 სოფელი. რაიონული ცენტრია ქალაქი ზესტაფონი, მოსახლეობით 25,000.


 


ძირითადი მდინარეებია: ყვირილა, ძირულა, ჭოლაბური, ჩხერიმელა. ეს მდინარეებია ივსება წვიმით, თოვლით და მიწისქვეშა წყლებით.


 


მოკლე დახასიათება ნიადაგის ნოყიერების შესახებ: დაბლობში ნიადაგი ალუვიულია, შემაღლებულ ადგილებში – სუბტროპიკული. გორაკიანი ადგილები დაფარულია შავ-კარბონატული მიწით, რომლის ზედაპირი მეტად სქელია. რაიონის აღმოსავლეთ ნაწილში ტყის ნიადაგია.


 


დაბლობში კლიმატი საშუალოდ სუბტროპიკულია, ზამთარი შედარებით ცივია, ზაფხული– მშრალი.წლის  საშუალო ტემპერატურაა 14 გრ. ცელსიუსით. იანვარის ტემპერატურაა 3,7 – 4,3 გრ. აგვისტოში კი 24 გრ. ნალექების რაოდენობა 1190 მმ. გორაკიან და მთიან ზონებში ტემპერატურა დაბალია. ხშირია დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქარები, ზოგჯერ ქარი ზღვიდანაც აღწევს. 


 


ზესტაფონის რაიონი მდებარეობს 90-200 მეტრზე ზღვის დონიდან. სამხრეთსა და აღმოსავლეთ ნაწილებში არის ადგილები, სადაც სიმაღლე 1088 მეტრს აღწევს.


 


ძირითადი სამრწველო დარგებია: შავი მეტალურგია, ელექტროენერგია და კვების მრეწველობა. ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა მუშაობს ჭიათურის მანგანუმის ბაზაზე. ზესტაფონში არის შემდეგი ქარხნები: კაბელების ქარხქნა, ძირულას ცეცხლგამძლე ნაკეთობათა ქარხანა, რომელიც ცეცხლგამძლე თიხის განტიით მუშაობს. ჭითელი მარმარილო მოიპოვება შროშაში. არის აგრეთვე ორი ღვინის ქარხანა.


 


სოფლის მეურნეობის დარგებში მევენახეობა არის წამყვანი. ვენახებს 5,000 ჰა ფართობი უჭირავთ. მევენახეობა წარმოადგენს სოფლის მეურნეობის 80%-ს. ტერიტორიის 3,600 ჰა დაფარული აქვთ მრავალწლიან ნარგავებს, ტყეებს და ბუჩქებს ეკუთვნის-17,3 ჰა; საძოვრებს უჭირავთ – 8,8 ჰა. ძირითად მარცვლეულს სიმინდი წარმოადგენს. რაიონში 10.000 სულზე მეტი ძროხა და 5000-ზე მეტი ღორია.


 


რაიონის ტერიტორიაზე გადის თბილისი -სამტრედიის და გომი -საჩხერის მაგისტრალები. კავკასიის მთავარი მაგისტრალი თბილისი – სამტრედია გაივლის რაიონის ტერიტორიაზე. არის სარკინიგძო ხაზი ჭიათურა- საჩხერე.


 


გორაკიანი ზონა დაფარულია კოლხური ტყეებით, სადაც იზრდება  ძვირფასი  ჯიშის ხეები: მუხის, წიფელის, კოპიტის, კაკლის და სხვ. ტერიტორიის 127,8 კვ.კმ. ტყით არის დაფარული.


 


იცით თუ არა თქვენ, რომ:




  • ზესტაფონის რაიონი ცნობილია თიხის მიწითა და მექოთნეობით;


  • ზესტაფონში არის საქართველოში ელექტროენერგიის ყველაზე მძლავრი გამანაწილებელი ცენტრი

 


 

სამტრედიის რაიონი

მოსახლეობა 60 089


მთავარი ქალაქი სამტრედია (29 694)


მთლიანი ტერიტორია 360 კვ.კმ.


მდებარეობა ზღვის დონიდან 20-750მ (საშ.110მ)






ეკონომიკის ძირითადი მიმართულებანი: სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა, მრეწველობა.



ეკონომიკის მთავარი დარგები და გამოშვებული პროდუქცია:





  • სოფლის მეურნეობა (ბოსტნეული, ხილი, ჩაი, მარცვლეული, მესაქონლეობა)


  • კვების მრეწველობა (ჩაი, ორცეული, პური, რძე, უალკოჰოლო სასმელები)


  • ხე-ტყის წარმოება


სამტრედიის რაიონი მდებარეობს იმერეთის რეგიონის დასვლეთ ნაწილში ესაზღვრება სამეგრელოს და გურიის მხარეებს. სამტრედიის რაიონის მიერ დაკავებული ტერიტორიაა 364,1 კმ2 უკანასკნელი მონაცემების მიხედვით რაიონის მოსახლეობა შეადგენს 60,089 ადამიანს. სამტრედია არის რაიონული ცენტრი, რომლის მოსახლეობა 29694 ადამიანი.


მთლიანად რაიონი შეიცავს 1 დაბას (კულაში) და 48 სოფელს.



ჩრდილოეთ და შუა რიონის ნაწილები (20-27მ) არის უმაღლესი წერტილი ზღვის ზონიდან. არის მთები: ზანდო 577მ და ბუმათი (498მ), მთებს უკავია რიონის 63 კმ2 , ბარს 301 კმ2;



კლიმატი ნესტიანი, ზამთარი მოკლეა, თბილი და წვიმიანი, ზაფხული ხანგრძლივია, ნესტიანი და საკმაოდ ცხელი; საშუალო ტემპერატურა 14 გრადუსი ცელისიუსით; ზამთრის მაქსიმალური ტემპერატურაა 4.5; აგვისტოში 25.5; ნალექი 1550-1600 მგ/წ;



რაიონი მდიდარია ჰიდრო რესურსებით, მთავარი მდინარე არის რიონი, სხვა მდინარეებიდან აღსანიშნავია: ცხენისწყალი, გუბისწყალი, ჭოგნარა, ხევის წყალი და სხვა; რიონს ახასიათებს ნესტიანობა, მთავარი გზებია სახელმწიფო მნიშვნელობის 35 კმ-იანი მონაკვეთი; ადგილობრივი გზების სიგრძეა 168 კმ.



სამტრედია არსი სარკინიგზო მაგისტრალების გადაკვეთის წერტილი, აქ გადის 42 კმ-იანი სარკინიგზო მაგისტრალი, რომელიც ერთთმანეთთან საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებს აკავშირებს



იცით თუ არა რომ:




  • სამტრედიაში მდებარეობს ერთერთი უმნიშვნელოვანესი სარკინიგზო კვანძი და სატრანზიტო წერტილი მთელ კავკასიაში

  • სამტრედია 10 კმ-ით არის დაშორებული კოპიტნარის საერთაშორისო აეროპორტიდან



 

ვანის რაიონი

მოსახლეობა                                     35,824


ძირითადი ქალაქი (მოსახლეობით)      ვანი  (5400)


მთლიანი ფართობი                              558 კვ.კმ.



ეკონომიკის ძირითადი დარგები:           სოფლის მეურნეობა, საყოფაცხოვრებო მომსახურეობა


 


მრეწველობის მიმართულებანი და პროდუქციის სახეები:




  • სოფლის მეურნეობის ( ბოსტნეული, ხილი, მარცვლეული )


  • კვების მრეწველობის ( პური, ხორცი, ღვინო, კონსერვები, ჩაი)


  • ტურიზმი

 


ვანის რაიონი საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდაბარეობს. ის ესაზღვრება წყალტუბოს, ბაღდათს, და გურიის მხარეს. მანძილი ქუთაისამდე – 41 კმ.; ყველაზე ახლო რკინიგზის სადგური – სამტრედია; აეროპორტი – კოპიტნარი.


 


რაიონის ტერიტორია შეადგენს 577, 4 კვ.კმ. მოსახლეობის რაოდენობა – 35 824. რაიონის ცენტრი – ქალაქი ვანი 5400 მოსახლეობით. არის აგრეთვე მრავლად დასახლებული სოფლები, სადაც 1-3 ათასი ადამიანი ცხოვრეობს (ბზვანი, ამაღლება, სულორი, გორაზეინდარი)


 


მთავარი მდინარეებია – რიონი, სულორი, ყუმირი, ფერეთა.


 


ნიადაგი არ მიეკუთვნება ნოყიერთა რიცხვს და ამდენად ნაკლებად პროდუქტულია. კლიმატი საშუალოდ სუბტროპიკულია, რაც ხშირად ცივში გადაიზრდება, ხოლო ზოგიერთ ადგილში კონტინენტალური – ალპიურში. ტერიტორიის 78% მთიანია, დანარჩენი კი დაბლობი.


 


სოფლის მეურნეობის პროდუქტებს შორის ძირითადია: სიმინდი, ბოსტნეული, ყურძენი, ხილი, ხორცი, რძე. ყოველწლიური კულტურები და ბოსტნეული იზრდება დაბლობზე, ხოლო ყურძენი, ხილი, დაფნა და ჩაი – მთიან ადგილებში.


 


ძირითადი საავტომობილო მაგისტრალები ბაღდათი-სამტრედია და ვანი-ქუთაისი საჭიროებენ კაპიტალურ შეკეთებას.


 ტერიტორიის 5% ტყეებს უჭირავთ (29,3 ათასი ჰა). რაიონი მდიდარია თერმული წყლებით. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკურორტო ზონები ამაღლება და სულორი. აქ ერთდროულად შესაძლებელია დაისვენოს 100-150 ადამიანმა. კურორტები ითხოვენ რეაბილიტაციას;

სოფელი საპრესია განთქმულია მინერელური წყლებით, უხითი კი – ქვის საბადოებით. ეს ქვები წარმოებაში არ გამოიყენებიან.

 რაიონის ცნობილი ადგილია ნაქალაქევი. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი იქნა ანტიკური ხანის ქალაქის ნივთები და საფლავები. ისინი ინახება სახელმწიფო მუზეუმში. ნიშანდობლივია ის, რომ ნაქალაქევი დაკავშირებულია მსოფლიოში ცნობილ არგონავტების მითთან.

 


იცით თუ არა თქვენ, რომ:



  • ვანის ძველი ქალაქი დაარსდა ბერძნულ ცივილიზაციამდე;

  • ვანი გახლავთ იაზონისა და არგონავტების შესახებ ბერძნული მითის  ისტორიული საფუძვლის ნაწილი.

თერჯოლის რაიონი

მოსახლეობა 45, 680
მთავარი ქალაქი (მოსახლეობით) თერჯოლა, (5600)
მთლიანი ფართობი 357, 4 კვ.კმ.
მდებარეობა ზღვის დონიდან 90-180 მ. (საშ. 140 მ.)


ძირითადი დარგები სოფლის მეურნეობა, საყოფაცხოვრებო მომსახურეობა, მრეწველობა
მრეწველობის მიმართულებანი და პროდუქციის სახეები:


  • კვების მრეწველობის (სუფრის ღვინოები, ცქრიალა ღვინოები, კონსერვები, ჩაი)
  • კირისა და ქვის დამუშავება (მარმარილო, კირი, და ა.შ.)
  • მსუბუქი მრეწველობა (ბამბეულის ქსოვილები, სამკერვალო)






თერჯოლის რაიონი იმერეთის მხარის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ის ესაზღვრება ქუთაისის, ტყიბულის, ზესტაფონის, ჭიათურისა და წყლტუბოს რაიონებს. რაიონის ტერიტორია უდრის 357 კვ.კმ. და ბოლო აღრიცხვით მოსახლეობის რაოდენობა განისაზღვრება 45 680 მაცხოვრებლით. რაიონის ცენტრია ქალაქი თერჯოლა 5600 მაცხოვრებლით. დანარჩენი წარმოადგენს სოფლის დასახლებულ პუნქტებს. თერჯოლიდან ქუთაისამდე მანძილია – 31 კმ, ყველაზე ახლო სარკინიგზო სადგურია - ზესტაფონი (8კმ.) ხოლო აეროპორტი - კოპიტნარი” – 61 კმ.



რაიონის მთავარი მდინარეებია: ყვირილა, ძევრულა, ჯუშა, ბუჯა, ჭილაბური და წყალწითელა. შავი კარბონატული ნიადაგი ხელსაყრელ პირობებს ქმნის მებაღეობა–მებოსტნეობის განვითარებისათვის. კლიმატიც შესაბამისია ნიადაგის გათვალისწინებით. ზამთარი ნორმალურად ცივია, ხოლო ზაფხული – ცხელი და მშრალი.



მარცვლეულის ყანები და ვენახები, ძირითადად გაშენებულია დაბლობ ტერიტორიებზე, ხილის ბაღები და ბოსტნეულის ბაღჩები – მთიან ადგილებში. მეცხოველეობა განვითარებულია რაიონის მთელ ტერიტორიაზე.



ბუნებრივ რესურსებს შორის რაიონში აღსანიშნავია თერმიული წყლები და სამშენებლო მასალები. რაიონი მდიდარია სააგურე მიწით, კლდოვანი ქვით და ქვიშის კარიერებით. მოიპოვება აგრეთვე ფლინტი, რაც მნიშვნელივანია ფეროშენადნობთა წარმოებაში. რაიონში არის აგრეთვე მანგანუმის საბადო. ტერიტორიის 21% უჭირავს ტყეებს (3800 ჰა.)



1990 წლიდან საგრძნობლად გაიზარდა მაჩვენებლები სოფლის მეურნეობის ისეთი მიმართულებებით, როგორც მეცხოველეობა, მებოსტნეობა და მევენახეობა.



რაიონს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, ამაზე მეტყველებენ საავტომობილე გზები სართაშორისო – 25 კმ., ქვეყნის შიგნით - 30 კმ., ადგილობრივი – 174 კმ. სარკინიგზო გზას 20 კმ. უჭირავს.



ტურისტულ-დასასვენებელ ადგილებს შორის გამოირჩევა ნავენახევის მღვიმე, რომლის რეაბილიტაცია დაფინანსებას მოითხოვს.



იცით თუ არა თქვენ, რომ:


  • თერჯოლა ღვინის წარმოების ერთ-ერთი უდიდესი რაიონია საქართველოში;
  • ყოფილ საბჭოთა კავშირში ნავენახევის გამოქვაბული სიდიდით მეორე ადგილზეა

ბაღდათის რაიონი

მოსახლეობა 29, 473

მთავარი ქალაქი (მოსახლეობით) ბაღდათი (4,471)

მთლიანი ფართობი 815 კვ.კმ.

მდებარეობა ზღვის დონიდან 100 – 3000 მ.









ძირითადი ეკონომიკური დარგები: სოფლის მეურნეობა, მომსახურება, ტურიზმი, მრეწველ

ობა



წამყვანი სამრეწველო დარგები და პროდუქცია:

  • სოფლის მეურნეობა ( ხორბალი, ბოსტნეული, ხილი)
  • კვების მრეწველობა (ღვინო, სპირტი, მინერალური წყალი, კონსერვები, ხორცის პროდუქტები)
  • ხე-ტყის დამზადება (სამშენებლო მასალებისათვის, ავეჯისათვის)


ქართულ ენაზე ბაღდათი ბაღის ადგილს ნიშნავს, რასაც ნათლად ცხადყოფს რაიონის ჩრდილოეთი ნაწილი. ბაღდათის რაიონი მდებარეობს მდინარე ხანისწყლის ხეობაში. ის ქუთაისის, ზესტაფონის, ვანისა და აბასთუმანისაკენ მიმავალი საავტომობილო გზების შუაგულშია განთავსებული. ქალაქი ზღვის დონიდან 232 კმ. სიმაღლეზე მდებარეობს. უახლოესი სარკინიგზო სადგურისაგან 19 კილომეტრით არის დაშორებული. 2002 წლის მოსახლეობის აღრიცხვის მიხედვით თავად ბარღდათში 4 471 მოსახლეა, ხოლო მთლიანად რაიონში კი 29 473 ადამიანი ცხოვრობს. კლიმატი ნესტიანი და სუბტროპიკულია. ზამთარი საშუალოდ ცივია, ხოლო ზაფხული საკმაოდ ცხელი. წლის საშუალო ტემპერატურა +14 გრადუსია ცელსიუსით, შესაბამისად იანვარში +4,4 გრადუსია, ივლისში კი +23 გრადუსი. აბსოლუტური მინიმუმი -8 გრადუსი; აბსოლუტური მაქსიმუმი +42 გრადუსი. წლიური ნალექიანობა ( წვიმა და თოვლი) – 1500 მგ.



ხელსაყრელი კლიმატური პირობები და მცირე კავკასიის მთების მისადგომების ნოყიერი მიწა საშუალებას იძლევა ყურძნისა და სხვა სახის ხილ-ბოსტნეული კულტურების კულტივაციისათვის. რამდენიმე ფერმა სპეციალიზირებულია ყვავილების გაშენებასა და დაზადებაზე, როგორც ადგილობრივი, ასევე დსთ-ს ქვეყნების ბაზრებისათვის.



ყოფილ საბჭოთა კავშირის პერიოდში მეტად ცნობილი გახლდათ ვარციხის კონიაკი და საირმის მინერალური წყალი. რაიონის მრეწველობამ დიდი ზარალი განიცადა თავისი ტრადიციული საექსპორტო ბაზრის დაკარგვით, მაგრამ ამჟამად ინტენსიურად მიმდინარეობს აღდგენითი პროცესები. რუსეთ-გერმანიის ერთობლივი ინვესტიციაზე დაყრდნობით 1998 წლის აგვისტოში შესაძლებელი გახდა საირმის მინერალური წყლის საბადოებისა და მინის ტარის ქარხნის აღდგენა.



რაიონის სამხრეთ არეალის ორი მესამედი უჭირავს მცირე კავკასიის მთების რიგს. მჭიდრო ტყეებით დაფარული მთები ქვემოდან ზემოთ, თითქმის 3000 მ. სიმაღლისაკენ მიემართებიან და ქმნიან უნიკალურ ალპიურ პანორამას. ძვირფასი ხის ჯიშები, როგორც მუხა, კაკალი, კოპიტი, თხმელა და სხვა ფართოდ გამოიყენება მრეწველობის სხვადასხვა დარგებისათვის. ნაწარმი იგზავნება როგორც დსთ-ს ისე ევროპის კავშირის ქვეყნებში, თურქეთსა და რუსეთში. ხის რესურსების სიუხვე იძლევა საშუალებას ტყის დაღარიბების რისკის გარეშე გაფართოვდეს ამ პროდუქციის წარმოება.



მცირე კავკასიის მდიდარი კარიერები იძლევა შესაძლებლობას დამუშავდეს ისეთი ძვირფასი ქვის ჯიშები, როგორც ტუფი, გრანიტი, მარმარილო. აღნიშნული წარმოებებიც ელიან ინვესტიციებს საჭიროებენ საკმაოდ ფართო ინვესტიციებს.



მცირე კავკასიის გულში მდებარეობს მინერალური წყლების კურორტი საირმე, რომელსაც საშუალება აქვს ყოველწლიურად მიიღოს 150,000 დამსვენებელი. 1998 წლის აგვისტოში, პირველად 1991 წლის შემდეგ კურორტი კვლავ ბოლომდე შეივსო დამსვენებლებით. საირმესთან ახლომდებარე, შედარებით მცირე საკურორტო ადგილებიც ასევე განიცდიან ინვესტიციების დეფიციტს.



საირმე ითვლება იდეალურ ბაზად მცირე კავკასიონის უმაღლესი წერტილებზე მდებარე ალპიური ზონების მოსანახულებლად, რომლებიც სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უკავშირდებიან ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ ტყე-პარკს. რაიონის ბუნებრივი სილამაზე და მრავალი ეკლესია-მონასტრები ქმნიან იდეალურ კერას ტურიზმის განვითარებისათვის.



იცით თუ არა თქვენ, რომ :

  • ბაღდათის ტერიტორიის 67, 5% ტყით არის დაფარული;
  • ყოფილ საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვარციხის კონიაკის ქარხანა
  • ბაღდათის რაიონს ეკუთვნის;
  • ცნობილ საირმის აგარაკზე ყოველწლიურად 150,000 ტურისტი ისვენებს;
  • საირმის მინარალური წყლის 80% ექპორტისათვის არის განკუთვნილი

ქუთაისი

მოსახლეობა 186,400
მთლიანი ფართობი 65 კვ.კმ.
მდებარეობა ზღვის დონიდან 80-120 მ.


  • კვების მრეწველობა (ხორცი, რძის ნაწარმი, მინერალური, უალკჰოლო და ალკოჰოლიანი სასმელები)
  • ხის წარმოება (სამშენებლო მასალები, ავეჯი)
  • მსუბუქი მრეწველობა (ბუნებრივი აბრეშუმი, ხალიჩები, ტრიკოტაჟის ნაწარმი)
  • მადნეულის წარმოება (ცარცი, ცემენტი, საღებავები)
  • მანქანათმშენებლობა (საოფლი მეურნეობის მანქანები, ნავთობის ტუმბოები,

ტრაქტორები, სატვირთო მანქანები, მსუბუქი მანქანების ნაწილები, ამწეები)



ქუთაისი მეორე დიდი ქალაქია საქართველოში თბილისის შემდეგ. ის მდებარეობს იმერეთის ცენტრში მდინარე რიონის ორივე ნაპირზე. ეს არის ადგილი, სადაც რიონი მოედინება კოლხეთის დაბლობზე. ქალაქი სააბტომობილე მაგისტრალების ცენტრში მდებარეობს (აქედან შესაძლებელია დაკავშირება სოხუმთან, ფოთთან, ბათუმთან და ჩრდილო კავკასიის გზით – სამაჩაბლოსთან) რკინიგზით კი ( ბროწეულა – წყალტუბო და რიონი – ტყიბულის ხაზებით) ქალაქი უკავშირდება კავკასიის ძირითად სარკინიგზო მაგისტრალებს. ქუთაისიდან თბილისამდე მანძილლი უდრის 220 კმ. მოსახლეობის ბოლო აღწერის მიხედვით ქუთაისში ცხოვრობს 186.600 ათასი ადამიანი. ქალაქის არეალი 7000 ჰექტარია, რომლის 2/3 დასახლებულია. ქუთაისი დაყოფილია 12 მუნიციპალურ ტერიტორიად.



ჩრდილოეთ–აღმოსავლეთით ქალაქს ესაზღვრება ოკრიბის დაბლობი, ჩრდილოეთ – სამგურალის მთები, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან კოლხეთის დაბლობი. ქალაქის მოსახლეობა ძირითადად დაბლობში ცხოვრობს. ჩრდილოეთ ნაწილები განლაგებულია მდინარე რიონის ამაღლებულ ნაპირებზე. სამხრეთი ნაწილი საფიჩხიის მაღლობზე, რიონის ერთ-ერთ ტერასაზე მდებარეობს. კლიმატი შედარებით ტენიანი და სუბტროპიკულია. ზამთარი უმეტესად თბილი და მშრალია, ზაფხული კი ცხელი. საშუალო წლიური ტემპერატურა არის 14,5 გრ., რაც 5 გრ. განსხვავდება იმერეთის სხვა რაიონებისაგან. ნალექების რაოდენობა წელიწადში – 1730 მმ. ქალაქის საავტომობილე გზების სიგრძე არის 312 კმ.







იცით თუ არა თქვენ, რომ:


  • ქუთაისი დაარსდა 3, 500 წელზე მეტი ხნის წინად;
  • ბერძნული მითოლოგიის მიხედვით ქუთაისი იყო ის ქალაქი, საიდანაც იაზონმა მოიტაცა
  • ოქროს საწმისი;
  • ქუთაისი სიდიდით არის საქართველოს მეორე ქალაქი თბილისის შემდეგ;
  • ქუთაისზე გადიან გზები დასავლეთ და ჩრდილოეთ საქართველოსაკენ;
  • ქუთაისი მდებარეობს აღმოსავლეთ – დასავლეთის დამაკავშირებელ მთავარ
  • მაგისტრალზე, საიდანაც შეგიძლიათ დაუკავშირდეთ რუსეთსა და მთელ მსოფლიოს.

მხარის ძირითადი გეოგრაფიული მახასიათებლები

საერთო ტერიტორია – 6515,8 კვ.კმ.;

მათ შორის სასოფლო – სამეურნეო სავარგულები – 209013 ჰა.;

სიმაღლე ზღვის დონიდან – 63 - 1045 მ.



ადმინისტრაციული ცენტრი – ქ. ქუთაისი (250.000)



მანძილი რეგიონის ცენტრიდან რესპუბლიკის დედაქალაქამდე – 221 კმ.-ია; უახლოეს სანავსადგურო ქალაქ ფოთამდე – 103 კმ.;



ადმინისტრაციული ერთეულების რიცხვი – 12; ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ხარაგაულის, ხონის, ტყიბულის, ჭიათურის, წყალტუბოს რაიონები. აგრეთვე ქალაქი ქუთაისი, სადაც თავმოყრილია მრეწველობის, კულტურის, მეცნიერების მნიშვნელოვანი ობიექტები.



იმერეთის ბუნების სირთულე და ეგზოტიკა მისმა ორიგინალურმა გეორგაფიულმა მდებარეობამ განაპირობა (ფართობი 6,5 ათასი კვ.კმ.,). იმერეთი განფენილია დასავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც ვერტიკალურ ჭრილში (ზღვის დონიდან 20 მეტრის სიმაღლიდან 2850 მეტრის სიმაღლემდე) ყველა ლანდშაფტური სარტყელი გვხვდება – ნოტიო სუბტროპიკებიდან დაწყებული, ალპური მდელოებით დამთავრებული. ამ თვალსაზრისით იმერეთის მხარე თავისებურ ლანდშაფტურ კვანძს წარმოადგენს.



იმერეთს გააჩნია კარგად გამოკვეთილი ბუნებრივი საზღვრები, რაც მის ფიზიკურ – გეოგრაფიულ განკერძოებულობას ანიჭებს და ბუნებათსარგებლობის მხრივ მსოფლიოს ერთ-ერთ საინტერესო ერთეულად ხდის. იმერეთის ბუნებრივი საზღვრები ყოველი მხრიდან მკაფიოდ გამოხატულ მთებსა და ხეობებზე გადის. მაგ., ჩრდილოეთით რაჭის ქედს მიუყვება, აღმოსავლეთით – ლიხს, სამხრეთით – მესხეთს, დასავლეთით – მდ. ცხენისწყალს.



იმერეთი საქართველოს სხვა მხარეებს უკავშირდება მთელი რიგი უღელტეხილებით: რაჭას – ნაქერალას (1235მ.) და შქმერის; ქართლს – რიკოთისა (999 მ.) და სურამის (947 მ.); მესხეთს – ზეკარის (2178 მ.).



იმერეთის მხარე მდიდარია შიდა წყლებით. მთავარ ტრანზიტულ მდინარეებს მიეკუთვნება რიონი და ცხენისწყალი (რიონის სიგრძე იმერეთის ფარგლებში 95 კმ., ცხენისწყლისა კი 60 კმ.). რიონ – ცხენისწყალზე გაზაფხულ – ზაფხულში წყალდიდობაა, ზამთარში – წყალმცირობა, ხოლო წყალმოვარდნა შემოდგომაზე. მდინარე რიონს იმერეთში მრავალი შენაკადი გააჩნია, ისინი საზრდოობენ წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლებით.



იმერეთი ზღვის ნოტიო სუბტროპიკული კლიმატის ოლქში მდებარეობს და რელიეფის შესატყვისად ჰავის სიმაღლებრივი ზონალურობით ხასიათდება. იმერეთის ვაკე – დაბლობზე ჭარბად ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. იმერეთის დაბლობის დასავლეთ ნაწილში (სამტრედიის რ-ნი). ზამთარი მოკლეა, თბილი და წვიმიანი, ზაფხული ხანგრძლივი და საკმაოდ ცხელი, წლიური საშუალო ტემპერატურა 14-14,5 С. ეს მაჩვენებლები იმერეთის მხარეში მცირდება დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ და მთიან ზოლში სიმაღლის ზრდასთან ერთად. იანვრის საშუალო ტემპერატურა იმერეთის ვაკე – დაბლობის ნაწილში 5,2 – 5,5 С, ივლისის 23,2 – 23,6 С. ნალექების მაქსიმუმი იმერეთში ძირითადად შემოდგომასა და ზამთარშია. მთისწინეთისა და დაბალმთიან ზონაშიც ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. საშუალო და მაღალმთიან ზონაში დამახასიათებელია ნოტიო, ცივი, ხანგრძლივზამთარიანი და მოკლე, გრილზაფხულიანი კლიმატის ტიპი და ესეც დასავლეთ საქართველოს ზღვის სუბტროპიკული ნოტიო ჰავის ოლქში შედის.



დღეისათვის იმერეთში ბინადრობს, როგორც ვაკე – დაბლობის, ისე მთისთვის დამახასიათებელი ცხოველები: დათვი, მგელი, მელა, ტურა, მაჩვი, კვერნა, დედოფალა, კურდღელი. ბევრია მღრღნელები. რაჭის ქედის სამხრეთ და მესხეთის ქედის ჩრდილო კალთებზე გვხვდება კავკასიური ირემი, შველი, არჩვი, გარეული ღორი, მურა დათვი, ფიცხვერი, გარეული კატა, წავი და სხვა. ფრინველებიდან აღსანიშნავია: ტყის ქათამი, ოფოფი, მწყერი, გარეული მტრედი, გვრიტი, შაშვი, მოლაღური, კოდალა, ჩხართვი, ქორი, ჩხიკვი, მიმინო, ძერა და სხვა. მდინარეებში ბევრია თევზი: კალმახი, ქაშაყი, წვერა, ნაფოტა, ღორჯო და ა.შ.



ნიადაგის ძირითადი მახასიათებლები:



სუბტროპიკული ეწერი და ეწერ-ლებიანი ნიადაგების ორი ვრცელი მასივია წარმოდგენილი იმერეთში. დანარჩენი ნიადაგები ხელსაყრელია სუბტროპიკული კულტურებისათვის (ჩაი, დაფნა, ხურმა, ბროწეული და სხვა), ბაღ-ვენახების, სიმინდისა და პარკოსანი კულტურის დაბლობები, ანუ ისტორიული “ვაკე” (კოლხეთის დაბლობის აღმოსავლეთი ნაწილი), ზემო იმერეთის მაღლობი, გორმღლის, ოკრიბა – არგვეთისა და გაცამანიის ქედები, წყალტუბოს, შიდა ოკრიბისა და საჩხერეს ქვაბულები, ყვირილას, რიონის, ცხენისწყლის, სულორის, წყალწითელის, ლეხიდარის ხეობები და ა.შ.





სასარგებლო წიაღისეული, კარიერები, მაღაროები:



იმერეთის რეგიონი მდიდარია ბუნებრივი რესურსებით. მათ შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სასრგებლო წიაღისეულს. აღსანიშნავია მანგანუმის მადნისა და ქვანახშირის, მოსაპირკეთებელი მასალების(ტეშენიტი, კირქვები, მარმარილოსებრი კირქვები, ტუფი, ბაზალტი) სააგურე, კერამიკული და ცეცხლგამძლე თიხების, კალიუმის, ალუმინისა და ეკოლოგიურად სუფთა სასუქების მისაღებად ვარგისი გლაუკონიტის შემცველი ნედლეულის, გიშერის, მინერალური და თერმული წყლების საბადოები. მათგან საკმაოდ ცნობილია შემდეგი საბადოები:

· ჭიათურის მანგანუმის საბადო-მაღალი ხარისხის ჟანგეული და კარბონატული

მანგანუმის მადნებით. მარგანეცის შემცველობა 11-55%-მდე. დამტკიცებული მარაგი შეადგენს 195 მლ. ტონას. საბადოს ამუშავებს ს.ს “ჭიათურმანგანუმი”.

· ტყიბული-შაორის ქვანახშირის საბადოები-ძირითადად ენერგეტიკული ქვანახშირია, ნაცრიანობა 30-45%, საშუალო თბოუნარიანობა-5500კალორია. მარაგი300მილ. ტონა. ამუშავებს ს.ს “ტყიბულნახშირი.”

· მოსაპირკრთებელ მასალათა შორის ტეშენიტი საქართველოში ითვლება ძირითად ნედლეულად. იგი მაგმური წარმოშობის გაბროიდული ქანია. იმერეთის რეგიონში ტეშენიტის დაძიებული მარაგი 4,7 მილ. მ3-ია, პროგნოზული 7მლნ. მ3.

· კირქვა და მარმარილოსებური კირქვა-ერთ-ერთ ძირითად ნედლეულს წარმოადგენს სამშენებლო და მოსაპირკეთებელ მასალათა დასამზადებლად. რეგიონში არსებობს კირქვისა და მარმარილოსებური კირქვის მრავალი დაძიებული საბადო და პერსპექტიული გამოვლინება, რომელთა საერთო მარაგი რამოდენიმე ათეული მილიონი კუბური მეტრია (ბაზალტი, ტუფი, დიურიტი, გრანიტი).

· გლაუკონიტი-შესაძლებელია გამოყენებული იქნას როგორც კალიუმისა და ალუმინის მისაღებად, ასევე ეკოლოგიურად სუფთა ბუნებრივი სასუქების დასამზადებლად. გლაუკონიტიანი ქვიშაქვების მარაგი რეგიონში პრაქტიკულად ამოუწურავია. მათი უმრავლესობა კალიუმისა და ალუმინის ჟანგებს შეიცავს მეტი რაოდენობით ვიდრე აშ.შ.-ს “ნიუ-ჯერსის” საბადო.

· მინერალური და თერმული წყლები-რეგიონში არის ამ რესურსების რამდენიმე ცნობილი საბადო და გამოვლინებაა მათ შორის: საირმის, კვერეთის, სიმონეთის, ლეღვას, სულორის, ამაღლების, ზვარეს და წყლტუბოს მინერალური და თერმული წყლები.

არქიტექტურული ძეგლები, მონასტრები, ციხეები, არქეოლოგიური ნამოსახლარები

არქიტექორული ძეგლების საერთო რაოდენობა 130

აქედან: ა) ეკლესია-მონასტრები 78

ბ) ციხეები 13

გ) არქეოლოგიური ძეგლები 39



ბაგრატის ტაძარი



ღვთისმშობლის მიძინების (ბაგრატის) ტაძრის მშენებლობა დასრულდა 1003 წ. ტაძარს თავისი ხუროთმოძღვრული და მხატვრული ღირებულებით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული არქიტექტურის ისტორიაში, როგორც განვითარებული შუა საუკუნეების დროინდელი სტილის საბოლოო დამკვიდრებულ ნაწარმოებს. ხელოვნების თვალსაზრისით უნაკლო ბაგრატის ტაძარი საეკლესიო სიწმინდეებითა და ნივთსამკაულითაც გამორჩეული იყო. აქ ინახებოდა მაცხოვრის სამსჭვალი და მოციქული თომას ნაწილები, პალიასტომის და ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატები. ბაგრატის ტაძარი ერის ერთიანობის სიმბოლოდ იყო ოდითგან მიჩნეული. 1994 წელს შეიქმნა ბაგრატის ტაძრის კომპლექსის აღორძინების ფონდი, რომლის საპატიო პრეზიდენტია უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათალიკოს – პატრიარქი ილია II. 1995 წ. ბაგრატის ტაძარი და გელათის სამონასტრო კომპლექსი იუნესკომ აღრიცხვაზე აიყვანა, როგორც მსოფლიო მემკვიდრეობის საგანძური.



გელათი




ქალაქ ქუთაისიდან 11 კმ-ის დაშორებით, აღმოსავლეთით, მდინარე წყალწითელას თვალწარმტაც ხეობაში მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ძეგლი გელათის მონასტერი. მონასტერი წარმოადგენსხუროთმოძღვრულ ანსამბლს: მთავრი ტაძარი, რომელიც სამი წახნაგოვანი აბსიდით მნახველისკენაა მიმართული, მისგან აღმოსავლეთით შედარებით მცირე მოცულობის წმ. გიორგის გუმბათიანი ეკლესიაა. ხოლო დასავლეთით - წმ.ნიკოლოზის ეკლესიის ორსართულიანი შენობა - თაღოვანი გასასვლელით ქვემო სართულზე. ოდნავ მოშორებით, წყაროს თავზე, აღამრთულია სამრეკლო, რომლის ქვედა სართულში თიხის მილებით გაყვანილია სასმელი წყალი. მთავარი ტაძარისა და წმ. ნიკოლოზის ეკლესიის დასავლეთით დგას XII საუკუნეში დავით აღმაშენებლის მიერ დაარსებული აკადემიის შენობა.



გელათის მონასტერს საფუძველი XII საუკუნის დასაწყისში ჩაეყარა.მშენებლობა 1106 წელს დაიწყო დავით აღმაშენებლის ინიციატივით. ამ პერიოდში დაარსდა გელათში მონასტერი და აკადემია, რის წყალობითაც იგი გახდა არა მარტო საეკლესიო ცხოვრების სავანე, არამედ საერო განათლების ცენტრი და ფილოსოფიური აზოვნების კერა.



ამჟამდ გელათის მონასტერი დაცულია სახელმწიფოს მიერ და ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ფილიალს წამროადგენს.





ღვ თისმშობლის მთავარი ტაძარი. გელათის მონასტრის არქიტექტურული ანსამბლიდან თავისი სიდიდით, მხატვრული გაფორმებით და მნიშვნელობით გამოირჩევა ღვთისმშობლის ტაძარი (სიგრძე 29,20 მ, სიგანე 20,20 მ, სიმაღლე, უგუმბათოდ 20 მ, გუმბათით-36,39 მ.) ტაძრის აგება დაიწყო დავით აღმაშენებლის მიერ მონასტრის დაარსებისთანავე და დამთავრდა მისი სიკვდილის შემდეგ, მეფე დემეტრეს დროს (1130 წ.), რომელმაც მოახატვინა და აკურთხებინა ტაძარი.



შენობის ასაგებად ძირითადად გამოუყენებიათ ადგილობრივი კირქვა. კედლებისათვის-რიყის ქვა და დუღაბი, შემდეგ ორივე მხრიდან მოუპირკეთებიათ ლამაზად დამუშავებული ფილაქვით, რომელიც ზოგან განსაცვიფრებელი სიდიდისაა.



ტაძრის ფასადები დეკორირებულია გრძელი ჩარჩოებითა და მსუბუქი კამარნარებით. გელათის მთავრი ტაძარი დეკორის თვალსაზრისით, გარედან დასრულებული არ არის. საკურთხევლის შუა სარკმლის მინიატურული ნახევარსვეტებისა და დისკოს დახვეწილი ჩუქურთმები, ასევე სამხრეთ ფასადის სარკმლის გადაწყვეტა მოწმობს, რომ ტაძარი დეკორატიული ჩუქურთმებით უნდა ყოფილიყო მოპირკეთებული ეპოქის შესაფერისად.

ტაძრის თანადროული სამხრეთის მინაშენი, რომელსაც აფსიდა ტაძრის მსგავსად აქვს გამოშვერილი, ასევე შემკულია კედლის კამარნებით.



ტაძრის შიდა სივრცე გრანდიოზულია; გუმბათის 16 სარკმლიანი მასიური ყელი ეყრდნობა საკურთხევლის აფსიდის გამონაშვერ კედლებს და ორ მძლავრ საყრდენს, ფართო თაღებით რომ უერთდება ტაძრის დასავლეთის კედელს. ნათრექსის ზემოთ ქანდარაა. ქანდარაზე ასასვლელი კიბეები მოთავსებულია ტაძრის გვერდით კედლების ბოლოებში. ფართო, დიდებულ აფსიდას, რომელიხ სამი ფანჯრით არის განათებული, ქვემოთ, საკურთხევლის მთელ სიგრძეზე, შემოუყვება ოთხსაფეხურიანი დასაჯდომი, ცენტრში კი დგას შვიდსაფეხურიანი ტახტი.



საკურთხევლის ჩრდილოეთით მოთავსებულია სამკვეთო, ხოლო სამხრეთით-სალარო. ფართო და მაღალ ტაძარში სინათლე კედლებისა და გუმბათის ყელის ფანჯრებიდან შემოდის. ტაძარში მნახველის ყურადღებას იპყრობს საკურთხევლის აბსიდის კონქში წარმოდგენილი მაღალმხატვრული ოსტატობით შესრულებული მოზაიკური კომპოზიცია. კომპოზიციის ცენტრში, ოქროსფერ ფონზე, გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით, მარჯვნინ და მარცხნივ მთავარანგელოზები - მიქაელი და გაბრიელი. მოზაიკა ტაძრის არქიტექტურის თანადროულია.



ამ დროს ფერწერა ადგილს უთმობს შედარებით მოგვინო, ძირითად XVI-XVII საუკუნეებში შესრულებულ მხატვრობას. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ჩრდილოეთის კედლის ქვედა რეგისტრის მხატვრობა (XVI ს.), სადაც წარმოდგენილი არიან ისტორიული პირები. დავით აღნმაშენებელი გამოსახულია მარჯვნივ, მთელი ტანით, რომელასც მარცხენა ხელში უჭირავს მთავარი ტაძრის მოდელი, მარჯვენაში-სიგელის გრაგნილი. ეს ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი, თუმცა გვიანდელი პორტრეტია დავით აღმაშენებლისა, რომელიც დამშვენებულია ასომთავრული წარწერით:

„დიდ მეფეთა შორის წარჩინებული აღმაშენებლის საუკუნოდმცა არს ხსენება დავით, ამინ“.



დავით აღმაშენებლის გვერდით გამოსახულია დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსი ევდმონ ჩხეტიძე (XVI ს.) ვინაობის აღმნიშვნელი წარწერით. მის გვერდით წარმოდგენილი არიან იმერეთის მეფე ბაგრატ III (1510-1565) და მისი მეუღლე ელენე. შემდეგ იმერეთის მეფე გიორგი ბაგრატის ძე (1565-1584), მისი მეუღლე რუსუდანი და მათი შვილი ბაგრატი: თითოეულ მათგანს აქვს შესაბამისი წარწერა.



ჩრდილოეთის სვეტზე აღმოსავლეთიდან მიშენებულია ორსაფეხურიანი პატარა გუმბათოვანი ქვის ტახტი, რომლის კარნიზზე ვკითხულობთ: "მოიხსენე, უფალო, ტახტის ამის აღმაშენებელი მეფის ალექსანდრეს ძე, გელათელი მიტროპოლიტი იოსებ. ამას წელსა იყო ქრისტეს აქეთ ქრონიკონი ჩღ. (1760 წ.)".



ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში, ქანდარაზე ასასვლელ კიბესთან, დასაფლავებულია იმერეთის მეფე სოლომონ I (1751-1784). ტაძრის აქვს მინაშენები. ერთი მაგანი (სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან) აუშენებია დავითის შვილის დემეტრეს.

გელათის მონასტერი ითვლებოდა ქართულ მეფეთა საძვლედ. XII საუკუნიდან აქ მარხავდნენ საქართველოს მეფეებს, XV საუკუნიდან (საქრთველოს პოლიტიკური დანაწილების შემდეგ) - მხოლოდ იმერეთის მეფეებს.



ხალხური გადმოცემა ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთ მინაშენს უკავშირებს თამარ მეფეს სახელს. აქ წელიწადში ერთხელ იმართებოდა თამარ მეფის მოსახსენებლი პარაკლისი, მემატიანის აზრით, თამარი დამარხულია გელათის მონასტერში. თამარის თანამედროვე ისტორიკოსები აღნიშნავენ: "თამარი ახალს მონასტერსა გელათს დამარხესო".

სამხრეთ-აღმოსავლეთი მინაშენის კედლები მოხატულია XII საუკუნეში. ჩვენამდე მოაღწია ამ მხატვრობის უმნიშვნელო ნაშთებმა. XIII საუკუნის მეორე ნახევარში იგი ხელმეორედ მოიხატა და ეს უკანასკნელი უკეთ არის შენახული. ამავე ეკვდერში წარმოდგენილია თამარ მეფის შვილიშვილის დავით ნარინის (1247-1289) ორი გამოსახულება, ერთი საერო, ხოლო მეორე-ბერის ტანსაცმელში.



ტაძრის ჩრდილოეთ კარიბჭეში დასაფლავებულია დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსი ზაქარია ქვარიანი (გარდაიცვალა 1660 წ.) კარიბჭის კედლის მხატვრობა XII საუკუნისაა. აღმოსავლეთ კედელზე მოცემულია XV საუკუნის დასასრულისა და XVI საუკუნის დასაწყისის მხატვრობა-მეფე დედოფლის კურთხევა.



კარიბჭის აღმოსავლეთი ეკვდარის კედლები დაფარულია XVII საუკუნის ფრესკებით.

ტაძრის უძველესი მხატვრობა წარმოდგენილია დასავლეთის კარიბჭეში. აქ შემორჩენილია 1125-1130 წლების მხატვრობის ნაშთები. მხატვრობის ძირითადი თემაა მსოფლიოს შვიდი საეკლესიო კრება-უნიკალური XII საუკუნის ხელოვნებაში.



კარიბჭის სამხრეთ ნაწილში მოთავსებულია ოთხსვეტიანი პატარა ეკვდარი, რომლის სამხრეთ კედელზე გამოსახულია იმერეთის მეფე ალექსანდრე III გიორგის ძე და მისი მეუღლე ნესტან დარეჯანი (XVII ს.). კარიბჭეში დაკრძალული არიან XIX საუკუნის სასულიერო პირები.





წმ. გიორგის ეკლესია მთავრი ტაძრის აღმოსავლეთით დგას XVIII საუკუნეში აგებული წმ. გიორგის ეკელესია. ტაძრის გეგემა და შიდა გაფორმება შეესატყვისება ეპოქის ტრადიციებს. ყურადღებად იპყრობს გუმბათქვეშა საყრდენების ორიგინალური გადაწყვეტა-მრგვალი სვეტები, რომელთა ბაზები შემკულია ფესტონების ორი რიგით. ტაძარში დაცულია სამმალიანი დაბალი ტიხარი, რომელიც დანარჩენი ნაწილისაგან ყოფს საკურთხეველს. იგი ტაძრის თანადროულია.

დასავლეთის თაღის ქვეშ შესრულებული წარწერა გვამცნობს, რომ, წმინდა გიორგის ეკლესიის კედლები მოუხატვინებია დასავლეთ საქართველოს კათილოკოსს ევდმონ ჩხეტიძეს ( XVI ს.). იგი გამოსახულია სამხრეთის კედელზე. მის გვერდითაა იმერეთის მეფე ბაგრატ III მეუღლითურთ. გარდა ამისა, ეკლესიაში გამოსახულია სხვა ისტორიული პირებიც. ძირითადი ნაწილი კი უკავია საეკლესიო შინაარსის ფრესკებს.

ეკლესიის ფასადს არა აქვს დეკორი, მაგრამ შესასვლელი მოჩარჩოებულია ლამაზი რელიეფური ორნამენტით. დასავლეთის კარიბჭის სამხრეთ ნაწილში შემორჩენოლია მაღალი ოსტატობით შესრულებული მხატვრობის ნაშთი.

წმ.გიორგის ეკლესია თურქთა შემოსევის შედეგად დაზიანებულა 1510 წელს, მაგრამ იგი ბაგრატ III მალე განუახლებია. სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა გელათში დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსო კათედრის გადმოტანა.





წმ.ნიკოლოზის ეკლესია. მთავარი ტაძრის დასავლეთით დგას წმ. ნიკოლოზის ორსართულიანი ეკლესია და აკადემიის შენობა ფუნქციონალურად დაკავშირებულია ერთმანეთთან.

შენობის პირველ სართულზე თაღიანი გასასვლელია. აღმოსავლეთისა და დასავლეთის თაღები მაღალია, ჩრდილოეთისა და სამხრეთის – შედარებით დაბალი. ეს ნაგებობა წარმოადგენს პოსტამენტს, რომელზედაც აღმართულია ჯვრის ტიპის პატარა ეკლესია. ფანჯრისა და კარის ჩარჩოები მოკლებულია ორნამენტულ მორთულობას. პირველი სართული მეორეს უერთდება ქვის კიბით.



სამრეკლო. გელათის სამრეკლოს შენობა სამსართულიანია. მათგან პირველი ორი მონასტრის დროინდელია, ხოლო მესამე-ღიასარკმლიანი გუმბათი-შედარებით გვიანდელი (XIV). პირველ, ღია თაღებით შეკრულ, სართულზე გამოყვანილია წყალი. ისტორიული წყაროები გვამცნობენ, რომ წინათ წყალი მილბით შედიოდა ყველა პალატასა და სადგომში.



დავით აღმაშენებლის საფლავი: მთავრი ტაძრის სამხრეთით ორსართულიანი გრ ძელი ნაგებობაა, საიდანაც წინათ ხალხი მონასტერში შედიოდა. ამ შენობაში დაკრძალულია დავით აღმაშენებლი. საფლავს ზემოდან უზარმაზარი ქვა ადევს წარწერით : ,,ესე არს განსუანსველებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე, რამეთუ მთნავს ამას დავემკვიდრო მე''.

მონასტრის შესასვლელს სოფლის მხრიდან ჰქონია რკინის კარი. იგი მეფე დემეტრე I მოუტანია განჯიდან, როგორც ქართველ მეომართა ნადავლი 1138-1139 წლების ლაშქრობის დროს და გელათის მონასტრისათვის უბოძებია.

არის გადარჩენილ ნახევარზე არაბული წარწერაა, სადაც აღნიშნულია შემკვეთი, ოსტატი და დამზადების თარიღი (1063 წ.).



აკადემიის შენობა. XII საუკუნის ქართული კულტურა და განათლება მჭიდროდ არის დაკავშირებული დავით აღმაშენებლის მოღვაწეობასთან. კერძოდ, გელათის მონასტერისა და აკადემიის დაარსებასთან. მემატიანე მოგვითხრობს: "დავითმა შემოკრიბნა კაცნი პატიოსანნი ცხოვრებითა და შემკულნი ყოვლითა სათნოებითა... იძინა და კეთილად გამოიძინა, მოიყვანა და დაამკვიდრა". ე.ი. მან შეკრიბა სწავლულნი და მოიწვია გელათში სამოღვაწეოდ, რომლებიც გამოირჩეოდნენ თავიანთი ნიჭითა და ზნეობრივი სიფაქიზით. გელეთში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ გამოჩენილი ფილოსოფოსები: იოანე პეტრიწი, არსენ იყალთოელი და სხვები. მემატიანე გელათის სამეცნიერო დაწესებულების შესახებ გვამცნობებს: "გელათი არს აწ წინამდებარე ყოვლისა აღმოსავლეთისა მეორედ იერუსალიმად, სასწავლოდ ყოვლისა კეთილისად, მოძღურად სწავლულებისად, სხუად ათინად, ფრიად უაღრეს მისსა".



გელათის აკადემიაში დაიწერა და ითარგმნა მრავალი ისტორიული, ფილოსოფიური და ლიტერატურული ნაწარმოები. აქ ითარგმნა ბერძნული ენიდან ქართულ ენაზე იოანე პეტრიწის მიერ არისტოტელეს, იოსებ ფლავიოსის, პროკლე დიადოხოსის, ნემესიოს ემესელის თხუზულებანი, არსენ იყალთოელის მიერ "დიდი სჯულის კანონი" და სხვა. აკადემიაში ისწავლებოდა: არითმეტიკა, გეომეტრია, გრამატიკა, რიტორიკა, ფილოსოფია, ასტრონომია და მუსიკა. აქ არსებობდა ობსერვატორია, საიდანაც დაკვირვებას აწარმოებდნენ ციურ მნათობებზე. გელათში არსებობდა ოქრომჭედლობის სკოლა, სადაც იქმნებოდა ხელოვნების იშვიათი ძეგლები. საკმარისია დავასახელოთ XII საუკუნის ნაწარმოები ხახულის ხატი, რომელიც მაღალმხატვრული ოსტატობითაა შესრულებული. გელათის აკადემიამ იარსება XVI საუკუნის 20-იან წლებამდე.



აკადემიის შენობა მონასტრის დასავლეთით, ციცაბო ფლატეზე დგას. შესასვლელს მდიდრულად გაფორმებული ოთხსვეტიანი კარიბჭე აქვს, რომელიც ლამაზად მოჩუქურთმებული თაღებით ეყრდნობა სხვადასხვა ფორმის ოთხ ბოძს; ერთ-ერთი ბოძის კაპიტალზე ამოკვეთილია ლომი. კარიბჭე უკავშირდება უზარმაზარ დარბაზს. ნაგებობა ოთკუთხედი ფორმისაა, რომლის სიგრძე 25 მეტრია, სიგანე -10. თავის დროზე იგი გადახურული ყოფილა. კედლების გასწვრივ ქვის დასაჯდომებია, რომელიც აკადემიის მსმენელთათვის იყო გათვალისწინებული. დარბაზის ჩრდილო-დასავლეთის შუა კედელთან დგას თაღებიანი ოთკუთხა მაგიდა, წყალწითელას ხეობისაკენ მიმართული მრავალი თაღოვანი სარკმელი უზრუნველყოფს შენობის კარგ განათებას. სამხრეთ დასავლეთის შესასვლელთან კიბე ეშვება კედელზე დაფუძნებული ვესტიბიულისაკენ. წყალწითელას ხეობისაკენ მიმართული შენობის ფასადი, რომელიც გამაგრებულია ნახევრადმრგვალი გამოშვერილი კონტრფორსებითა და მრავალრიცხოვანი თაღოვანი ფანჯრის მწყობრი რიგით, დიდებულ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე.



გელათის მონასტრის გალავნის გარეთ, მთის ფერდობზე, სხვადასხვა ნაგებობათა ნანგრევებია. ისინი ისტორიულად და ფუნქციონალურად უკავშირდებიან გელათის მონასტერს. აქ, უწინარეს ყოვლისა, ყურადღებას იპყრობს მონასტრის აღმოსავლეთით მაღლობზე მდებარე შენობის ნანგრევები, რომელიც მონასტერის სახელწოდებითაა ცნობილი. მკვლევარები მონასტერის მიდამოებში ვარაუდობენ ქსენონის არსებობას, რომელიც დავით აღმაშენებელმა დააარსა. გელათის მონასტრის გალავნის გარშემო არის აგრეთვე საბას საყდარი, ელიას ეკლესია, სენაკები, ქვითკირის ციხის ნანგრევები და სხვა.



გელათის ხუროთმოძღვრული ანსამბლი აღორძინების ეპოქის დიდმნიშვნელოვანი ძეგლია, რომელსაც საპატიო ადგილი უკავია ქართული ერის კულტურის საგანძურში.





მოწამეთას მონასტერი



მოწამეთას მონასტერი ულამაზეს ხატადაა ჩაწერილი მდინარე წყალწითელას ხეობაში. მონასტერი დაარსებულია VIII საუკუნის პირველ ნახევარში არაბთა წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული ძმების, არგვეთის მთავრების დავით და კონსტანტინეს უკვდავსაყოფად. ქართულმა ეკლესიამ ძმები წმინდანებად შერაცხა, მათი ნეშთი ამჟამად მონასტრის ეკლესიაშია დასვენებული. ყოველი წლის 15 ოქტომბერს მათი სახელის ხსენების დღეს აქ უამრავი მორწმუნე მოდის.



გეგუთის სასახლე



გეგუთის სასახლე ფეოდალური ხანის საქართველოს საერო არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლია. შენობის ნანგრევებს ამჟამად 2000 კვ.მ. უჭირავს. კომპლექსის ძირითადი ნაწილი XII საუკუნის არის, თუმცა VIII - XI საუკუნეების სამშენებლო ფენებიც დადასტურებულია. სასახლეს ჰქონდა თავისი ეკლესია. გეუთის სასახლე ქართველ მეფეთა საზაფხულო რეზიდენცია იყო.



უბისის მონასტერი



უბისის მონასტერი დაარსებულია IX საუკუნეში და უკავშირდება გამოჩენილი ქართველი სასულიერო მოღვაწის გრიგოლ ხანძთელის სახელს. კომპლექსის ძირითადი ნაგებობა წმინდა ეკლესია (IX ს.), ოთხსართულიანი კოშკი, მესვეტის სამყოფელი (XIIს.). ძველი გალავნის ნაშთი, სამრეკლო და სხვა. უბისის მონასტერი აგრძელებს ქართული მონუმენტური მხატვრობის საუკეთესო ტრადიციებს: დახვეწილობას, სინატიფეს, ფერთა შეხამებას.



კაცხის ტაძარი



კაცხის ტაძარი აგებულია XI საუკუნეში. კაცხის ტაძართან არსებობდა მონასტერი, რომელიც XVIII–XIX სს.-ში თავად აბაშიძეების საკუთრებას და საძვალეს წარმოადგენდა. კაცხის ტაძარი არქიტექტურის მნიშვნელოვანი ძეგლია.

ისტორიული და კულტურული ძეგლები

ხონის რაიონი
ხონი – წმ. გიორგის ეკლესია – XI ს.
გორდი – დადიანების საზაფხულო რეზიდენცია XI ს.

წყალტუბოს რაიონი
ქვირიშორი – შუა საუკუნეების ციხე
ხომული – გოგლიას ციხე და ეკლესია – შუა საუკუნეების ციხე
გეგუთი – ციხე-დარბაზი – IX XI XII ს. ს.
სოფ დერჩი ნათლის ცემის ეკლესიაXI ს.
ზარათის ეკლესია XII ს.
ფარხანაყანევის ხის ეკლესია XVII ს.
ზელა ლა ქვედა მესხეთის ხის ეკლესია XVII ს.

ჭიათურის რაიონი
კაცხი – მაცხოვრის ეკლესია XI ს.
კაცხის მიდამოები – სვეტი V – VI ს. ს.
მღვიმევი – მონასტერი XII ს.
სვერი – შუა საუკუნეების ციხე
პერევისის ეკლესია XII ს.
ითხვისის ეკლესია VII-VIII ს.

ქუთაისი
ბაგრატის ტაძარი XI ს.
უქიმერიონის ციხე – ადრე შუა გვიანი საუკუნეები
ოქროს ჩარდახი XVIIს.
მწვანე ყვავილის ისტორნრიული ძეგლები-XI-XVII-XX ს.

ვანის რაიონი
ამაღლება-მაცცხოვრის ეკლესია-1619 წ.
ამაღლება მიდამოები სალომიანო-ეკლესია კანკელით შუა საუკუნეები
გადიდი ეკლესია –XIს
გორა ეკლესია ბაზილიკური ადრე შუა საუკუნეები
გშრა ციხე კოშკი თათრის ნაციხარი შუა საუკუნეები
დიხაშხო სამების ეკლესია XVI-XVIII ს.
ვანის ახვლედიანების უბანი ანტიკ5ური ხანის ნაქალაქევი.
ზედა ვანი მთავარ ანგელოზის ეკლესია XII-XIII ს.
სულორი ქვაშვეთის ეკლესია შუა საუკუნეები
შუა მთა წმ. გიორგის ეკლესია 1615 წ.

ზესტაფონის რაიონი
ზედა საქარა გუმბათიანი ეკლესია XI ს.
ზედა წევა ეკლესია XII ს.
ტაბაკინი წმ. გიორგის ეკლესია X_XI ს.
შორაპანი ციხე შუა საუკუნეები
შროშა ციხე შუა საუკუნეები
ჭალადღე თამარის ხიდი შუა საუკუნეები

თერჯოლის რაიონი
სკანდე სკანდეს ციხე ადრეული და განვითარებული შუა საუკუნეები
ჩხარის კომპლექსი-წმინდა გიორგის ეკლესია-სიმრეკლო-გალავანი. გვიანი შუა საუკუნეები
ჩხარის ოქონის მაცხოვრის ეკლესია შუა საუკუნეები.

ბაღდათის რაიონი
დიმი კოშკი XVII-XVIII ს.
ვარციხე ციხე შუა საუკუნეები
ბაღდათი ციხე შუა საუკუნეები
საირმე ეკლესია შუა საუკუნეები
ობჩა წმ. გიორგის ეკლესია შუა საუკუნეები
ობჩა ოტიას ციხე შუა საუკუნეები
წითელ ხევი დევიძეების ეკლესია X-XI ს.

ხარაგაულის რაიონი
ბაზალეთი ციხე შუა საუკუნეები
ბორითი ეკლესია გვიანი წუა საუკუნეები
გედსამანია მონასტერი განვითარებული შუა საუკუნეები
გვიბრალი მელის ციხე X_XII ს.
ვარძია განახლებლი მონასტერიXIX ს.
უბისის სამონასტრო ანსამბლიIX-XII ს.
ხანგის ციხე კოშკი-გამოქვაბული შეა საუკუნეები
ჩხერის ციხე

სამტრედიის რაიონი
ეკლესია შუა საუკუნეები
ოფეთი მთავარ ანგელოზის ეკლესია XI ს.
საჯავახო ღვთის მშობლის ეკლესია განვითარებული შუა საუკუნეები
ტოლები თამარის ციხე განვითარებული შეა საუკუნეები

საჩხერის რაიონი
არგვეთი ოქონის ეკლესია განვითარებული შუა საუკუნეები
დუმთა ეკლესია გორი ჯვარი თევზაძეების ციხე შუა და გვიანი საუკუნეები
სავანე წმ. გიორგის ეკლესია 1042 წელი
ციხე მოდი ნახე განვითარებული შუა საუკუნეები
ორეთი ეკლესია XI ს.
ჯრუჭის მონასტერი XVI ს.

ტყიბულის რაიონი
გელათის სამონასტრო ანსმბლი XII-XIII-XIV ს.
მოწამეთის სამონასტრო ანსამბლი შუა საუკუნეები
კურსები მაცხოვრის ეკლესია განვითარებული შუა საუკუნეები
ჯონიას ეკლესია X_XI ს.
ბუეთის მთავარ ანგელოზების ეეკლესია XI-XII ს.
მუხურის ციხე შუა საუკუნეები
ძიროვნის მთავარ ანგელოზების კარის კელესია XI ს.
ძიროვნის ციხე შუა საუკუნეები